36

86 10 2
                                        


ავტორი pov:

ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ იდგა.ორი ერთმანეთისთვის ნაცნობი ადამიანი სრულიად ვერ ცნობდნენ ერთმანეთს.მათი გონება სხვას ამბობდა,ხოლო მათი გულები სხვას იძახდა.გონება დაშორებისკენ მოუწოდებდა ორივეს,მაგრამ მათი გულები ერთად დარჩენას,ყველაფრის დავიწყებას და ცხოვრების ახლიდან დაწყებას ითხოვდა.მათი გულები ,ხომ ერთმანეთისთვის ძგერდნენ და ყოველთვის ასე იქნება,მაგრამ არის მომენტი,როცა ადამიან გულს კი არა გონებას უსმენს.

თეჰიონი განადგურებული იდგა ქალის წინ,რომელიც თვითონვე გაუშვა იმ სიტყვების თქმისას.უნდოდა მისულიყო ჩახუტებოდა,ეკოცნა და არასდროს არ გაეშვა,მაგრამ ამის მაგივრად ის საშინელი სიტყვები უთხრა შ/ს-ს,რამაც თვითონ ისიც გაანადგურა.

შ/ს იდგა და უყურებდა კაცს,რომლის თვალებში ვერაფერს ვეღარ ხედავდა გარდა ტკივილისა.უნდოდა ამ სიტყვების მოსმენა,მაგრამ არ ეგონა ასე საშინლად თუ ეტკინებოდა.წასვლა უნდოდა,მაგრამ ვერ მიდიოდა,ფეხები არ ემორჩილებოდა.

შ/ს-ასე მარტივად?

თეჰიონი-ასე მარტივად.რაც გინდოდა მიიღე,ამიტომ წადი.ნუთუ გგონია,რომ კიდევ გეტყვი,რომ დარჩე და არ წახვიდე.არა აღარ გეტყვი ,ამიტომ წადი .

შ/ს-წავალ,მაგრამ ჩემი ტელეფონი და იარაღები შენ გაქვს.

თეჰიონი ოთახიდან გავიდა და მალევე ტელეფონით და იარაღებით დაბრუნდა.

თეჰიონი-აიღე და წადი.

შ/ს-მივდივარ.

თეჰიონმა ხელებში ჩაულაგა იარაღები და ტელეფონი.
შ/ს შეტრიალდა და კარებისკენ წავიდა,მაგრამ როცა კართან მივიდა შემოტრიალდა,თეჰიონს კიდევ ერთხელ შეხედა და სახლიდან გავიდა.შემდეგ კი საერთოდ ეზოდანაც.

თეჰიონი დარჩა ისევ მარტო,ისევ მიატოვა,ისევ დატოვა მარტო.ამდენი ხნის შემდეგ სახლში მისვლა პირველად უხაროდა,რადგან საყვარელი ქალი ჰყავდა სახლში,მაგრამ ახლა როცა შ/ს წავიდა  ისევ მარტო დარჩა ამხელა სახლში.

🖤ტანჯვიდან ბედნიერებამდე🖤Where stories live. Discover now