10

103 2 0
                                    

ეზოში შესულ ბეატრისს გზად მხოლოდ ალანის ქალიშვილი ხვდება

პატარა ღიმილით ეგებება ბეატრისს და გოგონაც საპასუხოდ რამდენიმე კომპლიმენტს უძღვნის პატარას

ბეატრისი სახლში შედის და მის და გასაკვირად სახლში თითქმის არავინ არაა

დამხმარეს პოულობს და ინტერესით ეკითხება სად არიან დანარჩენები გოგონაც არ აყოვნებს და ეუბნება რომ ქალბატონი ეკა სტუმართან ერთად ბატონი გიორგის კაბინეტშია ხოლო დანარჩენები გასულები არიან

ბეატრისი აღარ დაინტერესებულა სტუმრით თავის ოთახში დააპირა ასვლა როდესაც უეცრად მამაკაცის მკაცრი ხმა  შემოესმა კაბინეტიდან თითქოს მომთხოვნი და მკაცრი ამავდროულად ვნებიანი და ჯიუტი თითქოს და ეკა რაღაცას სთხოვდა და ამავდროულად ავალდებულებდა

გოგონას კვლავ ინტერესმა სძილია ალბათ ამ ცნობისმოყვარეობის გარეშე ბეატრისი საკუთარი თავი აღარ იქნებოდა

აღარც ჟურნალისტობა ენდომებოდა და აღარც ამდენ შარში გაყოფდა თავს თუმცა მაინც არ დანებდა უკან დაიხია და ხის თეთრ თხელ კარს მიუახლოვდა

ნელ-ნელა ხმა აღარ ისმოდა თავიდან მკაცრი და ხმაურიანი საუბარი უეცრად  სიჩუმემ ჩაანაცვლა თითქოს მხოლოდ შიგნით მყოფებმა იცოდნენ ამ სიჩუმის ფასი თითქოს მხოლოდ კედლებს უნდა გაეგოთ და დაენახათ ის რაც იქ ხდებოდა მაგრამ.. რეალურად ბეატრისსაც სურდა ყველაფრის გაგება და ამას აპირებდა კიდეც

კარს ყური კარგად მიადო და დაძაბულმა დაიწყო მათი მოსმენა ზოგისთვის სამარცხვინო ზოგისთვის კი მიუღებელმა საქციელბა ბევრი რამ შეცვალა ბეატრისს გაგონილის გამო შეცხვა და ოდნავ აწითლდა კითეც ამავდროულად სახეზე რამდენიმე ფერმა გადაურბინა ბოლოს კი გაფითრდა თითქოს ფეხში ძალა გამოეცალა ხვდებოდა რომ ადგის უნდა მოსწყვეტოდა მაგრამ ფეხს ვერ ადგამდა ძალა არ ჰყოფნიდა რადგან ამ სახლის კედლებმა კიდევ ერთი საიდუმლო გასცეს რის შენახვასაც ბეატრისი ნამდვილად ვერ შეძლებდა

Elite/ელიტაWhere stories live. Discover now