გზა სიმართლისკენ

62 7 36
                                    

რა ხდება სიმართლის გაგების შემდეგ? სული სიმშვიდეს პოულობს? ბევრი ძიების შემდეგ პასუხებს პოულობ? ცხოვრებას აგრძელებ? შურს ძიობ? დეპრესიაში ვარდები? რთულ გადაწყვეტილებას იღებ? ცხოვრება გილაგდება? ცხოვრება თავზე გენგრევა? მოკლედ უამრავი ვარიანტი არსებობს... ყველა ამბობს მწარე სიმართლე საუკეთესოაო მაგრამ ბოლოს ტკივილს ვერ ვუძლებთ, ვნადგურდებით და ხანდახან ვფიქრობთ როგორ შეიძლება ასეთი სასტიკი იყოს ცხოვრება...

დედინაცვალმა ლის ყველაფერი მოუყვა არეუმის შესახებ, ახლა ლიმ იცის რომ დედამისი მარტო არ იყო სიკვდილის წინ, ახლა იცის რომ მისი საუკეთესო მეგობარი მის გვერდით იყო მაგრამ სიმშვიდეს რატომ ვერ პოულობს? რატომ ვერ იპოვნა პასუხები? ყველაზე ცუდი იცით რა არის? ის ახლა მისაღებში იმ ადამიანის წინ იდგა ვინც ყველაფერი იცოდა... მაგრამ სიმართლის თქმა ამ ნიშნობას ჩაშლიდა, მაგრამ ეს ლისაც შეეძლო. თვალები დახუჭა ღრმად ჩაისუნთქა მუშები შეკრა და... და ვერაფერი ვერ ქნა. ადამიანი რომელიც მის გულში ადგილს იკავებდა, მის გვერდით იყო. ამ ნიშნობას ვერ ჩაშლიდა არა მხოლოდ იმიტომ რომ სიცოცოხლე უნდოდა, არამედ იმიტომ რომ ამ სიცოცხლის გატარება სანთან უნდოდა.

- დავიწყოთ... ჩახლეჩილი ხმით თქვა, თავის ადგილს დაუბრუნდა მაგრამ თვალთ უბნელდებოდა. დედინაცვალი როგორც კი ოთახში შემოვიდა მოიღუშა, ამ სიმართლემაც კი ვერ შეძლო ნიშნობის ჩაშლა. სიბრაზისგან ტუჩზე ისე იკბინა სისხლის გემო იგრძნო, თავი მაღლა ასწია და ქმრის გვერდით დაჯდა.

- ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ ლის ხელი გთხოვოთ. ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს შეუყვარდათ და ვფიქრობ არასწორი იქნება თუ ამას ხელს შევუშლით. ვი ჩან სუკმა ზიზღით წარმოთქვა სიტყვები და მალევე გაჩუმდა. ლი ჯონ სუკი არ ჩქარობდა საუბარის დაწყებას ამიტომ იუნა წამოდგა ფეხზე და ყურადღება ითხოვა.

- ლის გვერდით რვა წელი გავატარე... ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთად განვითარდით და ერთად გადავრჩით ამ დაუნდობელ სამყაროში. როდესაც ამბობდნენ ადამიანი დედამიწაზე ნახევარი გულით იბადებაო მეცინებოდა... რასაკვირველია ეს გადატანითი მნიშვნელობით მაგრამ ახლა ამის მჯერა. არ ვიცი ვინ წყვეტს ვის ვინ შეუყვარდება მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. ჩემი მეგობარი ლი იმსახურებს ბედნიერებას... იმსახურებს უყვარდეს ის ვინც მას უნდა, უყვარდეს ის ვისაც მისი გული აირჩევს. მე შენს ცხოვრებაში ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა ლი... მოგეცი ნება შეგყვარებოდა ის ვინც ამას არ იმსახურებდა, მაგრამ გპირდები რომ ამ ურთიერთობაში არასდროს დაგტოვებ მარტო. სან, ჩემო სიძე. გაიცინა იუნამ. შენი მჯერა, მჯერა რომ ჩემს მეგობარს და იმ ძმას რომელიც არასდროს მყოლია გააბედნიერებ. მოდი ამ ჭიქით ჩვენს წყვილს გაუმარჯოს. ყველამ ჭიქები აღმართა და წყვილის სადღეგრძელო შესვეს. რომ ვთქვა ლიმ გაიგო იუნას ნათქვამითქო მოვიტყუები, ბიჭი ერთადერთი იმაზე ფიქრობდა რა მოხდა იმ დღეს როცა დედა დაკარგა. პასუხები სჭირდებოდა, პასუხები რომელთა მიღებაც არეუმისგან შეეძლო.

წითელი ლოტუსიWhere stories live. Discover now