2 კვირის შემდეგ
ავტორი pov.:
ამ დღეების განმავლობაში ისეთი არაფერი არ მომხდარა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მაფიის ბოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩამოდიოდნენ რათა საკუთარი თვალით ენახათ ,,პატარა ქალბატონი". ზოგმა თქვა, რომ უკვდავი არის და ამიტომაც არ მოსდისო არაფერი. ზოგმა კატასავით 9 სიცოცხლე აქვსო და ა.შ.
ამის ფონზე, იუნგი და ელეონორა ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისაგან მაინც დისტანცია დაეცვათ. ახლა ისინი ერთად იყვნენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო რჩებოდნენ. ელეონორა მუნების სახლში დაბრუნდა, ჰიორისთან და ჯიასთან ერთად. ბატონი მუნიც იქ ცხოვრობს, უბრალოდ რამდენიმე დღით იქ არ იქნება, საქმეების გამო ქალაქიდან მოუწია გასვლა.
ამ პერიოდში კი ელეონორამ სიმართლე გაიგო. ნამჯუნმა მას ყველაფერი უამბო და როდესაც მუნი სახლში დაბრუნდება მისი დასაფლავების დროც მოვა.
ახლა მუნების სახლში სიმშვიდეა.... თუმცა სიმშვიდეს კარებზე არსებული ზარის ხმა არღვევს. კარებს ქალბატონი კანგი აღებს.
ქალბატონი კანგი (ერთ-ერთი დამხმარე. ელეონორა მას ასე მიმართავს. სხვები უბრალოდ ჰესუს ეძახიან) - დედოფალო! (თავი დახარა) მობრძანდით.
,,დედოფალი" - გამარჯობა ჰესუ, მამა სახლში?
ჰესუ - არა დედოფალო. რამდენიმე დღით ქალაქიდან არის გასული.
,,დედოფალი" (გადმოსაცმელი გაუწოდა) - სხვები?
ჰესუ - ჯია ახლახანს წავიდა, ჰიორი კი მისი მეგობრის სახლშია.
,,დედოფალი" - გასაგებია..... და ელეონორა?
ჰესუ - ის ბაღშია დედოფალო. ახლავე დავუძახებ.
,,დედოფალი" - იყავი, მე თვითონ მივალ და ბაღისაკენ გაემართა.
ელეონორა სკამზე იჯდა და საბუთებს კითხულობდა. ირგვლივ უამრავი ქაღალდი ეწყო. თან ლეპტოპში ამოწმებდა რაღაცეებს. სომინის მიახლოება ვერ შენიშნა და თავის საქმეს მშვიდად განაგრძობდა. სომინმა რამდენჯერმე ჩაახველა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ბოლოს კი ელეონორას წინ მდგარ სავარძელში მოთავსდა.
YOU ARE READING
Union of Two Clans - ორი კლანის კავშირი (წერის პროცესში)
Romance- ,,ეკალო", ხომ არ იცი რა სჭირს ,,წუწუნა ვარდს"? - შეყვარებულია. - და სიყვარული ასეთი მწარეა? - როცა ცალმხრივია, უფრო უარესია. იმედია მოგეწონებათ ☺️❤️🏴 ვუძღვნი იმ ადამიანს, რომელმაც "მაიძულა", რომ წერა გამეგრძელებენია. ადამიანს, რომელსაც პირადად არ...