-იცი?არ ვიცი თავი ასე ძალიან როდის შემაყვარე.მართლა არ ვიცი.ძნელია ბიჭმა თავი მომაწონოს მაგრამ შენ?შენ ეს თვალის დახამხამებაში მოახერხე-მითხრა დიდხნიანი ლოდინის შემდეგ.
-ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტია-ვუთხარი მორცხვად და მივხვდი რომ სულ მთლად გავწითლდი.
-ჰმ...ხელს ხომ არ შეგიშლით რომ შემოვიდე?-იკითხა თამთამ და მივხვდი ეს ამბავი სულაც არ სიამოვნებდა.
-არა,რას ამბობ-უთხრა ნინიმ.
არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა.უკვე ყველა ბავშვი მომზადებულიყო და ჩვენ გველოდებოდნენ.აბანოში შესვლა ნინის დავუთმე და მე ცოტა ხანი დასასვენებლად ჩემს ოთახში ავედი.
ტელეფონს დავხედე და ნინის დედისგან კიდევ ახალი წერილი მივიღერადგან ნინის დედამ იცის,მგონი აჯობებს დედაჩემსაც ვუთხრა. გარედან დამიძახეს ნინი გამოვიდა და მალე შედი რომ დიდი დრო გვქონდესო. მე ეგ სულ არ მადარდებდა ისედაც ღამეს ვათევდით.ნინისთან ლაპარაკი კი ისე ძალიან მომინდა რომ ვერ მოვითმინე და პირდაპირ მისი ოთახისკენ წავედი.დავაკაკუნე და შევედი.შიგნით თამთაც იყო და გოგოები რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.ნინის სახიდან თუ ვიმსჯელებთ მაშინ საქმე ცუდად იყო რადგან ალბათ რომ არ შევსულიყავი ტირილს დაიწყებდა.მიზეზი გაურკვეველი იყო.
-რა ხდება ნინი?-ვკითხე და ცრემლი წამოუვიდა.მალევე მოიწმინდა რომ არ შემემჩნია.
-არაფერი-მითხრა ისეთი ხმით რომ ამის გაგონებას სიკვდილი მერჩია.
-რა ხდება თამთა?-თითქმის ვიყვირე
-ხომ გითხრა,არაფერი არ ხდება.-ადგა და გავიდა.
-ნინი,მე და შენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს!-ვუთხარი მე-მითხარი რა მოხდა
-არ შემიძლია გიორგი.ყოველი ამ გოგოსთან გატარებული წუთი ჯოჯოხეთად მექცა.სულ მლანძღავს და მეუბნება გიორგის თავი დაანებე ის ჩემიაო.რაც აქ ჩამოვედით სულ ასე აკეთებს.გეფიცები მიუხედავად ჩემი ფობიისა,მარტო დაწოლა მირჩევნია ამ გოგოსთან ერთად ყოფნას-მითხრა და ცრემლები სულ ღაპა-ღუპით ჩამოდიოდა.
-ეს აქამდე რატომ არ მითხარი?ამდენი ხანი რატომ ითმინე და ჩემთვის რატომ არაფერი გითქვამს?ეხლავე წამოდი ამ ყველაფერს ბოლო დღესვე უნდა მოვუღოთ.-ისეთი საცოდავი თავლებით მიყურებდა,ამან კიდევ უფრო მეტად შემმატა ძალა.
ოთახიდან გავედით და ყველას დავუძახე რომ ზალაში მოსულიყვნენ.
-ყველა აქ მოდით რაღაც მაქვს სათქმელი.-ვთქვი და ყველა გამოჩნდა.თამთას კი ისეთი ფერი ედო ალბათ მიხვდა კარგი დღე არ ელოდა.
-აბა გისმენთ-თქვა თემომ
ნინიზე ხელი მაქვს ჩაჭიდებული და ეს თითქოს უფრო მაძლიერებს.
-მე და ნინი შეყვარებულები ვართ!ერთმანეთი სამყაროს გვირჩევნია, არც მე მადარდებს სხვა გოგო,და არც მას ადარდებს სხვა ბიჭი.ჩვენი სიყვარული იმაზე ძლიერია ვიდრე თქვენ გგონიათ,ამიტომ არავის მივცემ იმის ნებას რომ მას ოდნავ მაინც აწყენინოს.არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება.მე რაც გავიგე,იმან კი ზოგ-ზოგიერთებზე სულ დამაკარგვინა წარმოდგენა.-ვთქვი და ნინიმ ისევ ვერ შეიკავა ტირილი.-ეხლა სხვას არაფერს ვიტყვი მაგრამ ვფიცავ კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და ვერავინ გადამირჩება!
-როგორი შემთხვევა?რა გამოცანებით გვესაუბრები?-თქვა თემომ.
