თავი 15

14 4 7
                                    

ხო,ეს ამბავი მართლაც სასწაული იყო.არ მადარდებდა რომ მთელი დარბაზი გვიყურებდა.ნაცნობები, უცნობები არავინ არ მადარდებდა. ამ გოგომ უფრო გამბედავი გამხადა. გოგოსთვის ტუჩთან კოცნა კი არა ხელის მოხვევისაც მრცხვენოდა.
  ბევრი ვისრიალეთ და ისევ უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ.გზად ბაზრობაზე ტირის ქოხი იდგა და აიტეხეს გინდა თუ არა უნდა ვცადოთო.ჯერ ერეკლემ დაიწყო და 5 სროლიდან 2 მოარტყა სამიზნეს. შემდეგი ნიკა იყო და მანაც 2 მოარტყა,თემომ 3,რადგან გოგოებმა უარი თქვეს ეხლა უკვე ჩემი ჯერი იყო და გაგიკვირდებათ და ყველას ხუთივეს გავარტყი.ხედავთ რაში გვჭირდება კალათბურთის სწავლა (მიზანს ვგულისხმობ,რომელიც აუცილებელია)?!როგორც გამარჯვებულს საჩუქარი მერგო:გული რომელსაც ეწერა "სიყვარული სამარადისოდ".არც დავფიქრებულვარ ისე ვაჩუქე ეს გული ნინის.მისი ღიმილიც დავიმსახურე.ყველამ დაგვინახა და ისე გაიღიმეს,თითქოს არ იციან რაც ხდება.ახლაც ხელჩაკიდებული მოვდიოდით და არც ახლა გვადარდებდა რას იტყოდნენ ან ბავშვები ან ხალხი ირგვლივ.სახლში მისვლამდე მარკეტში გავიარეთ და იმდენი ტკბილეული ვიყიდეთ,ძლივს მივათრევდით.როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე.ისე გვშიოდა რომ რავი,ამიტომ გოგოებმა რაღაც კერძი გააკეთეს სახელად "მადამბოვარი".ასეთს დედაჩემიც აკეთებს ხოლმე,მაგრამ ამათ რაღაც საოცრება გამოუვიდათ.მივირთვით და გადავწყვიტეთ რამე გვეთამაშა. საბოლოოდ გადაწყდა რომ თამაშს ჩვენ თვითონ მოვიგონებდით და არ ვითამაშებდით როგორც ყოველთვის არც ჯოკერს და არც სიმართლე თუ მოქმედებას.დავიწყეთ თამაშების მოფიქრება და დიდხნიანი ფიქრის შემდეგ თემომ თქვა:
-მოდი ერთმანეთს კითხვები დავუსვათ ოღონდ თუ კითხვას ან არასწორად ვუპასუხებთ,ან თავს ავარიდებთ მოქმედებები უნდა შევასრულოთ,მაგრამ თუ ამასაც თავი ავარიდეთ 4 ჭიქა არაყი უნდა დავლიოთ.რას იტყვით?
ეს იდეა ყველას მოეწონა და დავიწყეთ თამაში.
პირველი თემომ აიტეხა მე დამისვითო და ასეც მოვიქეცით
-პირველ სიყვარულზე მოგვიყევი, თუნდაც ბაღში-ამ სასიყვარულო კითხვებით ტვინი წაიღეს.
-კარგი,პირველად ერთი გოგო სკოლაში მომეწონა.მე მე2 კლასში ვიყავი ის კიდე უკვე სკოლას ამთავრებდა-ყველას სიცილი აგვიტყდა-ხან ჩქარა დავრბოდი რომ თავი მომეწონებინა და ხან რას ვიგონებდი.თუ კარგად მახსოვს მარი ერქვა,მაგრამ მეორე სექტემბერს მარი აღარ დაბრუნდა.ასე დამთავრდა ჩემი პირველი სასიყვარულო ისტორია-აქაც  სიცილით გავიგუდეთ.
შემდეგი თამთა იყო რადგან წრეზე თემოს მერე მას უწევდა.მას უკვე მე ვკითხე
-ანუ ის ვიღაც საბა საერთოდ არ არსებობს არა?-ვკითხე იმ ამბით ჯერ კიდევ ნერვებმოშლილმა.
-კი,როგორ არ არსებობს,უბრალოდ იტალიაში წავიდა და დამშორდა-თვალები აუცრემლიანდა.
ეხლა ჩემი ჯერი იყო,თამთას მერე მე ვიჯექი.თავიდანვე ვთქვი,რომ დალევა ახლა ისე მინდა,ალბათ სულ დავლევთქო.კითხვას ეხლა უკვე ერეკლე მისვამდა:
-შენც მოყევი შენს პირველ სიყვარულზე.
-ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ნინია.მასზე კი მგონი უკვე ყველაფერი იცით არა?
