გაკვეთილი

24 6 10
                                    

- დამეხმარეთ. ლიმ გონებაში ეს სიტყვები მილიონჯერ წარმოთქვა მაგრამ სინამდვილეში ხმაც კი არ ამოუღია. თვალები აუწყლიანდა, ხელები აუკანკალდა და თავი ძლივს შეიმაგრა.

თაეიუც გაშტერებული უყურებდა ლის... ყველაფერს იფიქრებდა მაგრამ მის აქ ნახვას ვერასდროს წარმოვიდგენდა. ახლაღა გაახსენდა დოკ დენის სიტყვებიც, ვახშამზე შევხვდებით და თან სანის შეყვარებულს გაგაცნობთო. მუშტი შეკრა და სცადა თავი დაემშვიდებინა, ერთ წამს სანს შეხედა შემდეგ კი ისევ ლისკენ წავიდა.

- შენ ალბათ ჩემი ბიძაშვილის შეყვარებული ხარ. სასიამოვნოა, მე თაეიუი ვარ, ალბათ ბევრი გსმენია ჩემზე სანისგან.

ლიმ ჯერ გამოწვდილ ხელს შეხედა, შემდეგ კი თაეიუს თვალი თვალში გაუყარა. ბიჭის თვალებში შიშთან ერთად, ზიზღი, შურისძიება, ბრაზი და მკვლელობის სურვილი შეინიშნებოდა. მთელ ამ დრამას სუჯინი ეჭვის თვალით უყურებდა, ფიქრობდა და მაინც ვერ მიხვდა რატომ ეგონა რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. ბოლოს კი ლიმ ვეღარ მოითმინა თაეიუს გვერდი აუარა და საპირფარეშოში სირბილით გავარდა.
მაგიდასთან მარტო დარჩენილები ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ. მხოლოდ სანი იდგა ფეხზე და დაბნეულობისგან აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ბოლოს მაგიდა მიატოვა და ისიც ლის გაყვა უკან.

- ჩემი თმის ფერი არ მოეწონა? გაიკვირვა თაეიუმ და მაგიდასთან ჩამოჯდა.

- აქამდე ლის შეხვედრიხარ? სუჯინმა თვალები მოჭუტა და პასუხს დაელოდა.

- საიდან უნდა შევხვედროდი? ალბათ ვინმეს მიმამსგავსა რა ვიცი. თაეიუ ტყუილების დიდოსტატი იყო შესაბამისად მის ტყუილში ეჭვი არავის შეჰპარვია.

სანი კართან იდგა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა შიგნით. რა მოხდება თუ ისეთ რამეს ეტყოდა რაც უფრო გააბრაზებდა, იქნებ სულაც რამე დაემართა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და კარი შეაღო, მაშინვე ლი დაინახა, ის უბრალოდ იდგა და ხელებს იბანდა. ამ ყველაფრის დანახვისას სანის დაბნეულონა უფრო გაიზარდა...

წითელი ლოტუსიWhere stories live. Discover now