თავი 11

20 5 1
                                    

*გიო*
  გუშინდელმა დღემ შესანიშნავად ჩაიარა.ნინისთან საკმაოდ დიდი დრო გავატარე.
  ამ დილით ტელეფონი ჩავრთე და...

ასე ვფიქრობ,ეს ქალი ყველაფერს ხვდება

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ასე ვფიქრობ,ეს ქალი ყველაფერს ხვდება.ან იქნებ ნინი ეუბნება რამეს. მოკლედ არ ვიცი რა ხდება მაგრამ ეს ქალი რომ უკვე შემიყვარდა მაგას კი მივხვდი.
  ამ დილით ისე ციოდა რომ გოგოებმა თქვეს
-მოდი ბიჭები მაღაზიაში წადით და რასაც გეტყვით ის იყიდეთ.ჩვენ კი ბლინებს და ცხელ შოკოლადს გავაკეთებთ.თან გავთბებით.
-ოთხი ბიჭი ამ საქმეს არ დასჭირდება. მოდი გიო შენ გოგოებთან დარჩი-თქვა თემომ.იმდენს იზამს რომ ბოლოს ნინის ჩემს მაგივრად ეტყვის გიორგის მოწონხარო(უკვე თუ არ აქვს ნათქვამი).
  მოკლედ დავრჩი. გოგოებმა ფუსფუსი დაიწყეს სამზარეულოში და ბლინების გაკეთებას შეუდგნენ. გააკეთეს კიდეც.ისეთი გემრიელი რომ გასინჯვა არ მეყო. ამასობაში ბიჭებიც მოვიდნენ და ცხელი შოკოლადიც გაგვიკეთეს.ისე გემრიელად ვისაუზმე ჯერ რომ არ მისაუზმია,სხვების არ ვიცი.
  საუზმობას მოვრჩით და ახლა რამე უნდა მოგვეფიქრებინა რომ დრო გაგვეყვანა.ფილმის ყურება უკვე ძალიან,ძალიან მოგვბეზრდა. გადავწყვიტეთ ეზოში ჩავსულიყავით და რამე გვეთამაშა.კალათბურთის მოედანი მაქ მაგრამ თამაში ნიკას გარდა არავინ ისურვა.საბოლოოდ ფრენბურთი გადავწყვიტეთ.მე,ნინი და ნიკა ერთად ვიყავით,თემო,თამთა და ერეკლე ერთად.თამაშისას 2 ბიჭმა ჩამოიარა და გვითხრა შეიძლება თქვენთან ერთად ვითამაშოთო? ცოტა ვიყავით თან თამაში ძალიან უნდოდათ ასე რომ დავიმატეთ. ერთს საბა ერქვა მეორეს ლუკა და ორივე ჩვენი ტოლები იყვნენ.ლუკა ჩვენ დავიმატეთ საბა კი მეორე გუნდმა და დავიწყეთ თამაში.რა თქმა უნდა ახლაც ჩვენ ვიგებთ და ამ დროს საბას ნასროლი ბურთი ისევ ნინის მოხვდა თავში.ისე გავმწარდი მინდოდა მომეკლა.ნინიმ ტირილი დაიწყო ის საბა კი სიცილით გაიგუდა. ეგრევე გავაღე კარები და გარეთ გავუძახე.ისე გაკვირვებულები მიყურებდნენ რომ ცოტა მეუხერხულა,მაგრამ იმ მომენტში ნინის ცრემლმა ძალა შემმატა რომ მეჩხუბა. ამ ამბით ნერვებმოშლილმა ყველას შიგნით შესვლა შევთავაზე.ნინის ისე ძალიან ჰქონდა ბურთი შუბლში მორტყმული რომ ძლივს დგებოდა.მოკლედ ყველაფერი ამ გოგოს ემართება. მისაღებში ტახტზე დავაწვინე და მეც თავთან დავუჯექი.
-ძალიან გტკივა?-ვკითხე გაბედულად
-უკეთესად ვარ-მითხრა ძლივს
-გინდა ყინულები მოგიტანო?
-არ მინდა შეგაწუხო-დუმილის შემდეგ ამოილუღლუღა
