-3- უთქმელი სიყვარული

129 16 7
                                    

კლუბი

ჯონქუქი - აბა! რას შვებით?

ჯიმინი - ოჰ! გვიკადრე ბატონო ჯეონ?!

თეჰიონი - სად დაიკარგე?

ჯონქუქი - ქორწილის საქმეები და რამე.

თეჰიონი - დაელაპარაკე? (სერიოზული ტონით ჰკითხა).

ჯონქუქი - ვის?

თეჰიონი - მამაშენს ჯონქუქ!

ჯონქუქი - რაზე უნდა მელაპარაკა?

თეჰიონი - სერიოზულად?

ჯონქუქი (სიცილი დაიწყო) - კარგი კარგი რომეო... დამშვიდდი.

თეჰიონი - ანუ დაელაპარაკე?

ჯონქუქი - არ დამჭირდა და ღვინო მოიყუდა.

თეჰიონი - ეგ რას ნიშნავს?

ჯონქუქი - ბატონი მუნი ყოფილა მამასთან და ჩემი გასაკეთებელი მან გააკეთა.

თეჰიონი - ანუ?

ჯონქუქი - მას უთქვამს ჩემს უფროს ქალიშვილზე არა, მაგრამ ნომერ მე-3-ს გამოგაყოლებთო და სიცილი დაიყო.

თეჰიონი - რაა?

ჯონქუქი - ხო ხო... ახლა შეგიძლია მშვიდად იყო რომეო. შენს ჯულიეტას ცოლად არ შევირთავ.

ნამჯუნი - მუნმა უარი რატომ თქვა?

ჯონქუქი - მის უფროს ქალიშვილს არ უნდა თურმე ჩემზე დაქორწინება და ვერ დავაძალებო.

თეჰიონი - ჩემი ბელი... არა და მეგონა არ მოუსმენდა.

ჯონქუქი - როგორ ჩანს მოუსმინა შენს ბელს და ისევ ღვინო მოიყუდა.

ჯიმინი - ანუ სომინი არ მოგყავს ცოლად... და ნომერი 3 ვინაა? შენ თუ იცნობ?

ჯონქუქი (გაიღიმა) - მარტო მე კი არა, მთელი მაფია იცნობს.

თეჰიონი - მუნის ქალიშვილებს ისედაც ყველა იცნობს ჯონქუქ.

ჯონქუქი - შეიძლება, მაგრამ ნომერი 3 განსაკუთრებულია.

თეჰიონი - მართლა? და რა ჰქვია ნომერ 3-ს?

Union of Two Clans - ორი კლანის კავშირი (წერის პროცესში)Where stories live. Discover now