25

85 2 0
                                    

როგორც კი გაბრიელს მოვშორდი ტაქსი გავაჩერე და ჩემი მშობლების სახლში წავედი
უწინ დიდი და მოვლილი სახლი ეხლა ძალიან შეცვლილოყო არაფრით გავდა იმ ადგილს სადაც გავიზარდე
როგორც კი კარი შევაღე შიგნით დაბუდებულმა ჭუჭყმა იჩინა თავი ყველა ის ბინძური მოგონება მაშინვე ამომიტივტივდა გონებაში რაც ამ ოჯახში გადავიტანე

ფანჯრები გამოვაღე რომ სახლი გამენიავებინა დივანს თეთრი ნაჭერი მოვხსენი და მასზე კომფორტულად
მოვთავსდი

ადრე მეგონა რომ მხოლოდ ჩემი ოჯახი მალავდა საიდუმლოებებს თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ყველა სახლის ფარდებს მიღმა ხდება რაღაცეები რაც სახლის კედლებს ვერ/არ ცდება ყველა ცოდვას და შეცდომას ამ კედლებში მალავენ რომ მოირგონ იდეალური ოჯახის როლი რომ არავინ არ გაკიცხოს ან გააკრიტიკოს მათი გადაწყვეტილება
დღესასწაულებზე ერთმანეთს თავიანთი მიღწევებით ეჯიბრებიან შემდეგ კი არც ის ეზარებათ სუფრასთან თავიანთი შვილების "ამბები" ყველას გასაგონად განიხილონ

ისე დაბნელდა ვერც შევნიშნე უკვე საკმაოდ გვიანი იყო როდესაც სახლში წავლა მომაფიქრდა
აქ დარჩენას ყველაფერი მერჩივნა
ყოველ ჯერზე მეგონა რომ ამ ოთახებში დაიარებოდნენ ის მონტრები რომლებიც ჩემს განადგურებას წამებში მოახერხებდნენ იმ მოგონებების სახით რომლებიც ჩემი გონებიდან არ მიდიოდნენ

როგორც კი სახლი დავტოვე ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი კარები შევაღე თუ არა თვალი მოვკარი როგორ მოკალათებულიყო კომფორტულ სავარძელზე თორნიკე

გამიკვირდა და ოდნავ შევშინდი კიდეც მისი ასეთი უეცარი გამოჩენით
-რამე მოხდა?_ვუთხარი დაბნეულმა
-არაფერი
-მაშინ აქ რას აკეთებ?
-მომენატრე არ შეიძლება ?
-არა სახლში საცოლე გელოდება
-მორჩი მატილდაზე ლაპარაკს ვიცი რომ შენც იმავეს გრძნობ რასაც მე
-ვერც კი იაზრებ ისე მწარედ ცდები_ფეხზე წამოიჭრა და ჩემთან ახლოს მოვიდა თანაც იმდენად ახლოს რომ მის თითოეულ ამოსუნთქვას ვგრძნობდი
არაფერი უთქვამს თავისი ხელები ყელზე
მსუბუქად მომხვია და უფრო ახლოს
მიმიზიდა იმ წამსვე მაკოცა ეს კოცნა კი არაფრით გავდა იმ ღამინდელს როდესაც გამანადგურა არც მაშინდელს გავდა როდესაც საწოლში მასთან ერთად მონებივრე ოცნებებს ვაწყობდი

Elite/ელიტაWhere stories live. Discover now