ჯონქუქი pov.:
რუსებთან შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა. ამის შემდეგ კი სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ჯიმინმა დამირეკა და მათთან წავედი. ბიჭებმა ყველაფერი მოაგვარეს და საქონელიც დაიბრუნეს. ხო ვუთხარი ჩემს პატარ ქალბატონს, რომ არ უნდა ენერვიულა. ყველაფერი მოგვარდა. რუსებიც და საქონელიც ჩვენია.
ახლა სახლში მივდივარ, რადგან მინდა ჩვენი წარმატების შესახებ ვახარო ჩემს პატარა ქალბატონს. ვიცი გამიბრაზდება, რომ სარდაფში ჩავკეტე, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა. ახლა გამოსული, რომ დამხვდეს არ გამიკვირდება.
სახლის კარები შევაღე და მოსამსახურემ მითხრა, რომ ჩემი პატარა ქალბატონი ისევ სარდაფში იყო. მეც მაშინვე იქ მივედი. კარები გავაღე და თან ვსაუბრობდი. არ გაბრაზდე, ყველაფერი კარგად დასრულდათქო, მაგრამ როგორც კი დავინახე ადგილზე გავიყინე.
თვალები ჩასიებული ჰქონდა, როგორც ჩანს იტირა. ქვედაკაბა კი სისხლიანი ჰქონდა. მასთან მისვლას ვაპირებდი, მაგრამ გამაჩერა.
ელეონორა - არც კი გაბედო მოახლოება! (ჩახლეჩილი ხმით უთხრა).
ჯონქუქი - ჩე-მო.... ჩემო პატ.....
ელეონორა - არ გაბედო!!! შენ პრივილეგია აღარ გაქვს!
ელეონორა სარდაფიდან გავიდა. ცდილობდა არ დაცემულიყო და კედლებს ეყრდნობოდა. როგორც კი მისაღებში აღმოჩნდა, მაშინვე დაცვის წევრებს უხმო და ყველა მოსამსახურის მოყვანა ბრძანა.
თითოეული მათგანი, მის წინ, მუხლებზე დამხობილები ელოდნენ განაჩენს.
ელეონორა - გაბედეთ და არ დამემორჩილეთ! გაბედეთ და ჩემი ბრძანება არ შეასრულეთ! (ერთ-ერთ მათგანთან დაიხარა) როცა დედოფალი ბრძანებს, რომ კარები უნდა გააღოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარები უნდა გააღოთ. როგორც ჩანს ლმობიერება არ უნდა გამომეჩინა. თუმცა არაუშავს, გამოვასწორებ. (ფეხზე წამოდგა) ყველა მოკალით! მათი გვამები კი დაწვით. ზედმეტი თავის ტკივილი არ მჭირდება! და სახლიდან გადის.
YOU ARE READING
Union of Two Clans - ორი კლანის კავშირი (წერის პროცესში)
Romance- ,,ეკალო", ხომ არ იცი რა სჭირს ,,წუწუნა ვარდს"? - შეყვარებულია. - და სიყვარული ასეთი მწარეა? - როცა ცალმხრივია, უფრო უარესია. იმედია მოგეწონებათ ☺️❤️🏴 ვუძღვნი იმ ადამიანს, რომელმაც "მაიძულა", რომ წერა გამეგრძელებენია. ადამიანს, რომელსაც პირადად არ...