ორი განადგურებული ადამიანი...
ორი განადგურებული სული...
ორი გატეხილი გული,რომელიც ერთმანეთისთვის ძგერს.
ამ გულების პატრონები კი იმას ვერ ხვდებიან,რომ ისინი ერთმანეთით ცოცხლობენ და სუნთქავენ.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
სუჰო მანქანიდან გადმოვიდა, შემდეგ შ/ს-საც გაუღო მანქანის კარები და ხელი გაუწოდა .შ/ს-მ ხელი ჩაკიდა და მანქანიდან გადმოვიდა .
ყველა ვინც გარეთ იყო და ის იცნო ძალიან დაბნეულები იყვნენ ,რადგან იცოდნენ ,რომ ბატონი კიმის მეუღლე გარდაიცვალა ახლა კი ის მათ წინ იდგა და სხვა კაცს ეჭირა მისი ხელი.
ყველა ფოტოგრაფის თუ ჟურნალისტის კამერა მათკენ იყო მიმართული და ფოტოებს უღებდნენ მათ.
შ/ს ამაყად მიაბიჯებდა წინ და აი ,როცა შენობაში შევიდნენ ყველამ ჩურჩული ატეხა და ყველას მზერასთან ერთად თეჰიონის მზერაც წყვილისკენ გადავიდა,შემდეგ თეკლა,არი და ნინიც დაინახა ,რომლებიც ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ მას ,მაგრამ არავისთვის არ მიუქცევია ყურადღება და სუჰოსთან ერთად მიკროფონისკენ წავიდა ,ხელში აიღო და საუბარი დაიწყო.
შ/ს-მოგესალმებით,....ალბათ ყველა ძალიან დაბნეულები,გაკვირვებულები ხართ,ჩემს გამო.მე არ მოვმკვდარვარ ეს ყველაფერი დიდი თამაში იყო მიზეზს კი ვერ გეტყვით პირადულია.ვისაც ჩემი ვითომ სიკვდილი გეწყინათ ვწუხვარ და მათთვისაც ვწუხვარ ვისაც გიხაროდათ ჩემი სიკვდილი .ახლა კი იკითხავთ რატომ დავბრუნდი თუ აქამდე ვიმალებოდი ,მე კი გეტყვით ,,შურისძიებისთვის" წარსულში მოყენებული ჩემი ტკივილისთვის კი ვინც ამაშია გარეული ყველას პასუხს გაგებინებთ ,ამიტომ ეცადეთ დანარჩენები ფეხებში არ ამებლანდოთ და ხელი არ შემიშალოთ თორემ არავის არ დავინდობ.შეიძლება ეს სიტყვები ზოგისთვის სასაცილოდ ჟღერდეს,მაგრამ როცა იმ ტკივილს იგემებთ,რასაც მე მოგაყენებთ მერე უკვე გვიანი იქნება...ახლა კი თქვენს საქმეს დაუბრუნდით და მე ყურადღებას ნუ მომაქცევთ.
ესღა თქვა შ/ს-მ შემდეგ კი სუჰოსთან ერთად ,რომელსაც მისი ხელი შ/ს-ს წელზე ესვენა ბიჭებისკენ და გოგონებისკენ წავიდა. მისვლისთანავე გოგონებს ჩაეხუტა.
ნინი-შ.შენ,შენ ცოცხალი ხარ და არ მელანდები ხომ?
შ/ს-ცოცხალი ვარ და არ გელანდები.
თეკლა-ღმერთო ,როგორ მომენატრე.
შ/ს-მეც მომენატრეთ ყველა.
გოგონებთან ჩახუტებას რომ მორჩა ბიჭებთან მივიდა.
ჯონგუკი-შ/ს შენ,შენ..ეს როგორ?
შ/ს-როცა დრო მოვა ყველაფერს გეტყვით.
შემდეგ ყველას მოეხვია, თეჰიონს კი ყურადღებას არ აქცევდა მისკენ ერთხელაც არ გაუხედავს.
მოულოდნელად არიმ კითხვა დასვა.
არი-შ/ს ამ ბიჭს არ გაგვაცნობ ვისთან ერთადაც მოხვედი.
შ/ს-ხო მართლა...გაიცანით ჩემი საქმრო სუჰო.
ყველა-რაა?
შ/ს-ხო რაიყო არ გაგიხარდათ?
თეჰიონი-წამოდი გარეთ ვილაპარაკოთ.
შ/ს-არსად წამოსვლას არ ვაპირებ.
თეჰიონი-შ/ს!
შ/ს-რა შ/ს ,თეჰიონ უკვე ვთქვი არსად არ ვაპირებ წამოსვლას და ბრძანებებს მოეშვი.
თეჰიონი-კარგი მაშინ აქ ვილაპარაკოთ
შ/ს-თქვი რაც გინდოდა.
თეჰიონი-მას ვერ გაყვები ცოლად.
შ/ს-რატო ვითომ ვინმე შემიშლის ხელს თუ რა?
თეჰიონი-შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ და მე მეკუთვნი.
შ/ს-მე არავის არ ვეკუთვნი მითუმეტეს შენ....მაშინ დამკარგე, როცა შვილის მკვლელი მიწოდე და ის დღეები გამომატარე.
ამის შემდეგ შ/ს შეტრიალდა და წასვლა დააპირა ,მაგრამ მოულოდნელად მობრუნდა.
შ/ს-ლამის დამავიწყდა.
შემდეგ პატარა ჩანთიდან ბეჭედი ამოიღო და თეჰიონს გაუწოდა.
შ/ს-აიღე არ მჭირდება...შენს მომავალ ცოლს გაუკეთე ან რაც გინდა ის უქენი.უბრალოდ იმიტომ არ გადავაგდე,რომ ვალში დარჩენა არ მინდოდა.
თეჰიონი-კარგი ახლა ავიღებ ამ ბეჭედს მაგრამ მომავალში ისევ შენ გეკეთება თითზე ამის პირობას ვდებ.პირობას კი მე არასდროს ვარღვევ.
შ/ს-მაშინ ეს პირობა პირველი იქნება ,რომელსაც ვერ შეასრულებ.
ესღა თქვა შ/ს-მ და სუჰოსთან ერთად სხვა ადგილისკენ,მათგან მოშორებით წავიდა.