საშინელი ამინდი იყო, გარეთ წვიმდა და ქარი ქროდა. ზამთარში სეული მეტისმეტად ცივი იყო, პირველი თოვლი ჯერაც არ მოსულა მაგრამ ამის მიუხედავად თუ გარეთ თბილად ჩაცმის გარეშე გახვიდოდი სავარაუდოდ სიცივისგან გაიყინებოდი.
ლიმ თვალეები ბნელ წითლად განათებულ ოთახში გაახილა. თავიდან სისხლი სდიოდა, ეს ალბათ იმიტომ რომ სინამდვილეში არა სახეში გარტყმამ არამედ იარაღის თავში ჩარტყმამ გათიშა. ხელები და ფეხები გაკოჭილი ჰქონდა, თავად კი სკამზე იყო მიბმული.
- არის აქ ვინმე? სიჩუმეში ლის შეშინებული ხმა გაისმა, მაგრამ თავისი ექოს გარდა არაფერი არ დაბრუნებულა საპასუხოდ.
- აქ რაღაც გაუგებრობა მოხდა, მე ის არ ვარ ვინც უნდა გაგეტაცებინათ ალბათ. ძალიან გთხოვთ გამიშვით.
ექიმის თავში ქაოსმა დაისადგურა. ორგანოებით მოვაჭრეებმა დაიჭირეს? თუ ამაშიც მისი დედინაცვლის ხელი ურევია? თვალები დახუჭა და სცადა ყველაფერი ხელახლა გაეაზრებინა.- სახლიდან გამოსვლის შემდეგ, სკამზე დავჯექი. არაფერი უცნაური არ იყო, მოულოდნელად კი ვიღაც თავს დამესხა და მანქანაში ჩამტენა. მანქანა, ეს ის მანქანა იყო რომელიც სავადმყოფოდან ამეკიდა. ქალი, ის ქალი ვინ ჯანდაბა იყო დანახვით ვერ დავინახე მაგრამ მისი ხმა არ მეცნო.
- well well well როგორც ჩანს ჩვენმა მეგობარმა ექიმმა გაიღვიძა. სიცილით შემოვიდა ოთახში ლისთვის უცნობი ქალი. ხმა ეს ის ქალი იყო ვინც მანქანაში შეხვდა.
- ვინ ხართ? აქ რას ვაკეთებ?
- ნუ ნერვიულობ, თუ დამჯერი ბიჭი იქნები ყველაფერი კარგად იქნება.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
- შენი დახმარება გვჭირდება, მაგრამ თუ ვერ დაგვეხმარები მოგვიწევს შენს მეგობარს მივაკითხოთ.
- ჩემ მეგობარს ხელი არ დაადოთ. მითხარით რა გინდათ და გავაკეთებ.
- აი ასე, მიყვარს დამჯერი ბიჭები. ქალს ნელ-ნელა სახე გამოუჩნდა. ქერა თმიანი საშვალო სიმაღლის მაგრამ ულამაზესი გოგონა აღმოჩნდა.
![](https://img.wattpad.com/cover/367913434-288-k225217.jpg)
YOU ARE READING
წითელი ლოტუსი
Romanceორი განსხვავებული სამყარო ორი განსხვავებული ადამიანი. ლი იუ ბუმი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ექიმია, რომლის მთავარი საქმიანობაც ხალხის გადარჩენაა. მინ იუნგ სანი დღისით კეთილსინდისიერი ახალგაზრდაა ხოლო ღამით მაფიის წევრი რომლის მთავარი საქმიანობაც ს...