სამყაროში უამრავი რაღაც ხდება, მაშინ როდესაც სადღაც ვიღაცამ არ იცის ფული რაში დახარჯოს სადღაც ვიღაც შიმშილით კვდება. მაშინ როცა ვიღაც წუწუნებს რა ჩავიცვაო სადღაც ვიღაც სიცივისგან იყინება. მაშინ როცა ვიღაცას სახლში ტკბილად სძინავს ვიღაც სიცოცხლისთვის იბრძვის.
მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად ჩვენ ვერ ვიაზრებთ რამხელა ბედნიერებაა როცა ის გვაქვს რაც გვაქვს.
( 11 წლის წინ)
ლი იუ ბუმი სკოლაში თავის კლასში იჯდა, ჩუმად ისე რომ ვერავინ გაიგებდა მის ხმას. გარშემო კლასელები ჰყავდა შემოხვეული მაგრამ მათთან ლაპარაკში არ კარგავდა დროს. წიგნი ჰქონდა გადაშლილი მაგრამ ხმაურის გამო ვერ კითხულობდა. მისი მეგობრებიც მასთან იდგნენ და რაღაცაზე ხუმრობდნენ.
- წვეულება მშვენიერი იქნებოდა მაგრამ მე ვერ წამოვალ, მამაჩემმა რომ გაიგოს მომკლავს.
- კარგი რა... მამიკოს ბიჭი არასდროს არ ყოფილხარ და ახლა გახდი მაინც და მაინც?
- გეყოფა მაგაზე ხუმრობა, ხომ იცი რომ ცემით მომკლავს თუ გაიგებს მაგას.
- ლი შენ რას იზამ? ვერაფერი გაიგო გაშეშებულმა ბიჭმა ამიტომ მეგობრებს მოუწიათ გაემეორებინათ. ლი გესმის? შენ წამოხვალ წვეულებაზე?
- კი... უპასუხა და გაიღიმა, მაგრამ ეს არა თავისი ნებით არამედ მათ მოსაშორებლად თქვა.
- მამაშენი არ გაბრაზდება? იკითხა ერთერთმა კლასელმა.
- არ მაინტერესებს გაბრაზდება თუ არა, უბრალოდ წამოვალ.
- და დედაშენი? ამის გაგონებაზე ლიმ სიცივე იგრძნო. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, თვალები გაუწითლდა და აუცრემლიანდა. ლი, რა გჭირს არ გესმის?
- ნაბიჭვარო ენა ჩაიგდე, არ იცი რომ დედა არ ყავს? გადაჩურჩულა ერთმა მეორეს, მაგრამ იმხელა ხმაზე რომ ყველამ გაიგო.
- მოკეტეთ, თქვენი რა საქმეა. ლის მეგობრები მაშინვე წამოენთნენ და კლასელები გააჩუმეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბიჭი ფეხზე წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა, ნელა და აუღელვებლად. უკან არავინ არ გაყოლია.
YOU ARE READING
წითელი ლოტუსი
Storie d'amoreორი განსხვავებული სამყარო ორი განსხვავებული ადამიანი. ლი იუ ბუმი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ექიმია, რომლის მთავარი საქმიანობაც ხალხის გადარჩენაა. მინ იუნგ სანი დღისით კეთილსინდისიერი ახალგაზრდაა ხოლო ღამით მაფიის წევრი რომლის მთავარი საქმიანობაც ს...