-13.1- გატაცება

71 11 1
                                    

მეფე-დედოფლის სახლი, დილის 4 საათი

ვიღაც კარებს ისე ურტყამს, სადაცაა ჩამოვარდება. მოსამსახურე სასწრაფოდ მიდის კარებთან და გაოცებას ვერ მალავს.

მოსამსახურე - ბატონო კიმ! აქ რა აკეთებთ? თან ასეთ დროს?

ბატონი კიმ სოკჯინი (სახლში შევიდა) - ქალბატონო ლი, შეგიძლიათ დედოფალს დაუძახოთ? სასწრაფოდ უნდა ვესაუბრო!

,,დედოფალი" - გისმენთ ბატონო კიმ! (გაისმა ზედა სართულიდან).

ბატონი კიმ სოკჯინი - დედოფალო! ბოდიში, რომ გაგაღვიძეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს!

,,დედოფალი" (მისაღებში, ჯინის პირდაპირ დაჯდა) - შეგიძლიათ წახვიდეთ ქალბატონო ლი და მოსამსახურეც გავიდა. იმედია მართლა მნიშვნელოვანი საქმეა, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, ბატონო კიმ!

ბატონი კიმ სოკჯინი (ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა) - მე...... მე სურვილის გამო მოვედი.

,,დედოფალი" - სურვილის?????... და ეგ სურვილი დილამდე ვერ მოიცდიდა?

ამასობაში ელეონორას გვერდით ჯონქუქი დაჯდა.

სოკჯინი - ჯონქუქ!

ჯონქუქი - იმედია, მართლა მნიშვნელოვანი სურვილია, თორემ შენს მოკვლას ვერავინ ვერ დამასწრებს ჰიონ.... (თავი ელეონორას მხარზე დაასვენა).

სოკჯინი - მნიშვნელოვანია, თანაც ძალიან! მე...... მე.......

ჯონქუქი - მორჩი?!

სოკჯინი - მე ლილი მიყვარს!

....................სრული სიჩუმე...................

ჯონქუქი (სახელის გაგონებაზე თავი წამოყო) - ლილი?? ეგ ვინაა?

,,პატარა ქალბატონი" - ,,წუწუნა ვარდის" სახელია.

ჯონქუქი - აააა...

,,დედოფალი" (ჯინს შეხედა) - სახლი აგერიათ ბატონო კიმ (ნამძინარევი ხმით უთხრა). ლილი სასტუმ....

ბატონი კიმ სოკჯინი - ვიცი, უბრალოდ ჩემი სურვილია, რომ...... რომ ჩვენს ურთიერთობაში არავინ არ ჩაერიოს.

Union of Two Clans - ორი კლანის კავშირი (წერის პროცესში)Where stories live. Discover now