შ/ს pov:
სუჰოს წასვლის შემდეგ მისაღებ ოთახში გავედი და ტელევიზორი ჩავრთე. ყველგან ჩემი,სუჰოს და თეჰიონის ფოტოები იყო და ასეთ თემებს მოიცავდა:,,ბატონი კიმ თეჰიონის მეუღლე ცოცხალია". ,,ნუთუ ამ დროის განმავლობაში ქალბატონი შ/ს თავის მეუღლეს ბატონ კიმ თეჰიონს ღალატობდა ". ,,ქალბატონი შ/ს რომელიც მკვდარი გვეგონა ,გუშინ სხვა კაცთან ერთად მივიდა წვეულებაზე".
და მრავალი ასეთი სისულელე ეწერა ,მაგრამ მათ ხომ არ იცოდნენ სიმართლე,რაც დაინახეს იმას იძახიან და წერენ.
როცა ამ ყველაფრის ყურება მომბეზრდა ტელევიზორი გამოვრთე,ჩემს ოთახში შევედი, სავარჯიშო ტანსაცმელი ჩავიცვი და სავარჯიშო ოთახში წავედი.
როცა ვარჯიშს მოვრჩი უკვე ვახშმის დრო იყო ,ამიტომ ტანზე გადავივლე, შემდეგ თეთრი ხალათი ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი.როცა ჭამა დავასრულე ოთახში ავედი და ჩემი ფორმა ჩავიცვი.
შემდეგ იარაღების ოთახისკენ წავედი და ჩემი საყვარელი იარაღები ავიღე
მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დღეს ფისტოლეტიც ავიღე ,შემდეგ გარეთ გავედი ჩემს მოტოციკლეტს შემოვაჯექი და შეხვედრის ადგილისკენ წავედი სადაც სუჰოს გარდა ყველა იყო .ცოტახანში ისიც მოვიდა ,შემდეგ მანქანებში გადანაწილდნენ და სადაც შეტევა უნდა განგვეხორციელებინა იქ წავედით.
თეჰიონის pov:
დილით როგორც კი მოვემზადე ეგრევე კომპანიაში წავედი .კაბინეტში შესვლისას კი ჯიმინს დავუძახე.
ცოტახანში კი ისიც შემოვიდა და ჩემ წინ სავარძელზე დაჯდა.ჯიმინი-რამე გინდოდა ძმაო.
მე-კი...იმ იდიოტი სუჰოს შესახებ ყველაფერი გაარკვიე...გვარი,ოჯახი,წლოვანება რა საქმეებში გარეული და რა ურთიერთობა აქვს შ/ს-სთან.
ჯიმინი-კარგი....თეჰიონ რაღაც ეჭვები მაქვს მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
მე-რა ეჭვები?
ჯიმინი-შ/ს მოულოდნელად გამოჩნდა ამდენი ხნის შემდეგ და მუქარებით აგავსო.პლიუს ამას მისი ჭრილობა იარაღიდან სროლის ვარჯიშის დროს თუ ვინმემ განძრახულად არ ესროლა ვერანაირად ვერ დაიჭრებოდა.
მე-მაგაზე მეც ვფიქრობდი ,მაგრამ თავი დავანებე...დღეს ის ქალი უნდა გამოვიტყუოთ და დავიჭიროთ ,რაღაც ეჭვები მაქვს და მაინტერესებს რამდენად მართალია.
ჯიმინი-რა ეჭვები.
მე- ის ქალი შესაძლოა შ/ს იყოს.. შ/ს ერთი კვირის წინ დაიჭრა მუცელში და ის ქალიც ერთი კვირის წინ მისი თანამზრახველის გადარჩენის გამო შემთხვევით მუცელში დავჭერი.ასევე შ/ს-ს თმებიც ახლა თეთრი იყო,როგორც იმ ქალის.თან მგონი ყველამ გავიგეთ ის კაცი ,როგორ ეძახდა იმ ქალს შ/ს-ს...და ასევე შ/ს ყველა დიალოგის ბოლოს მუქარას იყენებდა ჩემთან მიმართებაში.
ჯიმინი-ეხლა ვუფიქრდები და მართალი ხარ...შესაძლოა ის მართლაც შ/ს იყოს და ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს ცხვირ წინ იყო ,მაგრამ არ ვიცოდით ვინ იყო და თან შენს გაკოტრებას ცდილობდა....მოკლედ სატვირთო მანქანებში ჩვენი კაცები ჩავსვათ და......
ჯიმინთან ერთად გეგმის შემუშავების შემდეგ.ჯიმინი წავიდა რათა ბიჭებისთვის ეთქვა.მე კი ყველაზე კარგად გაწვრთნილი ოცდაათამდე კაცი ამოვარჩიე და ყველაფერი ვუთხარი როგორ მოქცეულიყვნენ .ღამის ორ საათზე გავალთ.
ცოტახანი კიდევ დავრჩი კომპანიაში და რამდენიმე ხელშეკრულებას გადავხედე.შემდეგ კი სახლში წავედი და მოვემზადე .როცა დრო იყო მანქანაში ჩავჯექი და წავედი შეხვედრის ადგილისკენ იქ მისულს ყველანი მზად დამხვდნენ,ამიტომ მეტი აღარც მოგვიცდია და დავიძარით.
YOU ARE READING
🖤ტანჯვიდან ბედნიერებამდე🖤
Hành độngორი განადგურებული ადამიანი... ორი განადგურებული სული... ორი გატეხილი გული,რომელიც ერთმანეთისთვის ძგერს. ამ გულების პატრონები კი იმას ვერ ხვდებიან,რომ ისინი ერთმანეთით ცოცხლობენ და სუნთქავენ.