თავი 12

12 4 3
                                    

კი,კი მართლაც ყველა გვიყურებდა და ეს ამბავიც ყველამ გაიგო
-ოპაა,ეს ისაა რაც მე მგონია?-თქვა თემომ.
-კი ეგაა,ეგ-ვუთხარი
-ვაა,გილოცავთ ძმა...ყოველთვის ვიცოდი რომ ერთმანეთი მოგწონდათ-თქვა ნიკამ
-ჩვენც გილოცავთ-თქვეს დანარჩენებმა.
-ეს ამბავი არ უნდა აღვნიშნოთ?-თქვა თემომ.
-აბა რა,ახლავე ჩავალ მაღაზიიდან რაღაცებს ამოვიტან-თქვა ერეკლემ.
-არაფერი არ გინდათ არ შეწუხდეთ-თქვა ნინიმ.
-კარგი რა,არ გრცხვენია?ისე გამახარეთ ეხლა ვეღარ გამაჩერებთ-თქვა ერეკლემ.
-მართლა არ გინდათ არაფერი.მოდი ხვალ კლუბში წავიდეთ და ეს ამბავიც იქ აღვნიშნოთ.დღეს უბრალოდ ფილმს ვუყუროთ.მანამდე ნინიც გამოკეთდება-ვთქვი მე
-კარგი,ასე ჯობია.-თქვა ნიკამ და ყველა დაეთანხმა.
-რახან იდეა შენია,შეგიძლია ფილმი შენ აირჩიო-მითხრა თათიამ.
-მოდი საშინელებათა ფილმს ვუყუროთ."ბოროტი მკვდრების აღზევება ჰქვია".-ვთქვი
-როგორც გინდა-თქვეს ერთხმად.
ნინი ნელ-ნელა წამოჯდა და მანიშნა მის გვერდზე დავმჯდარიყავი.არც მე დავაყოვნე და ორ წამში ნინის გვერდზე ვიჯექი.ყველა გარშემო დაჯდა და ფილმიც ჩაირთო.ისეთი საშიში იყო რომ თემო და ერეკლე ერთმანეთს ეხუტებოდნენ,და გამოიცანით მე ვინ მეხუტებოდა?ძნელი გამოსაცნობი არაა რომ ნინი მეხუტებოდა.დიახ,დიახ ჩემი ნინი. მალე  ნინიმ კანკალი დაიწყო.
-რატომ კანკალებ გცივა თუ გეშინია?-ვკითხე მაშინვე
-ცოტ-ცოტა ორივე-მითხრა
მეც ეგრევე ჰუდი გავიხადე და ჩავაცვი.ისეთი საყვარელი იყო,ჩემზე ბევრად დაბალი,და შედარებით უფრო სუსტია,ამიტომ ჩემს ჰუდში ლამის ჩაძვრა.
-მადლობა-მითხრა მაშინვე.
მეც არც მაცია,არც მაცხელა და შუბლზე ვაკოცე.ისეთი თვალებით ამომხედა,მივხვდი რომ ეს სწორედ ის გოგო იყო,რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მსურს.

*დღე მე-2*
გუშინდელმა დღემ შესანიშნავად ჩაიარა,და შემიძლია ვთქვა რომ საუკეთესო დღე იყო ჩემს სიცოცხლეში. მოკლედ როგორც უკვე გითხარით დღეს ჩემი და ნინის ამბავი სადმე კაფეში უნდა აღვნიშნოთ.ასე რომ,ინტერნეტში მოვძებნე საუკეთესო ბარი ბაკურიანში.მალევე მივაგენი და მგონი სწორი არჩევანიც გავაკეთე

სიყვარული სამარადისოდ...Where stories live. Discover now