-კარგი რა,გგონია მაწუხებ?-არაფერი არ უთქვია,მაგრამ მე ის სათუთი ღიმილი მირჩევნოდა მან რომ მაჩუქა. ეგრევე ავდექი და ყინულის მოსატანად წავედი.ნაჭერში გახვეული ყინულები შუბლზე ჩემი ხელით დავადე.ვცდილობდი ისე დამედო რომ ხელი მის შუბლზე ოდნავ მაინც მიმედო.გამომივიდა კიდეც.მაგრამ უკეთესიც მოხდა.ხელი აიღო და ხელზე დამადო.თან მითხრა
-მადლობა რომ ასე ზრუნავ ჩემზე. საუკეთესო მეგობარი ხარ.
-მადლობა საჭირო არ არის.მიხარია რომ შემიძლია რამით ის პირველი დანაშაული გამოვასწორო.
-არ გრცხვენია?იმის მერე იმდენი ხანი გავიდა...აღარც მახსოვდა. ჩათვალე მაშინვე გაპატიე.
მეც გავუღიმე რადგან ვერაფერი მოვიფიქრე რომ მეთქვა.
ამ დროს თემო შემოვიდა
-უი,მგონი ცუდ დროს გაწუხებთ გვრიტებო.
ხმა ვერ გავიღეთ ვერც მე და ვერც ნინიმ. ამ თემოს გამოწვეულმა უხერხულმა დუმილებმა უკვე ტვინი წაიღო.თემოსთან სალაპარაკო მაქვს. თემო გავიდა და ისევ მარტო დავრჩით.
-შეიძლება რაღაც გკითხო?-მითხრა და გული ამიჩქარდა.
-კი,როგორ არა
-ნიკამ რაც მითხრა სიმართლეა?
-რა გითხრა ნიკამ?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე მეც.
-მითხრა რომ გიოს მოწონხარო- მითხრა და გაწითლდა.
-მგონი სიმართლეა.-არც მე ვიცი როგორ გავბედე.
-ანუ...შენ...მე.....
-კი,ნინი მე შენ ძალიან მომწონხარ. მაშინვე მომეწონე როგორც კი ფეხი ჩვენს კლასში შემოდგი.იქიდან მოყოლებული მთელი ღამეები შენზე ვფიქრობ-უკვე ვეღარ ვჩერდები-არ ვიცი შენი პასუხი რა იქნება.შეიძლება შენ ვერ მიტან,არც იმას გამოვრიცხავ რომ შენც მოგწონდე,მაგრამ რაც არ უნდა მითხრა,რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ მე შენ მიყვარხარ.-ძლივს დავამთავრე ჩემი სათქმელი,გავხედე ნინის და თვალები სულ ცრემლით ჰქონდა სავსე.
-გიოო...გაგიჟდი?რას ქვია არ მომწონხარ და მითუმეტეს ვერ გიტან?ძალიან მიყვარხარ.მეც პირველივე დღეს დაგადგი თვალი და აგირჩიე შენ ამდენ ბიჭში,რადგან შენში ისეთი რაღაც დავინახე,ჯერ რომ არცერთ ბიჭში დამინახია.მეც მიყვარხარ და მიუხედავად ჩვენი ურთიერთობის დასაწყისისა, მეც სულ შენზე ვფიქრობ,სულ შენ მესიზმრები და სულ ვეძებ მიზეზს რომ შენთან ახლოს ვიყო.-მითხრა და თვალებიდან ცრემლები უკვე ღაპა-ღუპით მოსდიოდა.
ავდექი და გულში ისე მაგრად ჩავიკარი,მთელი არსებით შევიგრძენი. ისეთი ფაქიზი,ლამაზი და სურნელოვანი იყო რომ უფრო მეტად შემიყვარდა.
-მიყვარხარ!-ძლივს ამოილუღლუღა.
-მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა-ვუთხარი მეც და ვიგრძენი ამ წამს ჩემზე ბედნიერი მსოფლიოში კაცი არ დადიოდა და არც ის მადარდებდა ყველა ბავშვი ჩვენ რომ გვიყურებდა...
___________________________________________
იმედია მოგეწონათ!♥️

სიყვარული სამარადისოდ...Where stories live. Discover now