11.თავი

18 2 0
                                    

  ყველანი ამის შემდეგ სახლში წავიდნენ. მე რანთან დავრჩი. არ მინდოდა დამეტოვა. იმუგის არ ვენდობი. რანს უკვე ეძინა. მე ვერ ვიძინებდი. მოსვენება არ მქონდა. იმუგის შევპირდი, რომ შევიყვარებდი. მაგრამ თუ შევიყვარებ ბალანსის ღმერთს როგორ მივაბარო? თუ შევიყვარებ ამას მგონი ვერ შევძლებ.

  საწოლიდან წამოვდექი და აივანზე გავედი. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე ამ თემაზე.

- საიონ. აქ რატომ ხარ.

- რან? რატომ არ გძინავს?

- შენ რატომ არ გძინავს? გვაწუხებს რამე?

- არა. უბრალოდ ვერ ვიძინებ. დღეს სიკვდილს გადარჩი და ცოტა არ იყოს მეშინია.

- შენი წყალობით გადავრჩი დაიკო.

- ჩემი? მე რა გავაკეთე ამისთვის? - ვიტყუები მე. - მე არ გადამიხადო მადლობა.

- შენ რომ არ წასულიყავი იმუგისთან... მე მართლა მოვკვდებოდი.

ენა ჩამეყლაპა. აღარ ვიცოდი რა მეთქვა. როგორ გაიგო? საიდან?

- შეყვარებას დაპირდი არა?

- რან....მე..მე...

- ნუ გეშინია. არავის ვეტყვი. ყველაფერი მოგვარდება. აი ნახავ. შენ სხვა გამოსავალი არ გქონდა. იცი? ცოტა ჩემ თავს ვადანაშაულებ, რომ ამის გაკეთება მოგიწია.

- არა რან! რას აბმბობ?! ყველაფერი იმუგის გბრალია! შენ არაფერი დაგიშავებია!

- ჩემი დიკო. - გაიღიმა და ჩამეხუტა. - შენ უბრალოდ დინებას მიყევი. ყველაფერი კარგად იქნება!

- მადლობა რან.

- შენ მადლობა დაიკო.

***

პარკში.

  მე და დონგიონი პარკში ვსეირნობთ. მე მას ვუთხარი რასაც იმუგის შევპირდი.

- საიონ... მართლა?

- სხვა გამოსავალი არ მქონდა.

- მესმის.

- იმუგი ზედმეტად ეშმაკია. ასეთი რამეები ეხერხება.

კუმიხოს სიყვარულის ისტორია Where stories live. Discover now