2 კვირის შემდეგ
იუნგი pov.:
დავიღალე... უშენობამ დამღალა ჩემო ქალბატონო (ელეონორას საფლავს უყურებდა და ესაუბრებოდა)..... შენთან მინდა (ცრემლები წამოუვიდა)..... დამელოდე... მალე შენთან ვიქნები.... ახლა კომპანიაში უნდა წავიდე, რომ ჩემი წასვლის შესახებ განვაცხადო. იქ მხოლოდ შენ მაკავებდი, ახლა კი შენ იქ აღარ ხარ. ვიცი, რომ მარტივად ვერ წამოვალ, მაგრამ დასაკარგიც არაფერი მაქვს.... მე მხოლოდ შენი დაკარგვის მეშინოდა.... ახლა კი აღარაფრის მეშინია....
სასაფლაოდან პირდაპირ კომპანიაში მივედი. მისვლის შემდეგ, კრებაზე განვაცხადე, რომ წასვლა მინდოდა. ყველა უარზე იყო. არც ველოდი, რომ სიხარულით შეხვდებოდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ჩემი სათქმელი ვთქვი. მე აქ აღარაფერი დამრჩენია.
კომპანიიდან გავდიოდი, როდესაც დავინახე ვიღაც პატარა ბიჭი. ასე 15-16 წლის იქნებოდა. დაცვა აკავებდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. როდესაც სახლში დავბრუნდი, ეზოს კარებთან ბიჭი იდგა. ალბათ იგივე ასაკის რამდენისაც ის ბიჭი, კომპანიასთან, რომ იყო. მან დამიძახა, მაგრამ დაცვამ უთხრა, რომ მოწყალებას არ გავცემდი. ვიფიქრე, რომ მათხოვრობდა და სახლში შევდიოდი, როდესაც მთელ ხმაზე დაიყვირა: ,,პატარა ქალბატონს" სჭირდებით ბატონო მინ!
ამ სიტყვების გაგონებაზე გავშეშდი.... ვაანალიზებდი მის ნათქვამს..... იმ ბიჭისაკენ მივბრუნდი. ის.... პირდაპირ მას მივვარდი და დაცვა მოვაშორე.
- რა თქვი?
? - ,,პატარა ქალბატონს" სჭირდებით ბატონო მინ! (ბიჭმა ხმამაღლა გაიმეორა).
ბატონი მინი - ვინ ხარ? ,,პატარა ქალბატონზე" რა იცი?
? - მე სეო იუნჰო ვარ! აქ ,,პატარა ქალბატონმა" გამომგზავნდა! (თამამად განაცხადა ბიჭმა) სასწრაფოდ უნდა წავიდეთ ბატონო მინ!
ბატონი მინი - მან........... ის..............
იუნჰო - უნდა წავიდეთ!
YOU ARE READING
Union of Two Clans - ორი კლანის კავშირი (წერის პროცესში)
Romans- ,,ეკალო", ხომ არ იცი რა სჭირს ,,წუწუნა ვარდს"? - შეყვარებულია. - და სიყვარული ასეთი მწარეა? - როცა ცალმხრივია, უფრო უარესია. იმედია მოგეწონებათ ☺️❤️🏴 ვუძღვნი იმ ადამიანს, რომელმაც "მაიძულა", რომ წერა გამეგრძელებენია. ადამიანს, რომელსაც პირადად არ...