ვიღვიძებ. მზის სხივები თვალებში მაჭყიტავს, რის გამოც იძულებული ვარ სხვა მხარეს გადავტრიალდე. ასეც მოვიქეცი და ჩემ სახეს რაღაც მაგარზე და ამავე დროს სასიამოვნოდ რბილზე ვათავსებ.
- რა კარგი ბალიშია...- ამ ბალიშს ხელი ცოტა მივუს-მოვუსვი და რაღაც უცნაური მომეჩვენა. თვალები კარგად გავახილე. და რას ვხედავ?! იმუგის მკერდზე მიდევს თავი! - აააააააააააააააა!!!!!!! - ვიკივლე ბოლო ხმაზე. - იმუგი! რა ჯანდაბააა?! - წამოვხტი საწოლიდან და მკერდზე ხელები გადავიჯვარედინე. იმუგიმ ერთი თვალი გაახილა, შემდეგ მოისრისა და ვხა მხარეს ჩემგან ზურგით გადაბრუნდა.
- რა გაყვირებს? ვერ ხედავ რომ მძინავს? - ჩაიბურტყუნა მან.
- გარყვნილო! ეს როგორ გაბედე?!
- რა გავბედე? - წამოჯდა ლოგინზე და თვალები დააჭყიტა.
- როგორ შემეხე?! იდიოტო!
- მე? შენ არ მჩმეტდი მკერდზე? შენ არ დამაძინე მთელი ღამე! ძლივს განთიადისას ჩამეძინა მაგრამ გამაღვიძე! ღამე ხან ფეხებს მალაგებდი, ხან ზედ მეკვრებოდი, სახეშიც კი გამარტყი! ლამის 3 საათი არ მიშვებდი შენი ნაზი ჩახუტებიდან! კიდე მე ვარ გარყვნილი?
- რას იტყუები გველო?!
( არა და ეს სიმართლეა. საწყალი იმუგი 🤣💜😌)- მე არასდროს ვტყუი!
- ახ შე! - მე მივედი საწოლთან დავჯექი და წიხლი ვატაკე გველეშაპს.
იმუგი ძირს ბრახუნით დაეცა.- ნუ ძალადობ ჩემზე საკმარისია! - წამოდგა იმუგი. მე კი მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ზემოდან გახდილი, მარტო ტრუსით იყო.
《 ვაღიარებ... იმუგი საკმაოდ მაგარ ტანზეა. აუ რა პრესიიი... საიონ! რა გჭირს გამოფხიზლდი! რას ფიქრობ? გონს მოდი!.》
იმუგიმ შეამჩნია როგორი ვაშტერებოდი მას და ერთი წარბი ზემოთ აწია.
- მოგწონს? გინდა შეეხო?
- დია....არა! - შევბრუნდი გაწითლებული. ვიგრძენი როგორ ნაგლურად გაიღიმა იმუგიმ. - მე გავალ. საჭმელს მოვამზადებ. - წამოვდექი ფეხზე.
YOU ARE READING
კუმიხოს სიყვარულის ისტორია
Fantasiნუ მგონია გაგიგიათ დორამა " ზღაპარი კუმიხოზე" . უმეტესი ნაწილი ამ დორამიდან ამოვიღე მაგრამ ძალიან შევცვალე. რა იქნებოდა თუ ლი რანს და ლი იონს ყოლოდათ და რომელიც მატ მტერს მოყვარედ აქცევდა? რა მოხდება თუ კუმიხოს ( მათ დას) შეუყვარდეს სულ სხვა არსება...