ერთი კვირის შემდეგ შ/ს საავადმყოფოდან გამოწერეს ,ჭრილობა თითქმის შეუხორცდა ,მაგრამ სუჰო მაინც არ აძლევდა რაიმეს გაკეთების უფლებას.
ერთ კვირაში წვეულება იყო სადაც უნდა აეხსნა ხალხისთვის ,რომ არ მომკვდარა და ასევე თეჰიონს უნდა შეხვედროდა .
ძალიან ღელავდა მიუხედავად იმისა ,რომ თეჰიონს უკვე შეხვდა მაგრამ მაშინ თეჰიონმა არ იცოდა ,რომ შ/ს იყო ის ქალი ,რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდა.მთელი ერთი კვირა სახლში გაატარა და იმდენად მობეზრდა ,რომ რამის სუჰოს სახლიდან გაეპარა ,რომელიც ისიც სულ მასთან ერთად იყო და ყოველთვის წუთში არა ,წამში ეკითხებოდა როგორ იყო ,რამე სჭირდებოდა თუ არა, და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას უსვამდა.
წვეულების წინა დღეს სუჰო და შ/ს კაბის საყიდლად წავიდნენ ,რომელიც შ/ს-ს წვეულებაზე უნდა ჩაეცვა.
ბევრი იარეს კაბის გამო ,რადგან სუჰოს არცერთი არ მოსწონდა იძახდა არ მინდა ჩემ მეგობარს უყუროს ყველა კაცმაო.მაგრამ ბოლოს მობეზრდა შ/ს-ს მისი წუწუნი და ის კაბა იყიდა ,რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა.
საშინლად დაიღალა და როგორც კი სახლში მივიდა საწოლზე დაემხო და ეგრევე ჩაეძინა.
შ/ს ისევ სუჰოსთან ცხოვრობდა მისი დაჟინებული თხოვნით.
შ/ს-ს დილამდე მკვდარივით ეძინა ,როცა გაიღვიძა უკვე თორმეტი საათი ხდებოდა.ადგა ,მოწესრიგდა ,ქვევით ჩავიდა და სამზარეულოში შევიდა სადაც სუჰო დახვდა რომელიც საუზმეს ამზადებდა.
სუჰო-დილამშვიდობისა მზეთუნახავო
შ/ს-დილამსვიდობისა
სუჰო-ისე გეძინა რამის პრინცის ძებნა დავიწყე ,რომ კოცნით მაინც გაეღვიძებინე.
შ/ს-მ მკვლელი სახით შეხედა და სუჰოც გაჩუმდა ,მაგრამ უცებ სიცილი ატეხა,სუჰოც აჰყვა და ორივე ერთად იცინოდნენ .სუჰო მალევე დასერიოზულდა და შ/ს-ს კითხვა დაუსვა
YOU ARE READING
🖤ტანჯვიდან ბედნიერებამდე🖤
Actionორი განადგურებული ადამიანი... ორი განადგურებული სული... ორი გატეხილი გული,რომელიც ერთმანეთისთვის ძგერს. ამ გულების პატრონები კი იმას ვერ ხვდებიან,რომ ისინი ერთმანეთით ცოცხლობენ და სუნთქავენ.