22

121 1 0
                                    

ბეატრისის ის ნანატრი ყავა მაინც ვერ დავისმახურე საღამოს კი როდესაც მე და მატილდა ოთახში მარტო დავრჩით აივანზე გავედი ღერს ღერზე ვეწეოდი და ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი როგორ ღელავდა მატილდა თითქოს სათქმელს გონებაში ალაგებდა და წელავდა
თუმცა იმ წამს ძალიან მერთულა მის გვერდით დაჯდომა და თუმდაც მასთან გულახდილი საუბარი იმის მიუხედავად რომ მასთან საუბარი პრობლემა არასდროს ყოფილა ყოველთვის ესმოდა ჩემი და თუ არ ესმოდა ცდილობდა ჩემს გაგებას და გამართლებას
ალბათ სწორედ ამიტომ მემარტივებოდა მასთან ურთიერთობა დაშვებულ შეცდომებს არასდროს მახსენებდა და საუბრის შემდეგ მაშინვე მოგონებების სასაფალოზე გზავნიდა იმ ეშხისადა  შარმის უკამ მალავდა თბილ და კეთილ ადამიანს რომელსაც ჩემი დაკარგვის სიგიჟემდე ეშინოდა

ვფიქრობდი რომ ზუსტად ამ წამს როდესაც მე აივანზე ფიქრებში და წარსულის მოგონებების გაღვიძებაში ვიყავი გართული შეიძლებოდა გაბრიელი და ბეატრისი საძინებელში მოსუვენრად ერთობოდნენ ზიზღმა და გულის რევის შეგრძნებამ შემიბყრო ქურთუკს ხელი დავავლე და ოთახიდან უნდა გავსულიყავი როდესაც მატილდას ჩახლეჩილიდა სევდისგან გადაღლილი ხმა გავიგე

-ჯერ კიდევ ის გიყვარს ხომ ასეა?_ამოთქვა ძლივს გასაგონად და ხმის კანკალით

უკან დავბრუნდი საძინებლის კარი ფრთხილად დავკეტე და საწოლზე მის გვერდით ჩამოვჯექი არაფერი მითქვამს
ვერც ვამშვიდებდი არ შემეძლო რადგან ამ შემთხვევაში ტყუილი უნდა მეთქვა მატილდა კი ტყუილს არ იმსახურებდა
უნდა ცოდნოდა რომ ნელ-ნელა მის მიმართ ის საოცარი ვნება და ინტერესი მიქრებოდა

-ჩუმად რატომ ხარ?! მითხარი რამე!_ამოიგმინა და მხარზე თავი ჩამომადო ვიცოდი როგორც იტანჯებოდა ვოცოდი რომ
ცუდად იყო და ვერ ვეხმარებოდი იმ ყვავილს დაემსგავსა უწყლოდ რომ დატოვებ მაგიდაზე უსიცოცხლოდ მზის სხივის გარეშე და ნელ-ნელა რომ ჭკნება თავის სილამაზეს კი ამ ჭკნობის დროს საბოლოოდ კარგავს
მატილდასაც ასე სჭირდა სევდა საერთოდ არ უხდებოდა ხანდახან ოკეიანესავით იყო გაბრაზებულზე ისეთი საშიში ხდებოდა გონებაში არ გავლებდი გამოგეცადა მისი მრისხანება რადგან იცოდი აუცილებლად მისი მორიგი მსხვერპლი გახდებოდი
სევდიანი კი იმდენად ნაზი რომ რამდენჯერაც არ უნდა გეცადა შესვლა ტალღებივით უკან გამოგრიყავდა და თავის სევდასთან მარტო დარჩებოდა
წამებში ახდენდა ხასიათის საოცარ ცვალებადობას და ხანდახან ამით საოცრად მაგიჟებდა  ნახშირივით მუქ თმაზე თითები გადავუსვი 

Elite/ელიტაWhere stories live. Discover now