-მოდი ეგ შენს უსაყვარლეს დას ჰკითხე- თამთას ცრემლები წამოცვივდა და ოთახისკენ გაიქცა.-რაც შეეხება ოთახს,მე და ნინი დღეიდან ერთ ოთახში ვიქნებით. იმედია ყველამ ყველაფერი გაიგეთ.
-კი,გავიგეთ ძმაო-თქვა ნიკამ
მე და ნინი ჩემი ოთახისკენ წავედით,თემო კი თამთასკენ წავიდა.
-იცი?ეხლა კიდევ უფრო მეტად შემიყვარდი.-მითხრა ნინიმ,რომელსაც ჯერ კიდევ ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
-ასეც უნდა იყოს...ხელს ვერავინ გახლებს ჩემო ფერია.-პასუხად გამიღიმა.ეს თავბრუდამხვევი ღიმილი უკვე ჩემი გახდა.ეს ერთადერთი სასიამოვნო თავბრუსხვევაა რომელიც მინდა ყოველ წამს მქონდეს.
-გავიგე დედაშენისთვის ჩვენზე გითქვია-სიჩუმე დავარღვიე.
-ჰო,არასწორად მოვიქეცი?
-არა პირიქით.კარგი გიქნია,მეც მივწერ დედაჩემს რომ იცოდეს, მაინც.მე გავალ შენს ნივთებს გამოგიტან და ახლავე დავბრუნდები, შენ იმ ოთახში აღარ დაბრუნდები!
-კარგი მაშინ აქ დაგელოდები.
თამთას ოთახში შევედი.თემო და ის ლაპარაკობდნენ.მე უცებ მოვხვიე ნინის ნივთებს ხელი და წამოვედი. გზაში თემო დამეწია და ნინის გამო,მისი დის მაგივრად ბოდიში მომიხადა.ვუთხარი არაუშავსთქო და წამოვედი.არავის ნახვა არ მინდოდა ნინის გარდა.ნივთები მივუტანე და რომ შევედი ჩემი ოთახი ისე დაწკრიალებული დამხვდა რომ რავი. ასე უცებ როგორ მოახერხა არ ვიცი. ეგრევე გამომართვა ნივთები და კარადაში ჩააწყო.მე ჩემი ნივთები ავიღე და აბაზანაში წავედი.გავიგე შხაპის მიღება ამშვიდებსო. ეს კი სწორედ ის იყო,რაც ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
იქიდან გამოსულს ნინი ოთახში არ დამხვდა.უკვე ზალაში გასულიყო და ღამისთევისთვის მზადებაში ეხმარებოდა ბიჭებს.დაბლა ლეიბები დაულაგებიათ რომ რბილად ვყოფილიყავით,პოპკორნი გაუკეთებიათ,ჩიფსები თასებში ჩაუყრიათ,წვენები მაცივრიდან გამოუტანიათ,ნინი კი ცივ ყავას გვიკეთებდა.სამზარეულოში შევედი და შუბლზე ვაკოცე.ყველაზე დიდებული გრძნობა იყო რაც კი ოდესმე მიგვრძნია. მალე გააკეთა და წაღებაში დახმარება მთხოვა. მივიტანეთ,ფილმი ავარჩიეთ და ყურება დავიწყეთ.ნინი რათქმა უნდა ჩემს გვერდზე იჯდა,ხოლო რაც შეეხება თამთას საერთოდ არ შემოუხედავს ჩემთვის. ფილმი მე დიდად არ მომეწონა,მაგრამ სხვებს ძალიან მოეწონათ.აღფრთოვანება ვერც ნინის შევატყვე სახეზე.და მართალიც ვიყავი.მისთვის ეს ფილმი უინტერესო რომ არ ყოფილიყო 40 წუთში ჩემს მკლავზე გათიშულს არ ეძინებოდა.მეც ბავშვებს ბოდიში მოვუხადე,ნინი ავიყვანე და ჩემს ლოგინში ჩავაწვინე.რადგანაც მას მარტო ყოფნის შიში ჰქონდა ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა თუ გვერდზე მივუწვებოდი და ასეც მოვიქეცი.ეს ღამე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.ვიწექი ადამიანთან რომელთანაც მთელი ჩემი მომავალი დავგეგმე,რომელთანაც მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება მსურს და რომლის გულის ფეთქვა ჩემსას ისე ემთხვეოდა,ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ეს ორი გული ერთმანეთისთვის ძგერდა.
___________________________________________
იმედია მოგწონთ♥️მოიწონეთ და ახალიც მალე იქნება🔥
YOU ARE READING
სიყვარული სამარადისოდ...
Romanceეს ამბავი ეხება 15 წლის ნინის და გიორგის, რომლებმაც ურთიერთობა სიძულვილით დაიწყეს და სიყვარულით გააგრძელეს...