თავი 6

18 7 1
                                    

ამ დილით შესანიშნავ ხასიათზე გავიღვიძე.გარეთ ჩიტები ისე ჟღურტულობდნენ,ძნელი მისახვედრი არ იყო რომ გახაფხული დამდგარიყო. ერთი კარგი ამბავი მაქვს და ვიცი თქვენც გაგიხარდებათ.ყოველ 8 მარტს მე,ერეკლე,ნიკა,თემო და თათია დასასვენებლად მივდივართ ჩემს აგარაკზე ბაკურიანში.ამ სიას იმედია ნინიც შემოუერთდება.ამის შესახებ ბავშვებს ვეტყვი და აუცილებლად გაგაგებინებთ პასუხს.
  უკვე კორპუსთან ვარ და ნინის ველოდებით,თურმე ტელეფონი სახლში დარჩენია.აი,მოვიდა კიდეც. ისე ლამაზად გამოიყურებაა. მის ტანსაცმელსაც დასტყობია გაზაფხულის შემობრძანება.ისეთი მომაჯადოებელი ღიმილი მაჩუქა, პირდაღებული დამტოვა. ერთი სიტყვით,დღის დასაწყისიც ასეთი უნდა.როგორც იქნა გავბედე...
-ბავშვებო,უკვე 1-ლი მარტია და დასასვენებლად წასვლაზე არ უნდა ვიფიქროთ?
-აუ ეგ სულ არ გამხსენებია,აუ ნინი რა მაგარია იცი?შენც ხო წამოხვალ ჩვენთან ერთად?-თქვა უცებ თემომ და მივხვდი ამას ჩემ გამო აკეთებდა.
-მოიცა და სად მიდიხართ?-ნინიც დაინტერესდა.
-ბაკურიანში აგარაკი მაქვს და იქ.მხოლოდ 5 დღით.წამოდი რა- ვუთხარი დაუფიქრებლად.
-ჯერ ჩემებს უნდა ვუთხრა.არ ვიცი რას მეტყვიან.
-მაგაში შეგვიძლია დაგეხმაროთ. ყველა ერთად დაველაპარაკებით შენს მშობლებს და ვთხოვთ რომ გამოგიშვან-არ დააყოვნა გეგმა თემომ.
-არა მგონი ჩემს ნათქვამს დაჯერდებიან.-თქვა ნინიმ.
-თუ რამე და აქ ვართ.-ვუთხარი დაუფიქრებლად და ნინის ღიმილიც დავიმსახურე.
სკოლაში მივედით და დრომ ისე სწრაფად გაირბინა თითქოს 7 გაკვეთილის მაგივრად 2 გვქონოდა.
  ბოლო გაკვეთილი კლასის საათი გვაქ და დამრიგებელმა გვითხრა წყვილებში გოგოსთან ბიჭი უნდა იჯდეს და ბიჭთან გოგოო. დიდი შანსი იყო მე და ნინი ერთად დავმსხდარიყავით რადგან გოგოებში ყველაზე მაღალი ნინია ბიჭებში კი მე. ასეც მოხდა.მგონი პირველად ამიხდა რაც ჩავიფიქრე.პირველი ჩემით დაიწყო რადგან აბაშიძე ვარ და სიის თავშიც მე ვწერივარ.მეწყვილედ კი ნინი დაასახელა და მალე ნინიც გვერდზე მომისკუპდა.ისე ბედნიერი ვიყავი რომ სხვა არც არაფერი გამიგია.ეს გაკვეთილიც დასრულდა და სახლისკენ ყველა ერთად წავედით.
  შევთანხმდით რომ ნინი მისვლისთანავე ეტყოდა დედამისს აგარაკზე წასვლაზე და თუ უარს ეტყოდა,უკვე ჩვენ ჩავერეოდით და არ მოვეშვებოდით სანამ არ დაგვთანხმდებოდა.
  ასეც მოხდა.ნინის დედამისმა უარი განუცხადა "უცხო ხალხთან" აგარაკზე წასვლაზე.ხოდა ჩვენც  გადავწყვიტეთ საღამოს ყველა ერთად გავცნობოდით.უკვე ხო ნაცნობები ვიქნებოდით?
   კარგად გამოვიპრანჭე რომ ნინის დედაზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვო და გზას დავადექი.მივედი და ბიჭები და თამთა უკვე მიცდიდნენ. ერთად ავედით და კარი ნინის დედამ გაგვიღო.შევედით და ნინის დედამ მკითხა:
-შენ ვიღაცას მაგონებ.აბა მითხარი რა გვარი ხარ და სად ცხოვრობ
-მე გიორგი აბაშიძე ვარ და ამ ქუჩის ბოლოს კაფის გვერდზე ვცხოვრობ.
-აბაშიძე?მამაშენს დათო ქვია არა?დედაშენს კი...მოიცა გავიხსენო...ნინო ხო?-გაოცებისგან პირი დავაღე.ისინი ხომ ახლა გადმოვიდნენ და უკვე მოასწრეს ჩემი მშობლების გაცნობა?
-კი ასეა.საიდან იცნობთ?
-აქ დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით. მაშინ ძალიან პატარები იყავით. ალბათ ამიტომ არ გახსოვთ ერთმანეთი.მე და შენი მშობლები დიდი ხნის მეგობრები ვართ.არ მეგონა თუ ისევ აქ ცხოვრობდით.  აუცილებლად მოვალ და გინახულებთ.ესენი ალბათ ერეკლე და ნიკა არიან.სულაც არ შეცვლილხართ ბიჭებო.ამ გოგონას და ბიჭს ვერ ვცნობ და თუ გამაცნობთ კარგს იზამთ.
-ამას ნამდვილად არ ველოდი.ანუ ნინი აქ ძველადაც ცხოვრობდა?ნამდვილად ჩახლართული ამბავია.
-კი მე თორნიკე ვარ ის კი ნიკა.ესენი თამთა და თემო არიან.ისინი ამ კორპუსში ცხოვრობენ ოღონდ მე5 სართულზე.
-აჰა,მეზობლებიც ვყოფილვართ. სასიამოვნოა.
-ჩვენთვისაც. -უპასუხეს ერთხმად.
-ახლა შეიძლება ნინი აგარაკზე ჩვენთან ერთად წამოვიდეს? -ვკითხე უცებ რადგან არ მინდოდა კიდე სხვა რამეზე გადართულიყვნენ.
-იცით რა?მგონი შეიძლება.უცნობები სულაც არ ყოფილხართ.თანაც დარწმუნებული ვარ გოგოებს კარგად მიხედავთ.-და უცებ თვალი ჩამიკრა.ეს ქალი ძალიან მომწონს.მივხვდი რომ  რაღაცას ხვდება თუმცა არაფერი შევიმჩნიე.
-ეგ საქმე ჩვენ მოგვანდეთ და არაფრის შეგეშინდეთ.ნინი სანდო ხელშია.-ვთქვი მოულოდნელად.არც ვიცი როგორ გავბედე.
-მაგაში ეჭვი არ მეპარება-თქვა და გული გამითბა.
  სიხარულისგან მე9 ცაზე დავფრინავდი რადგან უკვე მივხვდი ეს 5 დღე რა ჯადოსნურად ჩაივლიდა. თანაც მეტი შანსი მქონდა ნინისთან. ვინ იცის ეგებ სიყვარულშიც გამოვუტყდე?!
___________________________________________
წინ საოცრებები გელოდებათ🤭✨️

სიყვარული სამარადისოდ...Where stories live. Discover now