მინ იუნგ სანი ოთახში ბოლთას სცემდა და ელოდებოდა მისი შეშლილი და როდის შევიდოდა მასთან. ყველაფერი გასარკვევი იყო, მამამისთან თამაში არ გამოუვიდოდათ ამიტომ უნდა მოეფიქრებინათ რას იტყოდნენ.
ფანჯარასთან დადგა და ეზოში გადაიხედა, განათებულ ბაღში ლამაზად მოჩანდა ყვავილები. ახლაღა გაახსენდა რომ სახლში ვიღაც იყო ვინც ჯერ კიდევ არ უნახავს. ის ის იყო უნდა გასულიყო ოთახიდან რომ კარებიდან ლისა, სუჯინი და დოკ დენი შემოვიდნენ.- სადმე მიდიხარ ძამიკო? სიცილით უთხრა ლისამ და საწოლზე ჩამოჯდა.
- ვიღაცის სანახავად.
- არ მითხრა რომ იმ სულელ ძაღლთან მიდიოდი. გაიცინა სუჯინმა და ფანჯარასთან დაჯდა.
- ამ ოთახშიც და სახლშიც ვინაა სულელი მგონი ვიცით ყველამ. სრული სერიოზულობით თქვა დოკ დენმა და ჭიქაში ტეკილა დაისხა.
- ნაბიჭვრებო. მოკეტეთ და ყურადღებით მომისმინეათ. თქვენ მე დებილი გგონივართ? ის არ დამვიწყებია რომ გამთიშეთ და მთელი საქმე თქვენ სასიკეთოდ შემოაბრუნეთ, ეს არ გეყოთ და მაგიდასთან სცადეთ ამ თემის გაშლა.
- გაბრაზდი? ტუჩები გაბუტულივით დაპრუწა სუჯინმა და სანს შეხედა, მან კი ვერ მოითმინა და პირდაპირ სახეში გაარტყა, გოგოც ძირს დავარდა.
- შენ რა სულ გამოყლევდი? სუჯინი განრისხდა მაგრამ იქამდე სანამ ფეხზე ადგებოდა სანი შეაჯდა ზედ და ხელი ყელში მოუჭირა მთელი ძალით.
- ენა ჩაიგდე... შენთან ჯერ არ დამიმთავრებია და ეს იცოდე, ექიმს პირობა მიეცი და მას შეასრულებ კიდეც. ხელი გაუშვა და სუჯინიც ჰაერს ხარბად დაეწაფა.
- კარგი რა ძამიკო... მეგონა რაიმე საინტერესოს იზამდი და საბოლოოდ ისევ ექიმი ახსენე?
- ლისა. შუბლზე ხელი მოისვა სანმა და სცადა დამშვიდებულიყო. ჩემო ძვირფასო დაიკო... მოკეტე თორემ ამას მე ვიზამ.
- ის ჩვენი ოჯახის წევრი არა. ის ჩვენი არაფერი არაა. შენ მას ვერ გადაარჩენ, გახსოვს კოდექსის წესი?
YOU ARE READING
წითელი ლოტუსი
Romanceორი განსხვავებული სამყარო ორი განსხვავებული ადამიანი. ლი იუ ბუმი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ექიმია, რომლის მთავარი საქმიანობაც ხალხის გადარჩენაა. მინ იუნგ სანი დღისით კეთილსინდისიერი ახალგაზრდაა ხოლო ღამით მაფიის წევრი რომლის მთავარი საქმიანობაც ს...