19.თავი

20 3 5
                                    

ამ სიტყვებმა სუნთქვა შემიკრა.

- ნუ ღელავ საიონ. მამაჩემს კარგად ვიცნობ. ჯერ შესაფერის მომენტს ელოდება.

- რატომ მგონია, რომ იმუგი გრძელ თმიანი პრინცესაა, რომელიც ურჩხულმა უნდა შეჭამოს და საიონი კი პრინცი თეთრ ცხენზე ამხედრებული რომელნაც პრინცესა უნდა გადაარჩინოს? - დაფიქრდა ჯინი და ჯონგუკს გადახედა. ჯერ სიცილს იკავებდნენ, შემდეგ კი ისეთი ხარხარი მორთეს მგონი სეულის ბოლოში ისმოდა მათი ხმა. ამ ჯინს კიდე როცა იცინის რატომ აქვს მინის წმენდის ხმა?

- გეყოფათ სანამ ორივეს თავები არ წაგაცალეთ! რა ყურებს ხვრეტთ რა არის რა! - გაბრაზდა დონგიონი.

- არა ლამაზო ეს ყურების ხვრეტა კი არა გალობაა. - თვალი ჩაუკრა გუკმა.

- ზედ არ გეტყობათ როგორ გალობთ?

- ზუსტად.

- მე წავალ. იმუგის ასეთ დროს სახლში მარტოს ვერ დავტოვებ. - ვთქვი აღელვებულმა.

- ნუ გეშინია დაიკო. თავს თვითონაც მიხედავს კაცია. - გაიღიმა რანმა. - მაგრამ ალბად მოგენატრა წადი არ დაგაგვიანდეს.

- თუ რამეა ნიშანი მოგვეცი. - თქვა დონგიონმა და გადამეხვია.

როგორ მიხარია როდესაც ჩემი მეგობრები და ოჯახი მხარში მიდგანან. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. გული მწყდება, რომ ბებიას არ მოსწონს ჩემი გადაწყვეტილება და მგონი შემიძლია კიდეც. მაგრამ რას ვიზამ? ასეთია ცხოვრება.

ყველას ერთად გადავეხვიე, გამოვემშვიდობე და მანქანისკენ გავემართე.

- საიონ!

- პაპა? - შევბრუნდი და გავჩერდი. პაპა მოვიდა და გადამეხვია.

- ჩემო ლამაზო გოგოვ. რა უცბად გაიზარდე. - ცრემლები წამოუვიდა. - რა კარგია, რომ ვიღაც შეგიყვარდა.

- შენ ეს არ გაბრაზებს?

- რაც შენ გაბედნიერებს როგორ უნდა გამაბრაზოს? ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გიყვარს. მთავარია შენ იყო კარგად. გინდა ის სიყვარული იმუგი იყოს. შენკენ ვარ. იცოდე ბებიაშენს არ სძულხარ. პირიქით თვალისჩინივით გიფრთხილდება. უბრალოდ ეს ამბავი მისთვის მოულოდნელი იყო. გესმის?

კუმიხოს სიყვარულის ისტორია Where stories live. Discover now