ელეონორა pov.:
როგორც კი ბატონ კიმთან საუბარს მოვრჩი ტელეფონი გადავდე და ჩავფიქრდი. შემდეგ კი პატარებს გავხედე. ისე გემრიელად მიირთმევდნენ სულ, რომ არ მშიებოდა, მათი შემყურე ჭამა მომინდებოდა (გაიღიმა). რა სწრაფად გადის დრო.... მალე ჰიორი სკოლას დაამთავრებს და მას ჯიაც მიჰყვება.... ნეტავ როდის შევძლებ მათთვის სიმართლის თქმას?!... საერთოდ შევძლებ კი?!.... ეს ტვირთი...... ნეტავ საერთოდ გაქრება?!..... (ჯისუს გახედა) ნეტავ შენ რა გჭირს პატარა გოგონავ?!..... რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს პასუხი ვიცი კიდეც?!......
- ჰიორი! ჯია! არ გინდათ ქალბატონ ლუსთან წახვიდეთ და ფუნთუშები მოგვიტანოთ?
ჰიორი - მე წავალ! და მთელი სიჩქარით გავარდა.
ჯია - მეც მინდა! და ისიც უკან დაედევნა.
ელეონორა (ჯისუს შეხედა) - კარგად ხარ?
ჯისუ - კი კი..... (თავი დახარა და ჭამა გააგრძელა).
ელეონორა - იცი, მე.... დედაშენს ვიცნობდი ჯისუ.... არაჩვეულებრივი ქალი იყო. მას ძალიან გავხ..... (ჯისუს შეხედა და საუბარი შეწყვიტა.... ის ტიროდა) ჯისუ.......
ჯისუ - ბოდიში ბოდიში... (ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და გაიქცა).
ელეონორა - ჯისუ......... (დაცვის წევრებს მიუბრუნდა) პატარებთან დარჩით! და ჯისუსაკენ გაემართა.
როცა დაეწია დაინახა სკამზე როგორ იჯდა და ტიროდა. თავიდან მის გვერდით დაჯდა და ხმა არ ამოუღია, თუმცა შემდეგ ვერ მოითმინა და ჩაეხუტა.
ჯისუ - ბოდიში მე........ მე უბრალოდ.....
ელეონორა - ყველაფერი კარგადაა საყვარელო.
ჯისუ - მენატრება....... (ცრემლებს ვერ იკავებდა)... დედა მენატრება.....
ელეონორა - ვიცი..... ვიცი, რომ გენატრება საყვარელო (თავზე ეამბორა)....
ელეონორა ახლა ხვდებოდა იმ გრძნობას, რასაც ჯისუ გრძნობდა.... ეს მონატრება იყო.... ორივეს დედა ენატრებათ.... დედა, რომელიც ამ სასტიკმა სისტემამ წაართვათ....
YOU ARE READING
Union of Two Clans - ორი კლანის კავშირი (წერის პროცესში)
Romance- ,,ეკალო", ხომ არ იცი რა სჭირს ,,წუწუნა ვარდს"? - შეყვარებულია. - და სიყვარული ასეთი მწარეა? - როცა ცალმხრივია, უფრო უარესია. იმედია მოგეწონებათ ☺️❤️🏴 ვუძღვნი იმ ადამიანს, რომელმაც "მაიძულა", რომ წერა გამეგრძელებენია. ადამიანს, რომელსაც პირადად არ...