დახმარება

33 8 14
                                    

- დღეს რაღაც მოხდა ხომ მართალი ვარ? სანმა მანქანა ჩააქრო და ლის შეხედა, ბიჭი ყველანაირად ცდილობდა დაემალა სიმართლე მაგრამ ეს რთულია მაშინ როცა სიმართლე შიგნიდან გჭამს.

- რა უნდა მომხდარიყო? უბრალოდ სტრესულია ეს ყველაფერი გესმის? ჩემი ცხოვრება დიდ ხნიანი არეულობის შემდეგ როგორც იქნა დავალაგე, შემდეგ კი შენ და შენი ოჯახი გამოჩნდით და ისევ აირია ყველაფერი.

- თაეიუს მთელი საღამო უცნაურად უყურებდი... თითქოს აქამდეც გყავდა ნანახი. ლიმ ნერწყვი გადაყლაპა და ბიჭს თვალი აარიდა.

- ნუ სულელობ, უბრალოდ მე ის გამიკვირდა რომ თმები ჰქონდა შეღებილი.

- კორეაში? სადაც ყველა თმას იღებას, ამბობ რომ თმის შეღებვა გაგიკვირდა.

- რა გინდა? ლის ხმაში გაღიზიანება ჩანდა.

- სიმართლის ცოდნა... შეიძლება ამის არ გჯერა მაგრამ მალე ჩვენ ერთნი გავხდებით და საიდუმლოები აღარ გვინდა.

- მოიცადე შენ რა სერიოზულად გგონია რომ ეს ქორწინება რამეს ნიშნავს ჩემთვის?

- რას ნიშნავს ეგ?

- იმას რომ ეს უბრალოდ ხელმოწერა იქნება, არა შენთან არამედ მამაშენთან... ეს ფურცელი ჩვენ არ გვაკავშირებს, უბრალოდ მაძლევს საშუალებას მამაშენს გადავურჩე.

- ნიშნობა ორ დღეში იქნება, ქორწილზე კი ამის შემდეგ ვისაუბრებთ... ახლა კი შეგიძლია გადახვიდე ჩემი მანქანიდან? სანი ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას... ლიმ კარის გასაღებად ხელი გაწია მაგრამ მოულოდნელად გაახსენდა რომ იუნა დღეს ეუნ ვუსთან რჩებოდა, ესეიგი გამოდის მარტო უნდა დარჩენილიყო... მოგონებები კი რომელიც მან დღეს გამოაღვიძა თაეიუს დანახვისას შიშის ზარს სცემდა.

- რა მოხდა? სანის ხმამ ლი გამოაფხიზლა და ისეთი თვალებით შეხედა სანმა ტკივილი იგრძნო. კარგად ხარ? ხელი ლოყაზე მოკიდა და თავისკენ მიატრიალა.

წითელი ლოტუსიWhere stories live. Discover now