დილით უზარმაზარ სახლში კვლავ მარტომ რომ გავიღვიძე დავფიქრდი ეხლა რა იქნებოდა?
ნუ თუ თორნიკე ცოლად სხვა ქალს შეირთავდა მე კი სხვა მამაკაცის ცოლი გავხდებოდი მაგიდაზე დადებული ბეჭედი ავიღე და თითზე მოვირგეუკვე გასასვლელად ვემზადებოდი სამსახურში რამდენიმე საბუთი უნდა მომეწესრიგებინა
კარებზე ჯერ ფრთხილი კაკუნი გაისმა შემდეგ კი გაბრიელი შემოვიდა
-თავს როგორ გრძნობ პრინცესა?
-კარგად თქვენ ბატონო გაბრიელ? _ვკითხე ღიმილით და მივხვდი რომ მასზე კარგი ხასიათები დედამიწაზე არ მეგულებოდა
-შესანიშნავად გუშინ ერთ ულამაზეს გოგონას ვთხოვე ცოლობა
-და რაო? _გამეღიმა
-დამთანხმდა მთელი ცხოვრება ჩემი ჭირვეულობა აიტანოს
-ჭირვეულობა? მე რომ შენი პირიდან წუწუნი არ გამიგია? _ვთქვი სიცილით და მოვეხვიე
-სად მიდიხარ წაგიყვან
-ყველაგნ შენ დაგყავარ
-მართვის მოწმობა აიღე და იქნებ ის მანქანაც გამოგადგეს მამაშენმა რომ გისახსოვრა
-ხომ იცი რომ მინდა მაგრამ...
-კარგი კარგი წამოდი წაგიყვან
_ამოთქვს სიცილით და მაკოცა
გზაში გიორგიმ დამირეკა საღამოს ოჯახურ ვახშამს ვაწყობთ თორნიკეს და მატილდას საპატივცეულოდ იმედი მაქვს არ გვაწყენინებთ და მოხვალთო
სუევილი არ მკლავდა მაგრამ გაბრიელმა მითხრა თუ ესე ძალიან გთხოვა სირცხვილია ცოტა ხანს მივიდეთ და მალე დავბრუნდეთ უკანოსაღამოს გზად კვლავ ყვავილები და ძვირად ღირებული ღვინო შევიძინეთ
სახლის კარს მივადექით და რამდენიმე წუთის მანძილზე ვცდილობდი სუნქვა დამერეგულიერებინა
კარი თორნიკემ გააღო და გამომეტყველება საგრძნობლად შეეცვალა როდესაც ჩემს თითზე ბეჭედი ხოლო წელზე გაბრიელის ხელი შენიშნა
-შეიძლება ? _ამოვთქვი ძლივს და სხეულში სისუსტე ვიგრძენი
რომ არა გაბრიელი ალბათ დაბლაც დავეცემოდი თანაც ვის წინ? თორნიკეს წინ?! გაბრიელმა შენიშნა რომ სუსტად ვიყავი და წელზე ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ მომხვია
-შემოდით_ გასიმა თორნიკეს ხმა ისევ ისეთი მკაცრი და ჯიუტი როგორც წლების წინ მალევე ეკაც გამოგვეხმაურა
-თორნიკე გაიცანით ერთმანეთი? გაბრიელ ეს ჩემი ვაჟი თორნიკეა თორნიკე ეს კი ბეატრისის შეყვარებული გაბრიელია
-უკვე საქმრო_ამაყად გამოაცხადა გაბრიელმა და ყვავილები ეკას გაუწოდა
თავს ზედმეტად ვგრძნობდი დაძაბულობამ პიკს მიაღწია და როგორც იქნა მოლოცვის შემდეგ ეკამ სუფრასთან მიგვიპატიჟა
YOU ARE READING
Elite/ელიტა
Romanceრა ხდება მაშინ როდესაც საკუთარ ღირებულებებზე წინ სიყვარულს აყენებ იმაზე რაზეც ამბობდი რომ არასდროს გააკეთებდი სიყვარულის გამო გამონაკლის უშვებ ეს არის თორნიკეს და ბეატრისის რთული სიყვარულის ისტორია (განა რომელი სასიყვარულო ურთიერთობაა მარტივი...