ახლა ბებიას სახლში ვართ და კარიბჭის გახსნას ველოდებით.
- მზად ხართ? - გვკითხა ბებიამ და კარიბჭის გახსნისთვის მოემზადა.
- დიახ. - ყველამ ერთად ვთქვით და იარაღები მოვიმარჯვეთ.
ბებიამ კარიბჭე გახსნა და ყველა მისკენ გავემართეთ. უცბად პაპამ გამაჩერა და გულში მაგრად ჩამიკრა. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ძალიან მადლობელი ვარ მისი. ამ სიკეთეს არავის დავუვიწყებ. პაპამ გამიშვა, თვალებში შემომხედა, თბილი ხელი ლოყაზე დამადო და მითხრა- თავს გაუფრთხილდი ძვირფასო.... აბა შენ იცი! სიძე სახსალამათი მომიყვანე.
მე გამეცინა პაპას კიდევ ერთხელ გადავეხვიე და დანარჩენებთან ერთად კარიბჭეში შევედი.Pov ავტორი
ამ დროს იმუგისთან.
იმუგი ჩასისხლიანებული, ჩალურჯებული და ხელფეხშეკრული სპეციალური გველეშაპის ჯადოთი კედელზეა გაკრული და ბალანსის ღმერთს მკველის თვალებით უყურებს.
- განწირული ხარ იმუგი.
- ...
- მარტო შენ არ ხარ საცოდავი. ნუ გეშინია მარტო არ დარჩები.
- ...
- შენი ცოლიც გამოგყვება. თან თვითონ მოდის შენთან ერთად წასასვლელად.
- შე ნაბიჭვარო! არ გაბედო! არ გაეკარო თორემ ვფიცავ არ დაგინდობ! საკუთარი ხრლებით მოგკლავ! მკვდარი ვიყო ავდგები! ამას არ შეგარჩენ!
- დარწმუნებული ხარ?
- თმის ღერი არ ჩამოუვარდეს! გაგანადგურებ!
- ვნახოთ. ეს შენზეა დამოკიდებული. - ჩაიცინა და დილეგიდან გავიდა.
- უსუსურო არაკაცო!!!!
***
- დონგიონ მიდი! - მისცა ნიშანი ჯონგუკმა.
დონგიონმა რაღაც შხამი გადააგდო სასახლის დაცვასთან. ჰაერში შავი მომწამლავი ნივთიერება გამოიყო, რომელმაც დაცვა დახოცა.
YOU ARE READING
კუმიხოს სიყვარულის ისტორია
خيال (فانتازيا)ნუ მგონია გაგიგიათ დორამა " ზღაპარი კუმიხოზე" . უმეტესი ნაწილი ამ დორამიდან ამოვიღე მაგრამ ძალიან შევცვალე. რა იქნებოდა თუ ლი რანს და ლი იონს ყოლოდათ და რომელიც მატ მტერს მოყვარედ აქცევდა? რა მოხდება თუ კუმიხოს ( მათ დას) შეუყვარდეს სულ სხვა არსება...