მისი ღიმილი იმდენად ბავშვური და სუფთა იყო რომ შეუძლებლად მიმაჩნდა რომელიმე სულიერი მის მიმართ უარყოფითად ყოფილიყო განწყობილი
ყავა ორივესთვის გააკეთა თუ არა ვერანდაზე დავსხედით
უყურებდა გარემოს ხანდახან კი მზერას ჩემსკენაც გამოაპარებდა ხოლმე-იცი? საკუთარი თავის მიმართ მუდმივ უკმაყოფილებას გამოვხატავდი და ყოველი შემთხვევისას როდესაც საკუთარი თავით ვმაყობდი დაშვებული შეცდომები მახსენდებოდა და კვლავ საწყის პოზიციას ვუბრუნდებოდი უკან ვიხედი და ისევ ახლიდან ვიწყებდი ყველაფერს _დაიყო საუბარი ბეატრიმსა და ხელებში მოიქცია ყავის ჭიქა
-რატომ ხარ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად განწყობილი? შეცდომებს ხომ ყველა უშვებს _ამოვთქვი და მზერა წამითაც არ მომიშორებია
-პატარაობიდან მიმეორებდნენ რომ შეცდომების დაშვების უფლება არ მქონდა
და ყოველთვის საკუთარი თავის მაქსიმუმი უნდა გამომეყენებინა _მზერას არ მისწორებდა თითქოს ჰორიზონს გასცქეროდა და მის სიღრმეში იკარგებოდა
-ვისზე საუბრობ? ამას ვინ
გეუბნებოდა? _დავინტერესდი და ჩავეძიე ვინ ეუბნებოდა ამ სისულელეებს ბეატრისს
-ყველა ჩემს გარშემო
-მშობლებიც?
-მამაჩემი.. _ღრმად ამოისუნთქა და ყავა მაგიდაზე დადგა თმა აიწია რამდენიმე წამში კოსა შეიკრა და ისეთი ლამაზი იყო როგორიც არასდროს არცერთი გოგონა
მინდოდა რაიმე მეთქვა მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი-13 წლის ვიყავი როდესაც ჩემი უფროსი ძმა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა
მამაჩემმა რეალობის აღქმა დაკარგა ალკოჰოლს მიეჯაჭვა და ჩამოგვშორდა შეეძლო საათობით ან დღეების მანძილზეც კი მოერგო როლები რომ საზოგადოებაში მასზე ცუდად არ ესაუბრათ რეალურად კი საშინელი ადამიანი გახდა საკუთარ თავს და ყველაფერს ნიღბავდა და ყველას ატყუებდა ალკოჰოლი ხსნა იყო მისთვის მთვრალი კი საკუთარი თავის კონტროლს და ჯანსაღად აზროვნების უნარს კარგავდა
_ცოტახანს გაჩუმდა და ჩვენს შორის დუმილი ჩამოვარდა
-ხელით შეგეხო?!_ამის გაფიქრებისთანავე გავღიზიანდი ისე როგორც არასდროს
-ერთხელ..გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიკამათეთ თანაც ძალიან
სულ ასე ხდებოდა როდესაც ნასვამი იყო და სასაუბროდ მეძახდა მივედი ის ზიზღი ვერ გავაკონტროლე რასაც მის მიმართ ვგრძნობდი რადგან დედაჩემს საშინლად ექცეოდა მის მონოლოგს დიდხანს ვუსმენდი ბოლოს წამოვდექი და ოთახიდან გამოსვლისას მისმა სიტყვებმა გამაჩერა ყოველ ჯერზე ასეთი სახით რატომ მიყურებ რამე დაგიშავე-ო? შეიცხადა ისე თითქოს სამაგალითო მამა და მეუღლე იყო მე კი უმადური შვილი იმ წამს კი მოახერხა და საკუთარი თავი შემაზიზღა ამჯერად არამარტო ის საკუთარი თავიც მეზიზღებოდა ოთახიდან გავდიოდი ხელი მკლავში ძლიერად წამავლო და ოთახში დამაბრუნა ზუსტად მახსოვს სიტყვები რომელიც ჩემს ყურთან ამოიჩურჩულა მახსოვს მისი სურნელი რომელიც ჩემში ზიზღს იწვევდა მახსოვს ღიმილი რომლის დროსაც ტანში ჟრუანტელი მივლიდა მახსოვს ხმა რომლის გაგონებასაც ყოველ ჯერზე სიკვდილი მერჩივნა
