-2- მოლაპარაკება

104 12 1
                                    

რამდენიმე საათით ადრე

ბატონი ჯეონი (,,ჯეონების სინდიკატის" მმართველი) - გამარჯობა მუნ! აბა, რა ხდება? მითხარი მნიშვნელოვანიაო და მეც მოვედი.

ბატონი მუნი - ჯეონ! ქორწილზე უნდა დავილაპარაკოთ.

ბატონი ჯეონი - ქორწილზე? მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ მუნ!

ბატონი მუნი - ჩემს უფროსს ქალიშვილს, შენს ვაჟზე დაქორწინება არ უნდა.

ბატონი ჯეონი - რას ნიშნავს არ უნდა? დამცინი მუნ?

ბატონი მუნი - არც მიფიქრია. მას ჯონქუქზე დაქორწინება არ უნდა და არც მე დავაძალებ.

ბატონი ჯეონი (სიცილი აუტყდა) - კარგი ხუმრობა იყო. ლამის დავიჯერე კიდეც მუნ. ჰა ჰა ჰა ჰა.....

ბატონი მუნი - ჯეონ არ ვხუმრონ!

ბატონი ჯეონი (სიცილი შეწყვიტა) - მართლა? ანუ ჩვენს შეთანხმებას არღვევ მუნ?

ბატონი მუნი - არა! შეთანხმება გვაქვა, რომ ჩემი ქალიშვილი, შენს ვაჟს გაჰყვება ცოლად. მაგრამ მე 5 ქალიშვილი მყავს. რადგან პირველ ქალიშვილს არ უნდა, არ ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შედგება.

ბატონი ჯეონი - რას მთავაზობ? (სკამის საზურგეს მიეყრდნო).

ბატონი მუნი - შენი ვაჟი და ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი დაქორწინდება და შეთანხმებაც შესრულდება.

ბატონი ჯეონი - რომელი ქალიშვილი?

ბატონი მუნი (ყოყმანობდა) - .......

ბატონი ჯეონი - მუნ! ენა გადაყლაპე?

ბატონი მუნი - ელეონორა.

ბატონი ჯეონი - ელეონორა? (გაოცებას ვერ მალავდა) გინდა ჯონქუქმა ელეონორაზე იქორწინოს?

ბატონი მუნი - დიახ! მაგრამ თუ ეს პრობლემაა შეგიძლია უარი მითხრა.

ბატონი ჯეონი - ელეონორა... ელეონორა... ვაღიარებ გამიკვირდა.

ბატონი მუნი - რატომ?

Union of Two Clans - ორი კლანის კავშირი (წერის პროცესში)Where stories live. Discover now