*ნინი*
გუშინ ისე დაღლილი მივედით სახლში,არც გვითამაშია მოვწესრიგდით და დავიძინეთ.ყველას ვუთხარი რომ ფეხი არ მტკიოდა არადა მთელი ღამე გამაწამა.დღეს უკეთესად ვარ.თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რომ ჩემს გამო ახლა ვერც დანარჩენები წავიდოდნენ სასრიალოდ თუმცა დამამშვიდეს და მითხრეს "აქ თუ ვინმე დამნაშავეა ეს შენ ნამდვილად არ ხარო".უფრო სწორად გიომ თქვა. ეგ ბიჭი მე გამაგიჟებს.ისე ინერვიულა ისე,მე რომ არ მინერვიულია.უკვე შუა დღეა და გუშნიდელის მერე ნიკასთვის ხმაც არ გაუცია.არადა რა მისი ბრალი იყო თუ მოტოციკლი გზაზე მოცურდა?
ამ მოწყენილობის ჟამს გადავწყვიტეთ რომ "სიმართლე თუ მოქმედება" გვეთამაშა.ჩვენც მოვიფიქრეთ ვინც კითხვას თავს აარიდებდა უნდა დაელია.ასე უფრო სახალისო იქნებოდა.თამაში დავიწყეთ.
ბოთლი დავატრიალეთ და პირველად ერეკლე ამოვიდა,კითხვას კი თემო უსვამდა.
-ოდესმე გყვარებია?-ჰკითხა მაშინვე
-კი,ბაღში.-თქვა და ყველას სიცილი აუტყდა.
-ბაღში მასწავლებელიც მომწონდა. მაშინ ძალიან პატარები ვიყავით ეგ არ ითვლება.
-მაშინ არა.-თქვა ეგრევე.
ბოთლი დავატრიალეთ და ეხლა ნიკა უსვამს თამთას.
-რამდენი ბიჭი გყვარებია?-ამნაირი კითხვები ყელში ამოვიდა.
-ეს მესამეა-თქვა მორცხვად.
ახლა მე მისმევს კითხვას თამთა.
-მოდი წარსულს თავი დავანებოთ. ახლა მოგწონს ვინმე?
-კი,არის ერთი ბიჭი.-ვთქვი თამამად.
-ოჰოო,ეს აქამდე არ ვიცოდიი-თქვა თემომ(თემო ჩვენი კლასელი არ არის.მხოლოდ სპორტი გვიტარდება ერთად.ერთი წლით დიდია ჩვენზე. ამიტომ კლასში რაც ვთქვი არ იცოდა ).
-ახლა იცოდე.-არ ჩამოვრჩი მეც.
ბოთლი დავატრიალეთ და ნიკა უსვამს გიოს.
-უკვე ვიცით რომ ვიღაც მოგწონს მაგრამ ვინ არის ის გოგო?
-ამჯერად დავლევ-თქვა მორცხვად და დალია.
ახლა მე ვუსვამ კითხვას გიოს.
-იმ გოგოს ჩვენ ვიცნობთ?-ვკითხე მეც მისი ვინაობით დაინტერესებულმა.
-კი.-მითხრა მოკლედ.
ახლა გიო მისვამს მე.
-ჩვენ ვიცნობთ შენს ბიჭს?
-კი-მეც მოკლედ ვუთხარი.
ახლა თემო წამოხტა
-ამ თამაშის მთელი "მუღამი" მოქმედებებია და ჩვენ კიდევ სულ კითხვებს ვსვამთ.
-მაშინ მოდი მოქმედებები ფურცლებზე დავწეროთ და ისე ავირჩიოთ კარგი?-თქვა თამთამ. ყველა დავთანხმდით დაწერას შევუდექით.
კარგა ხნის წერის შემდეგ მოვრჩით და თამაშიც გავაგრძელეთ. გადავწყვიტეთ ბოთლის ტრიალის ნაცვლად წრეზე დავმსხდარიყავით და სათითაოდ აგვერჩია ფურცელი.
პირველი თემომ დაიწყო როგორც იდეის ავტორმა.ბარათზე ეწერა "დაასახელე 15 ქვეყანა ან დალიე 2 ჭიქა".