პატარაობაში მიყვარდა მისი სურნელი ყოველთვის ამაყი და ბედნიერი შევცქეროდი მოზარდობაში კი მისი სურნელი გულს მირევდა სახლიდან გასვლისას ალკოჰოლის სუნის გადაფარვას რომ სუნამოთი ცდილობდა
თავი ვერ შევიკავე და კამათი დავიწყეთ სწორედ მაშინ ვიგემე პირველად და უკანასკნელად მამაჩემი ხელი "სასჯელი სიმართლისთვის" _გაჩუმდა ეტყობოდა რომ ყველა დეტალი ზედმიწევნით ახსოვდა და როცა ამას ყვებოდა თვალ წინ სწორედ ის სცენები უტრიალებდაცოტახანს ჩავფიქრდი სიტყვები ვერ მოვძებნე რომ რაიმე მეთქვა მისი მომზადებული უშაქრო ყავა მოვსვი და საოცრად ტკბილი მომეჩვენა
-შენ ამ ყველაფერზე მაღლა დგახარ ის აღარა არის მაგრამ შენ აქ ხარ ამიტომ უნდა იცხოვრო ისე როგორც გიინდა და დაივიწყო რადგან სხვა გამოსავალი არ გაქვს უკვე ვეღარაფერს
შეცვლი _ჩემი წინადადების დასრულება და ბეატრისის თავის ჩემ მკლავზე ჩამოდება ერთი იყოჩუმად ვისხედით ორივენი მე ბეატრისს ვუყურებდი ის კი გარემოს ავლებდა თვალს
ცოტა ხანში მეგონა რომ ჩაეძინა როდესაც კვლავ მისი მისუსტებული ხმა გავიგე-დედაჩემი ძალიან მენატრება
ის იყო ადამიანი რომელმაც უამრავი რამ გადაიტანა ჩემს გამო და ამ ყველაფერს არ იმსახურებდა _თვალზე ცრემლი მოადგა
თავისი გრძელი და ნაზი თითები თვალებთან ფრთხილად მიიტანა და ცრემლი შეიმშრალა პირველად ვნახე ქალი რომელსაც ტირილი და სიცილიც ერთნაირად საოცრად უხდებოდასაუბარი კვლავ გააგრძელა
-როდესაც მენატრება უამრავ სისულელეზე ვფიქრობ უამრავ რამეს წარმოვიდგენ ხოლმე ფიქრებში გართულს კი ერთი კითხვა მტანჯავს შემეძლო კი სცენარის შეცვლა? იქნებ რამის გაკეთება შემეძლო და არ გავაკეთე? _მოუსვენრობამ სძლია გასწორდა და თვალებში შემომხედა
-დავიძინოთ გვიანია_წარმოვთქვი ფრაზა რომლის გაჟღერებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა მაგრამ ბეატრისს ეტყობოდა რომ საშინლად გადაღლილი იყო დამთანხმდა და საძინებლში შესვლისას ჩამეხუტაარ ვიცი რატომ მაგრამ ეს ჩახუტება ყველაზე თბილი რამ იყო რაც მიგვრძვნია გულწრფელი და სუფთა ბეატრისის მსგავსად
YOU ARE READING
Elite/ელიტა
Romanceრა ხდება მაშინ როდესაც საკუთარ ღირებულებებზე წინ სიყვარულს აყენებ იმაზე რაზეც ამბობდი რომ არასდროს გააკეთებდი სიყვარულის გამო გამონაკლის უშვებ ეს არის თორნიკეს და ბეატრისის რთული სიყვარულის ისტორია (განა რომელი სასიყვარულო ურთიერთობაა მარტივი...