თავი 3

27 7 2
                                    

  არ ვიცი მომხდარის შემდეგ როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე არ ვიყო, თუმცა დიდად ცუდ ხასიათზე არ ვარ.  ალბათ უფრო იმიტომ რომ ამ საღამოზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა სულ,სულ ოდნავ მაინც გამოვასწორო ჩემი დანაშაული. ნამდვილად არ მინდა მას ისეთი ვეგონო როგორიც არ ვარ.გამიგია გოგოს თავი რომ მოაწონო თან უნდა აეჭვიანოო და ამაში თამთა გამომადგება. ვიცი არასწორი საქციელია მაგრამ ამ გოგომ სულ გამაგიჟა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგოა,ისეთი როგორიც ყველა,მაგრამ რაღაც საოცრებაა. ანგელოზია რომელიც მინდა რომ ჩემი გახდეს.ვიცი შევძლებ მაგრამ ვფრიქრობ დიდი დრო დამჭირდება.
   ამ საქმეში დიდად ვერ ვერკვევი მაგრამ მგონი რაც სკოლაში მეცვა იმით რომ წავიდე მასზე შთაბეჭდილებას ვეღარ მოვახდენ არა?ასე რომ უნდა ჩავიცვა. ისე გამოვიპრანჭე ბებიაჩემი პირდაღებული მიყურებდა.მის თვალებში კი იკითხებოდა რომ ყველაფერს ხვდებოდა.
  მოკლედ როგორც იქნა თავი დავაღწიე სახლიდან და წავედი.გზად ვფიქრობ რა გავაკეთო რომ თან მაპატიოს და თან მოვეწონო. სიმართლე გითხრათ ვერც ვერაფერი მოვიფიქრე.ერთი კი ნამდვილად ვიცი როგორმე თავი უნდა შევაყვარო.
  მოკლედ მივედი.ყველანი ერთად ისხდნენ ტელევიზორის წინ და რაღაცაზე იცინოდნენ. შევედი.თამთა ეგრევე წამოფრინდა და ჩამეხუტა. დიდად არ მინდოდა ნინის თვალწინ ჩამხუტებოდა მაგრამ ალბათ ნინიზე ეჭვიანობს და ამიტომ. ისე,უკვე 3 წელია თამთა ჩვენთან ერთად დადის საღამოობით მაგრამ არც ერთხელ ჩამხუტებია მისვლისთანავე. ესეც ნინის დამსახურებაა.
  ვფიქრობ ერეკლე უკვე ხვდება რომ ნინი მომწონს და ყველაფერს აკეთებს რომ ერთად ვიყოთ.რას აკეთებს?შევედი თუ არა ნინიმ გაბრაზებით შემომხედა. ნინის გვერდზე ერეკლე იჯდა წამოხტა და ეგრევე ნინის გვერდზე დამსვა.რას ვერჩი ძალიანაც კარგი ძმაკაცია მაგრამ ნინის ასეთი მზერის შემდეგ მასთან დაჯდომა დიდად კარგი გეგმა არ იყო.თუმცა ისეთი არაფერი მომხდარა.ხო,საერთოდ არ მიყურებდა მაგრამ თავიდან როგორც შემომხედა ისე ყურებას ისევ ეს მერჩივნა.
  გადავწყვიტეთ საშინელებათა ფილმისთვის გვეყურებინა სახელად "კივილი".ეს ფილმი ნინის იდეა იყო და მეც დიდი სიხარულით დავთანხმდი.ნანახი მქონდა რომ გოგოს გვერდზე როცა ზიხარ და საშინელებათა ფილმს უყურებ თუ შეეშინდება და ჩაგეხუტება მოსწონხარო.მეც სხვა რა გზა მქონდა ვუცდიდი როდის შეეშინდებოდა.არა ერთხელ შეეშინდა თუმცა არც ერთხელ გამოუხედავს ჩემსკენ და ჩახუტებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
  უკვე 12 საათი გამხდარიყო და წამოსვლა მომიწია.ასე ჩქარა დრო არასდროს გასულა.წამოსვლა არ მინდოდა მაგრამ ნინიც დაიძრა ადგილიდან და თქვა "მართლაც გვიანაა უნდა წავიდე მშობლები ინერვიულებენო".გამიხარდა.მისი ბინა ერეკლეს ბინის ქვემოთაა და ერთად ჩასვლა მოგვიწევდა. თან გადავწყვიტე ბოდიში მომეხადა.
  ბინიდან გამოვედი და ნინიც გამომყვა.ეგრევე დრო ვიხელთე და ვუთხარი "ბოდიშს გიხდი დღევანდელის გამო.მართლა ძალიან ვწუხვარ".მან კი გაბრაზებულმა მომიგო "არ მჭირდება შენი ბოდიში თავი დამანებე" და სახლში შევიდა.მეც სხვა რა გზა მქონდა სახლის გზას გავუდექი.
    არ ვიცი ამაზე ცუდად როგორ შეიძლებოდა დღე დამთავრებულიყო.მაგრამ ერთი ნაღდად ვიცი,ხვალ ეს გოგო ჩემი გახდება!
___________________________________________
აბა როგორია?მოიწონეთ და შემდეგიც მალე დაიდება... საოცრებები გელოდებათ✨️

სიყვარული სამარადისოდ...Where stories live. Discover now