შოკი... პიკი... პანიკა...

32 4 20
                                    

სიზმრები... რეალობიდან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ადამიანების უმეტესობა სწორედ ამ გზას იყენებს პრობლემებისგან გასაქცევად, საწოლზე წამოწოლა, სიმღერების მოსმენა და ფიქრი იმაზე რაც გაბედნიერებს... ყველაფერი ეს კი რამოდენიმე წუთში სიზმრად იქცევა. შეიძლება ითქვას რომ სიზმრის დასაწყის ჩვენვე ვწერთ მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები ეს არ ვიცით. ცხოვრებაც ასეა ხანდახან, რაღაც ნაბიჯს გადავდგამთ მაგრამ არ ვიცით რა მოჰყვება ამას. შეიძლება ისეთივე კოშმარი იყოს ეს ნაბიჯი როგორიც სიზმრებშია... ან ისეთი საბედისწერო რომლის დავიწყებაც კარგი სიზმარივით არ გვინდა.

მანქანაში ,, fix you-ს,, წყნარი მელოდია ისმოდა, ეს სიმღერა და ეს ტექსტი ადამიანს ეხმარება იპოვოს ძალა არსებობისთვის. ,, როდესაც შენს მაქსიმუმს აკეთებ მაგრამ არ გამოგდის,, ,, როდესააც იღებ იმას რაც გსურს მაგრამ არ გჭირდება,, ,, როდესაც დაღლილი ხარ მაგრამ ვერ იძინებ,, ,, სინათლე გიჩვენებს გზას სახლისკენ,, ,, მე შევეცდები რომ შეგაკეთო,, ეს წინადადებებია სიმღერის ტექსტიდან... რომ დავუფიქრდეთ ძალიან რეალური სიტყვებია და ალბათ ყველას გამოგვიცდია ეს ყველაფერი.

სანი თან გზას უყურებდა და თან ცალ თვალს ლისკენ აპარებდა. ბიჭს დაღლილობისგან ჩასძინებოდა, თავი ისე საყვარლად ჰქონდა ჩამოგდებული სანს ეღიმებოდა... ტუჩები პატარა ბულკებს უგავდა, ვარდისფერი, რბილი და ალბათ ტკბილიც იყო. წამით იფიქრა სანმა შევეხებიო მაგრამ ამას ვერ იზამდა. 

ამინდი განწყობის შესაფერისი სულ არ ყოფილა, წვიმდა, ქარი ქროდა მაგრამ ეს სასიამოვნოც კი იყო. სანს ზღაპარი გაახსენდა რომელსაც დედა ბავშვობაში უყვებოდა.

( ბავშვობა )

- დედა შეგიძლია ზღაპარი მომიყვე. ქალის ლამაზ სახეს ღიმილი ყველაზე მეტად ამშვენებდა... ასე იყო იმ საბედისწერო დღემდე, იქამდე სანამ მისი სახე თვალისთვის მიუწვდომელი გახდებოდა. ქალმა გარეთ გაიხედა და როდესაც დაინახა წვიმა ერთი ლეგენდა გაახსენდა.

წითელი ლოტუსიWhere stories live. Discover now