-ოჰო,როგორი რომანტიულია-თქვა თემომ.
ჩემს შემდეგ ნინი იჯდა და ასე რომ მისი ჯერი იყო.
-შენც პირველ სიყვარულზე მოგვიყევი-უთხრა ნიკამ
-ჩემი პირველი სიყვარული გიო ნამდვილად არ ყოფილა.პირველად მე ბაღში შემიყვარდა.მასწავლებლის შვილი იყო,მაშინ მე8 კლასში იყო და სკოლის მერე შემოივლიდა ხოლმე. უბრალოდ მომწონდა განა რამე.
ნიკას და ერეკლეს მშობლებმა დაურეკეს ამიტომაც თამაში მათ გარეშე გავაგრძელეთ (ველოდებოდით მაგრამ თავი გაიგიჟეს უჩვენოდ გააგრძელეთო).ასე რომ შემდეგი თემო იყო.მას ბოლო სიყვარულზე ჰკითხეს.
-ბოლო შეყვარებული მე7 კლასში მყავდა.ახალი გადმოსული გოგო იყო და მასაც მოვწონდი.სამწუხაროდ მხოლოდ 2 თვით ყოფილა და მერე ისევ წავიდა.
ეხლა თამთას ჯერი იყო და კითხვა ნინიმ დაუსვა
-არ გინდა ყველაფერი დავივიწყოთ და კარგი მეგობრები გავხდეთ?
-ვიცი რომ ღირსი არ ვარ,მაგრამ ძალიან მინდა-ერთმანეთს ჩაეხუტნენ და საბოლოოდ შერიგდნენ,მეც გული დამიმშვიდდა.
უკვე ნიკა და ერეკლეც მოვიდნენ.ეხლა ჩემი ჯერი იყო და  თემომ ისევ რაღაც სიყვარულზე დამისვა კითხვა.მეც ნერვები მომეშალა და პირდაპირ ვუთხარი რომ ამ კითხვას გამოვტოვებდი,თანაც დავამატე რომ კითხვებზე პასუხის გაცემას დალევა ათასჯერ მერჩივნა. მაგრამ ჯერ მოქმედება უნდა ეთქვათ და ახლაც გადაწყვეტილი მქონდა, უარი მეთქვა და დამელია.მაგრამ მალე ყველაფერი პირიქით დატრიალდა.ერეკლე ამბობს
-აკოცე შენს გვერდზე მჯდომებიდან რომელიმეს-ანუ ან თამთასთვის უნდა მეკოცნა, ან ნინისთვის.
რათქმაუნდა ნინი ავირჩიე.ვანიშნე წინააღმდეგი ხომ არ იქნები მეთქი და როგორც აღმოჩნდა არც ნინი იყო უარზე.არ ვიცი საიდან მოვიტანე რომ პირდაპირ ტუჩებში მეკოცნა,როცა არ დაუკონკრეტებიათ და თავისუფლად შემეძლო თუნდაც ხელზე მეკოცნა, მაგრამ რაღაცნაირად მისმა "არა რისი წინააღმდეგი"-ო გამათამამა და პირდაპირ ტუჩებისკენ წავედი.
  უკვე 16ის ვხდები და ჯერაც არ მიგრძვნია ისეთი რამ,რაც ახლა ვიგრძენი.ამ კოცნისას,თითქოს ჩემში რაღაც ჩასახლდა, რაღაც ისეთი რომელიც ძალიან,ძალიან სასიამოვნო იყო.შევეხე მის ნაზ, სათუთ,ალერსიან ტუჩებს და თითქოს სხვაგვარი გავხდი,თითქოს ის გიორგი წარსულში დარჩა და ეხლა ახალი დაიბადა.დიახ,ახალი გიორგი რომლისთვისაც მთავარი ამ გოგოსთან ყოფნა და მისი გაბედნიერება იყო.მისი სურნელი იმდენად გამაბრუებელი იყო,რომ თითქმის ნახევარი წუთი ვკოცნიდი.ალბათ არც ის იყო წინააღმდეგი რადგან წარბიც არ შეუხრია.
  არც ახლა გვადარდებდა ბავშვები რომლებსაც ჩურჩული არ ყოფნიდათ და უკვე სურათებსაც გვიღებდნენ. ხო,არ გვადარდებდა ეხლა ჩვენ ისევ და ისევ ერთმანეთზე ვფიქრობდით. ერთმანეთით ვტკბებოდით და არ გვინდოდა არაფერი სხვა.ჩვენს გულებზე აღარაფერს ვიტყვი,ჩვენზე უკეთ მგონი მათ გაუგეს ერთმანეთს და შეთანხმებულად ძგერდნენ, ერთმანეთისთვის.
___________________________________________
აბა რას იტყვით?იმედია მოგწონთ✨️

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 14 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული სამარადისოდ...Where stories live. Discover now