✨შეხვედრა✨

24 5 18
                                    


მიყვარს მოულოდნელობა, ასე რომ I'm back ✋🏻💛 სასიამოვნო კითხვა...

_____________

მშობელი შენი მეგობარი უნდა იყოს... თუ მასში მესაიდუმლეს და სანდო ადამიანს ვერ ხედავ მაშინ ვწუხვარ, ეს იმას ნიშნავს რომ შენი ბავშვობა ჯოჯოხეთური იყო ან არის. მარტივია გააჩინო ბავშვი მაგრამ რთულია გაუწიო მას მშობლობა... მარტივია დაადანაშაულო ყველაფერში და რთულია იპოვო საკუთარი შეცდომა. მარტივია სცემო შვილი და რთულია ასწავლო მას რა არის სწორი და რა არასწორი...

როდესაც ყველაფერს აკეთებ ისე როგორც შენს მშობლებს სურთ, იდეალური და საჭირო შვილი ხარ, მაგრამ... მაგრამ საჭიროა, ერთი პატარა შეცდომა და მაშინვე უღირსი, არასაჭირო, არაფრისმომცემი, უსახო შვილი ხდები. ყველა მშობელი ასეა? არა ასე მხოლოდ ის იქცევა ვისაც ბავშვობა არ ჰქონია...

იზრდებოდე სტრესულ, დაუნდობელ და ცუდ ოჯახში, ავტომატურად ნიშნავს რომ ცუდი ადამიანი უნდა იყო? არა, ეს ასე არ არის. ადამიანთა უმრავლესობა მძიმე წარსულის გამო ჭკუდან გადადის ან შეშლილი მანიაკი ხდება რომელიც სხვისი ტანჯვით იღებს ბედნიერებას, მაგრამ საზოგადოების უმცირესობა რომელიც ბინძურ ოჯახში იზრდება ძლიერდება... სწავლობს შეცდომებზე... სწავლობს საკუთარი მშობლებისგან იმას თუ როგორი არ უნდა იყოს.

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს მაგრამ დღეს ესაა მწარე რეალობა. საკუთარი მშობელი გსტრესავს, ცდილობს აგირჩიოს კერპი რომელიც შენთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი მაშინ ხარ როცა ყველაფერი კარგადაა... უფრო სწორად ყველაფერი კარგადაა იქამდე სანამ შეცდომას არ დაუშვებ. აი როცა შეცდომას დაუშვებ, მაშინ იწყება შენი ჯოჯოხეთი, საკვები რომელიც გაჭამეს, სასმელი რომელიც დაგალევინეს, ტანსაცმელი რომელიც ჩაგაცვეს, ასაკი რომლამდეც მიახწიე და ისიც კი რაც მათი დამსახურებაა საერთოდ არაა, ყველაფერი ერთ დიდ კოშმარად იქცევა...

წითელი ლოტუსიWhere stories live. Discover now