თავი 8

16 5 3
                                    

დილა მათთან ერთად დავიწყე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


დილა მათთან ერთად დავიწყე.ნინი ჩვენი ნამდვილი მეგობარი გახდა და ამიტომ "ჯგუფშიც" დავამატეთ. გადაწყდა რომ ზეგ წავალთ.ისე მიხარია,ისე რომ წუხელ მთელი ღამე არ მძინებია. ეხლა კი ერთი რაღაც მაფიქრებს. ოთახებში როგორ უნდა გადავნაწილდეთ?6 ბავშვი ვართ საძინებელი კი მხოლოდ 4.არ ვიცი რას ვიზამთ მაგრამ ის კი ვიცი რომ როგორც გავიფიქრე ისე არ მოხდება. მე და ნინი ერთ ოთახში რომ ვიყოთ,ეს უკვე დიდი სისულელე იქნება.ამაზე არც ვჯავრობ,მთავარია ერთ სახლში ვიქნებით და 5 ჯადოსნურ დღეს გავატარებთ.
მოვემზადე და გზას დავადექი. კორპუსთან რომ ვიდექი,ეს სიტუაცია დამხვდა:
-დღეს შეიძლება ჩემი შეყვარებული გაგაცნოთ?-თქვა მოულოდნელად თამთამ.რაზეც თემოს წარბიც არ შეუხრია.
-ვაა,ამას შეხედეთ.-გაიოცა ნიკამ-კი როგორ არ შეიძლება.თუ გინდა ამ საღამოს ჩვენთან ამოიყვანე.
-მადლობა,აუცილებლად გაგაცნობთ.
-უი გიო,გუშინ შენი მოსაცმელი გამყვა. აი,აიღე.-მითხრა ნინიმ და მოსაცმელი გამომიწოდა.
სიმართლე გითხრათ,გამიხარდა თან ძალიან.მე ნინი,მას კი ის ვიღაც. შეყვარებული არც ნიკას ჰყავს,არც ერეკლეს,არც თემოს.ასე რომ შეყვარებულების "სეზონი" თამთამ გახსნა.იქნებ მეც რამე გავბედო. ვნახოთ.
უკვე სკოლაში ვართ.ნინი გვერდზე მიზის და ძალიან ბედნიერი ვარ. გუშინდელი დღე გამახსენდა და ნახატი მის მოლბერტზე რომელიც ასე ძალიან მგავდა, ამიტომ კიდევ უფრო გავბედნიერდი.ნინის ჯერ კიდევ არ ვიცნობ კარგად ამიტომ რაღაც უნდა მოვიფიქრო.ვფიქრობდი რა შეიძლება ამისთვის გამეკეთებინა და ამ დროს დამრიგებელი გვეუბნება
-ბავშვებო,რადგან ეს კლასის საათია, შეგიძლიათ ერთმანეთზე უფრო მეტი გაიგოთ ვიდრე იცით.ამისთვის კი მოდით ერთი თამაში ვითამაშოთ, სახელად "სიმართლე თუ მოქმედება".-ეს იდეა ყველას მოეწონა ამიტომ წრეზე დავჯექით და ცენტრში ბოთლის ტრიალს შევუდექით.
პირველი თამთა ამოვიდა და როგორც ყოველთვის ჰკითხეს
-შეყვარებული გყავს?
-კი-უპასუხა თამამად ჩვენ უკვე ვიცოდით და ვიღას დაუმალავდა? დიდი ხნის შემდეგ ბოთლის თავსახური ნინისკენაც შეტრიალდა. მას სხვაგვარი კითხვა დაუსვეს.
-ვინმე მოგწონს?
-კი დიდი ხანია-აქ გული ლამის საგულედან ამოვარდა."დიდი ხანიაო" ასე თქვა და საკუთარი თავი სავარაუდო სიიდან ამოვაგდე. გული დამეწვა თუმცა თამაში გავაგრძელე.
ეხლა უკვე ჩემთანაც მოვიდა და მეც ასეთი კითხვა დამისვეს.
-ვინმე მოგწონს?
-კი,თუმცა არც ისე დიდი ხანია.-ვუპასუხე თამამად.ნინიმ გამომხედა,თუმცა ისევ მალევე გაიხედა.ეხ თურმე სხვა მოსწონს. მაგრამ აბა მე რატომ მხატავდა?ან რა ვიცი რომ ის ნამდვილად მე ვიყავი. მოკლედ დრომ უღიმღამოდ გაირბინა.ნინი გვერდზე მეჯდა თუმცა რაღაც უფრო მოწყენილი და ჩაფიქრებული მეჩვენა.ეგებ მიხვდა იმ გოგოში ვინ ვიგულისხმე როცა ვთქვი არც თუ ისე დიდი ხანია რაც მომწონსმეთქო.იქნებ მიხვდა რომ "დიდი ხანიას" ნაცვლად "ცოტა ხანია" უნდა ეთქვა და ასე უფრო სწორი იქნება.ამ კითხვაზე პასუხს ვეძებდი როცა პასუხმა თავად მიპოვა.
-იცი,წეღან ვიცრუე-მითხრა ნინიმ მოულოდნელად.
-რა იცრუე?-ვკითხე მეც
-ის ბიჭი დიდი ხანი არ არის რაც მომწონს.სულ რაღაც 5 დღეა.-მითხრა მორცხვად
-არაუშავს ზოგჯერ ყველა ცრუობს.
-ხო მართალი ხარ.
აჰა,ასეც ვიცოდი.მას მოვწონვარ და ამიტომაც გამომიტყდა.თუმცა ჩემთან ერთად გაიცნო ჩემი კლასელებიც და რა ვიცი რომ მათგან არ მოსწონს ვინმე.არა,არა ამაზე ფიქრი მანამ უნდა შევწყვიტო, სანამ გამაფრენინებს.
სახლში რომ დავბრუნდი, ეგრევე წამოვწექი და მალევე მესიჯიც მომდის

სახლში რომ დავბრუნდი, ეგრევე წამოვწექი და მალევე მესიჯიც მომდის

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ესეც ასე,ეხლა ვეღარც შევხვდები. უკვე ნერვები მეშლება მაგრამ...

აუ,ეს გოგო მგონი ჩემს აზრებს კითხულობს რა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

აუ,ეს გოგო მგონი ჩემს აზრებს კითხულობს რა.ესე იგი მარტო მე და ნინი.ნინი და მე.არ ვიცი,არ ვიცი იქნებ გამოვუტყდე კიდეც.
ვფიქრობ რა ჩავიცვა ან რა ვუთხრა და ამ დროს...

ვფიქრობ რა ჩავიცვა ან რა ვუთხრა და ამ დროს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ესეც დღის ბედნიერი დასასრული...
___________________________________________იმედია მოგწონთ✨️

სიყვარული სამარადისოდ...Where stories live. Discover now