2

151 2 4
                                    


მთელი საღამო ამაყ და ინტერესიან მზერას არ მაშორებდა ვცდილობდი მარტო არ დავრჩენილიყავი რადგან ვიცოდი ამ შემთხვევაში სიტვაციით ისარგებლებდა და აუცილებლად მოვიდოდა

მე კი მასთან საუბრის ძალა იმ მომენტში ნამდვილად არ შემწევდა

ადრე მასთან ყოფნისას თითოეულ სიტყვას ისეთი სიმსუბუქით წარმოვთქვამდი რომ მნიშვნელობა არ ქონდა ხალხი ჩემს ნათქვამს როგორ გაიგებდა მთავრი იყო მე რა ვიგულისხმე ეხლა კი სიტყვების სიმძიმის გამო ყველა ფრაზა რაც გონებაში გამივლიდა იმწამსვე ან უკვალოდ ქრებოდა და ჰაერში იფანტებოდა ანდაც ყელში ბურთივით მეჩხირებოდა და ამოსუნთქვის საშვალებასაც არ მაძლევდა

ვცდილობდი თვალი მომეკრა მის გვერდს რომელიმე ქალბატონი ხომ არ ამშვენებდა საბედნიეროდ იმ საღამოს მოსული მარტო გახდლათ

გავიფიქრე:ალბათ ცოლი სახლში
დატოვა-მეთქი და საკუთარ თავზე მეთვითონ გამეღიმა რადგან ვეჭვიანობდი მამაკაცზე რომელიც ჩემი არასდროს ყოფილა

უამრავ ფიქრში გართული ვერც შევამჩნიე რომ გარშემო ხალხი მიმოიფანტა და ჩემს ირგვლივ ადამიანები უკვალოდ გაუჩინარდნენ

მხოლოდ ერთი მამაკცი დარჩა რომელიც ჩემს გვერდით თეთრი ღვინის ნახევრად სავსე ჭიკით ხელხი ნახატს მისჩერებოდა დრო და დრო  ჩემსკენაც გამოაპარბდა მზერას და შემათვარიელებდა

ალბათ ფიქრობდა რას ვუმზერდი ასეთი ინტერესით როდესაც ნახატზე მხოლოდ წითელი რამდენიმე წრე იყო დახატული ცდილობდა იმ განზომილებაში შემოჭრას რომელშიც მე ვიყავი და შეუჩერებლად აგრძელებდა ნახატის ის მხარე  დაენახა რომელსაც მე ვუყურებდი

რეალურად კი ნახატს მიშტერებული სულ სხვა რამეზე ვიყავი ჩაფიქრებული

ხელოვნება მუდამ მიზიდავდა თუმცა ალბათ მხოლოდ ვანგოგს ვაღიარებდი იმ შეხედულების ფერებისა და აღქმის გამო რასაც მის ნახატებში ვხედავდი

ჩემი მეგობრის ნახატები დიდად არასდროს მომწონდა მაგრამ რაც თავი მახსოვს სულ მაზე საუბრობდა ამიტომ როდესაც გამოფენაზე საუბარი დაიწყო ყველანაირად გვერდში დავუდექი და უარი არც მაშინ მითქვამს მოსაწვევი რომ გამომიგზავნა თავისი ნახატების უდიდეს გალერეაში დასათვარიელებლად  სულაც არ მსურდა ეს  "გამემაზა"თანაც მაშინ როდესაც ყველაფერი პარიზში იმართებოდა ამიტომ დავტოვე სახლი და მაშინვე ჩამოვფრინდი

ფიქრებიდან კვლავ უცნობი კაცის საუბარმა გამომიყვანა

Elite/ელიტაWhere stories live. Discover now