22

77 11 4
                                    


თეჰიონი-მე შანსი მოგეცი,მაგრამ შენ არ გამოიყენე,ამიტომ ქალბატონს არ ვაწყენინებ და იყოს ისე  როგორც გინდა.
ბიჭებო შეტევაზე !!!

თეჰიონის დაძახილს თოფის გამაყრუებელი ხმა დაერთო.ყველა ერთმანეთს ესროდა ქალი იყო ვინც დანებს  იყენებდა და არა თოფს.

თეჰიონს მივარდა და ხელზე გაუსვა დანა ისე ,რომ თეჰიონმა გააზრება ვერ მოასწრო,შემდეგ თეჰიონს გაეცალა და რამდენიმე კაცს ჯერ ხელ-ფეხი დაუსერა ან დაამტვრია შემდეგ კი გათიშა .მისი კაცები მხოლოდ ზურგს უმაგრებდნენ და მათ ესროდნენ ფეხში ან ხელში ვინც მისკენ წავიდოდა თეჰიონის მეგობრების გარდა,რადგან ქალმა უბრძანა მათთვის არაფერი დაეშავებინათ.

მალე მხოლოდ მისი მეგობრები  და თეჰიონის მეგობრები იყვნენ გონს, ყველა მანქანებს იყვნენ ამოფარებული და ისე ესროდნენ ერთმანეთს. თეჰიონის კაცები კი ყველა გათიშული იყო.ქალმა დაინახა როგორ დაუმიზნა თეჰიონმა ერთ-ერთს და როცა დააკვირდა დაინახა,რომ სუჰო იყო,ამიტომ მისკენ გაიქცა და გასროლილი ტყვია მას მოხვდა მუცელში.

ყველა გაჩერდა არავინ აღარ ისროდა მხოლოდ სუჰოს ყვირილი ისმოდა,რომელიც მას მივარდა როცა  ჩაიკეცა.

სუჰო-არა ,არა ეს რა გააკეთე,რატომ გადამარჩინე

ქალი-ნუ ღელავ არ მოვკვდები.

სუჰო-ვიცი  შენ ძლიერი ხარ შ/ს, ამ ჭრილობასაც გაუძლებ.

სანამ გონებას დაკარგავდა ერთი გაიხედა თეჰიონისკენ და მის თვალებს  წააწყდა,რომლებიც მას უყურებდნენ და კარგად შეძლო დაბნეულობის და შიშის დანახვა მის თვალებში.შემდგ კი გონება დაკარგა

სუჰო-არა გონზე დარჩი გესმის .შ/ს გესმის მეთქი!კარგად იქნები გადარჩები.

სუჰომ ესღა თქვა და შ/ს ხელში აიყვანა .რა დროსაც ქუდი მოეხადა და მისი გრძელი თმა გამოჩნდა რომელიც თოვლივით თეთრი იყო.თეჰიონს შეხედა და უთხრა.

🖤ტანჯვიდან ბედნიერებამდე🖤Where stories live. Discover now