ქორწილის დღე
ავტორი pov.:
გრანდიოზული დარბაზი მოლოდინით ზუზუნებდა, როცა პატივცემული სტუმრები, ძლევამოსილი კლანების ხელმძღვანელები მთელი მსოფლიოდან, შეიკრიბნენ ისტორიული მომენტის - მაფიის სამყაროში ორი ყველაზე გავლენიანი ოჯახის გაერთიანების სანახავად. ჰაერი მღელვარებისაგან აივსო, რადგან ყველა ელოდა მომავალი მეფისა და დედოფლის შემოსვლას.
ბატონი მუნი მის ქალიშვილებთან წავიდა. კარებზე კაკუნის შემდეგ ოთახში შევიდა და თეთრ კაბაში გამოწყობილი ელეონორა დაინახა.
ბატონი მუნი - ძალიან ლამაზ...
ელეონორა - ვიცი! (ცივად მიუგო).
ბატონი მუნი - დარწმუნებუ...
ელეონორა - დიახ!
ბატონი მუნი - შენი დები სად არიან?
ელეონორა - წესით უკვე დარბაზში უნდა იყვნენ.
ბატონი მუნი - მათ...
ელეონორა - ველაპარაკე და თუ შეიძლება სწრაფად წავიდეთ.
ბატონი მუნი - ჩემო პატარა გოგონა (უნდოდა მის სახეს შეხებოდა, მაგრამ მან თავი გასწია).
ელეონორა - წავიდეთ!
ბატონი მუნი - ასეთი სახე ნუ გაქვს! დღეს შენი ქორწილია.
ელეონორა - პირველი - მე სულ ასეთი სახე მაქვს და მეორე - ვიცი, რომ ჩემი ქორწილია.
ბატონი მუნი - შეგიძლია უარი თქვა.
ელეონორა - რატომ? (თვალი-თვალში გაუყარა) რისი გეშინიათ ბატონო მუნ?
ბატონი მუნი - ელეონორა....
ელეონორა - თქვენთვის ,,პატარა ქალბატონი" ბატონო მუნ!
ბატონი მუნი - რაა?
ელეონორა - თქვენ პრივილეგია დაკარგეთ, ამიტომ ახ..... (მუნმა ყელზე მოუჭირა).
ბატონი მუნი - შენ ჩემგან თავს ვერ დააღწევ გესმის! შენ მე მეკუთვნი! (ელეონორას უკვე ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, თუმცა არ ეწინააღმდეგებოდა. თითქოს უნდოდა, რომ ეს გაეკეთებინა და სამუდამოდ დაეტოვებინა ეს სამყარო). სადაც არ უნდა წახვიდე, შენ მაინც ჩემი პატარა გოგონა იქნები! შენი ერთადერთი მამიკო კი მხოლოდ მე ვარ! გასაგებია? (ხმას არ იღებდა. მუნმა, რომ გახედა მიხვდა, რომ ასე მოკლავდა და ხელი გაუშვა. ელეონორა მიწაზე დაეცა, ის კი მასთან დაიხარა). მაპატიე საყვარელო.... მამიკოს ეს არ უნდოდა, უბრალოდ ცოტა გაბრაზდა. იმის მერე რაც დედიკოს დამართე.... ამას ვერ ვივიწყებ.... იცი, შენ მას ძალიან გავხარ.... (მისი სახე ხელებში მოიქცია). შენ ჩემი ხარ და ვერავინ ვერ შეგეხება ჩემს მეტი. ამის უფლებას არავის მივცემ პატარავ (შუბლზე აკოცა და წამოდგა). ახლა თავი მოიწესრიგე, მე გარეთ დაგელოდები და იქაურობა დატოვა.
YOU ARE READING
Union of Two Clans - ორი კლანის კავშირი (წერის პროცესში)
Romance- ,,ეკალო", ხომ არ იცი რა სჭირს ,,წუწუნა ვარდს"? - შეყვარებულია. - და სიყვარული ასეთი მწარეა? - როცა ცალმხრივია, უფრო უარესია. იმედია მოგეწონებათ ☺️❤️🏴 ვუძღვნი იმ ადამიანს, რომელმაც "მაიძულა", რომ წერა გამეგრძელებენია. ადამიანს, რომელსაც პირადად არ...