29

63 9 4
                                    


შ/ს pov:

მოტოციკლეტზე ვზივარ და მთელი სიჩქარით მივდივარ ,უკან კი სამი მანქანა მომყვება .ნახევარ საათში ვხედავ კიმის მანქანას და უკან რამდენიმე მანქანა მოჰყვება სადაც ალბათ ბიჭები ზიან მათ უკან კი ორი სატვირთო მანქანა მოდის.ხელი მაღლა ავწიე და ამით ვანიშნე სუჰოს რომ მანქანები გაეჩერებინათ.

ავტორი pov:

შ/ს-მ ხელის აწევით ანიშნა სუჰოს, რომ მანქანები გაეჩერებინათ, თვითონ კი მოტოციკლეტით კიმის მანქანისკენ წავიდა და ზუსტად თეჰიონის მანქანის პირისპირ მისი მოტოციკლეტი გააჩერა.

თეჰიონმა მანქანა ისე გააჩერა,რომ ერთი სანტიმეტრი თუ იქნებოდა მის მანქანასა და მოტოციკლეტს შორის დარჩენილი და როცა დაინახა,რომ ქალი მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და ჩაფხუტი მოიხსნა თვითონაც გადავიდა მანქანიდან და პირისპირ დაუდგა.ის ისევ ვერ ხედავდა მის სახეს ნიღბის და ქუდის გამო.

შ/ს-ვაა თეჰიონ,ამ ბოლოდროს ხშირად გხედავ,რა იყო ხომ არ გეშინია,რომ კიდევ მოგტაცო შენი მანქანები?

თეჰიონი-ვინ ხარ?

შ/ს-მოდი ეს საიდუმლოდ დავტოვოთ ჯერ და როცა დრო მოვა გაიგებ ოკ?

თეჰიონი-ვინ ხარ მეთქი!!!

შ/ს-აქ შენი ყვირილის არავის ეშინია ამიტომ ტყუილად ყვირი.

თეჰიონის უკან ბიჭები იდგნენ და ელოდნენ თეჰიონის პატარა მინიშნებას,რომ სატვირთო მანქანების კარებები გაეღოთ.
და აი თეჰიონმა როცა შ/ს-ს იარაღი შუბლზე მიადო და შ/ს-ს კაცებიც მისკენ წამოვიდნენ მეორე ხელით ანიშნა ,რომ კარებები გაეღოთ.

ნამჯუნი და ჯიმინი გაიქცნენ და კარებები გააღეს და ამ დროს ორმოცდაათამდე კაცი გადმოვიდა მანქანებიდან და გარშემო წრე შეკრეს შემდეგ კი შ/ს-სკენ მდგომები დაიჭირეს.წინააღმდეგობა არც გაუწევიათ რადგან  თეჰიონი იარაღს უმიზნებდა შ/ს-ს.

თეჰიონი-აბა პატარა ქალბატონო ახლაც არ მეტყვი ვინ ხარ?თუ არ იტყვი შენი კაცები მოკვდებიან

🖤ტანჯვიდან ბედნიერებამდე🖤Where stories live. Discover now