თავი 2

34 7 3
                                    

  მოკლედ უკვე გაკვეთილები მთავრდება და ვაღიარებ ამ ნინის გადამკიდე თათია სულ არ გამხსენებია.თათიაც როგორ ეჭვიანობს?არა,ეჭვიანი რო იყო ვიცოდი მაგრამ ასე ძალიან ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. გავარკვიეთ რომ ნინი ზუსტად ერეკლეს და ნიკას ბინის ქვემოთ ცხოვრობს.
  ბოლოს სპორტი გვაქ და იმედია მის გულს ფრენბურთით მაინც მოვიგებ.
უი,სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ფრენბურთელი ვარ.ეხლა ალბათ იფიქრეთ უბრალოდ სკოლაში კარგად თამაშობს და ეგააო.მაგრამ არა,15 თასის და 50 მედალის მფლობელი ვარ.
  მოკლედ ამ სპორტის გაკვეთილზე უდიდეს იმედებს ვამყარებ და ვნახოთ რა იქნება.
   სპორტდარბაზში შევდივართ და ვერ დაიჯერებთ რა მოხდა.ნინიმ მითხრა "გიო გთხოვ ჩემი ჩანთა შეიტანე და მეც ახლავე მოვალო".გიოო აზრზე ხართ?თქვენთვის ეს შეიძლება უბრალოდ ერთი სიტყვაა მაგრამ მე ცუდად გამხადა.რა თქმა უნდა შევიტანე და ჩემი ჩანთის გვერდით დავდე.ფრენბურთის სათამაშოდაც მოვემზადეთ და გუნდებად დავიყავით.რა თქმა უნდა ჩემს გუნდში არ მოხვდა.ამას ისევ ჩემს უიღბლობას მივაწერ. მაგრამ არაუშავს მთავარია თამაშობს თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდში. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ჩვენი გუნდები ერთმანეთს ეჯიბრება და ახლა შემიძლია მისი გულის მოგება.
ჩემი მოწოდებაა და მინდა ბურთი მასთან მივიდეს ასე რომ მას ვუმიზნებ.და მივიდა კიდეც ოღონდ არა ისე როგორც მე ვგეგმავდი.გინდ დაიჯერეთ გინდ არა მაგრამ სახეში გავარტყვი.მისი მოხიბლით გატაცებულმა სულ ვერ შევამჩნიე როგორ დაიწყო კლასელ გოგოსთან საუბარი.მინდა რომ მიწა გასკდეს და ჩამიტანოს მაგრამ მაინცდამაინც ის არ ხდება რაც მინდა.რაც არ მინდა იცოცხლე ყველაფერი ხდება.დაეცა და ესეც ისე ლამაზად გააკეთა თავიდან შემიყვარდა მაგრამ რა დროს ესაა?ნინი ტირის და მლანძღავს და მლანძღავს.არ ჩერდება.ნეტავ საერთოდ არ მეთამაშა. ზარიც დაირეკა და გარეთ გამოვედი.ერეკლე მოვიდა და მეუბნება"რას ვიზამთ პირველ ცდაზე მასეთები რო გამოდიოდეს ეხლა მე ასე ვიქნებოდი?"ამან უფრო მომშალა ნერვებზე მაგრამ რაც შემდეგ მითხრა იმან ძალიან გამახარა.მეუბნება
"ნინი გავიცანი და რახან ჩვენთან ახლოს ცხოვრობს ამ საღამოს ჩვენთან დავპატიჟე. ნინი დამთანხმდა და ანუ შენც მოდიხარ ხო?".ისე მომინდა დღეს საღამოს ერეკლესთან მისვლა,ჯერ რომ არასდროს მომდომებია. აუცილებლად წავალ.აბა ამ დანაშაულს გამოსყიდვა არ უნდა?იქნებ საღამოს მაინც გამიმართლოს.
___________________________________________
მოგწონთ?ახალიც მალე დაიდება... წინ საოცრება გელოდებათ...

სიყვარული სამარადისოდ...Where stories live. Discover now