-საქართველო,რუსეთი,სომხეთი,თურქეთი,არგენტინა, პორტუგალია, ინგლისი,ჩინეთი.......იტალია,საფრანგეთი....აუ მაინცდამაინც ეხლა არ მახსენდება არაფერი.თქვა და წინასწარ დასხმული არაყი "გადაკრა".
შემდეგი ნიკა იყო.მის ბარათზე ეწერა "გაგვიმხილე ახლანდელი "ქრაშის" სახელი ან დალიე"
-შანსი არაა-თქვა ნიკამ და დალია.
შემდეგი გიო იყო და მის ბარათზე ეწერა "დაასახელე 3 "ქრაშის" სახელი ან დალიე 4 ჭიქა".
-3 გოგო არ მომწონებია.-თქვა გიომ
-რამდენიც მოგწონებია. -უპასუხა თამთამ.
-არა ვერ ვიტყვი-თქვა მან და 4 ჭიქა შეუჩერებლად დალია.
-ეს რა თამაშია ყველა სვამს.ჩვენ პასუხები გვაინტერესებს როგორი სიმთვრალე გაქვთ ის კი არა.-თქვა თემომ.ამისი პრეტენზიები არ მთავრდება.
-მაშინ ისევ ჯოკერი ვითამაშოთ-თქვა გიომ.ვიცოდი ამ ბიჭს ჯოკერი რომ უყვარდა მაგრამ ასე ძალიან თუ უყვარდა არ ვიცოდი.რახან 6 ვიყავით გადავწყვიტეთ ისევ ისე გვეთამაშა,გამარჯვებულ გუნდს კი თამთას და თემოს გუნდი შეჯიბრებოდა. ანუ მე და გიო,ნიკა და ერეკლე და თამთა და თემო.თამაში დავიწყეთ და მოვიგეთ კიდეც.ახლა თემოს და თამთას უნდა შევჯიბრებოდით.ესენი სულ გავანადგურეთ.იმხელა სხვაობით მოვუგეთ თემო სულ გადაწითლდა სირცხვილით.მაგრამ მალევე თქვა
-სიყვარული სამარადისოდ...
როგორ მინდოდა მის თმებს ვწვდომოდი მაგრამ თავი შევიკავე. გიოს რომ გავხედე სახეზე ფერი არ ედო.ამიტომ გადავწყვიტე რამე ისეთი მომეფიქრებინა სადაც თავს უხერხულად აღარ ვიგრძნობდი. ფილმის ყურება შევთავაზე და ყველა დამთანხმდა.
-მოდი რამე საშიშს ვუყუროთ-თქვა ერეკლემ
-არა რომანტიკა ჯობია-თქვა თემომ. ეს ბიჭი ამ სიყვარულით თავს მაბეზრებს
-რაც გინდათ ის ჩართეთ მაგრამ მოდი მანამდე სასუსნავებს გამოვიტან სამზარეულოდან. მაგრამ ერთი ვინმე წამყევით მარტო ვერ წამოვიღებ.- თქვა ნიკამ.
-მე წამოვალ-ვუთხარი მე და გავყევი
შევედით და ტკბილეულს და სასმელებს ვეძებ როცა ნიკა მეუბნება
-ნინი იცი მგონი გიოს მოწონხარ.
-გიოს?საიდან მოიტანე?-დავიბენი
-გუშინ ავარიის გამო კინაღამ მომკლა. შენზე ისე იდარდა.
-სისულელეა უბრალოდ ორივეზე იდარდა-ვუთხარი
-არა ნინი,შენ გიოს არ იცნობ მე კი ვიცნობ-თქვა და გავიდა.
ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ წამს დედამიწაზე არ მეგულებოდა.ისე დავამთავრეთ ფილმის ყურება,რომ არაფერი გამიგია.გული საგულეში აღარ მქონდა და თავში მხოლოდ ეს მიტრიალებდა..."გიო","გიო","გიო"...
YOU ARE READING
სიყვარული სამარადისოდ...
عاطفيةეს ამბავი ეხება 15 წლის ნინის და გიორგის, რომლებმაც ურთიერთობა სიძულვილით დაიწყეს და სიყვარულით გააგრძელეს...