23

104 2 0
                                    

როდესაც დავრწმუნდი რომ ეძინა
საძინებლიდან გამოვედი და მდივნაზე ჩამოვჯექი არ მინდოდა მისი  ამ მდგომარეობაში დატოვება
ვერ ვიტანდი საკუთარ თავს რომ ის ამ დონემდე მივიყვანე

მდივანზე ვიჯექი მთელი ღამე არ მძინებია ხანაც ოთახებში დავიარებოდი და ვცდილობდი შემესწავლა ყველაფერი წვრილმანიც კი რომელსაც ვიცოდი რომ ბეატრისი უდიდესი ყურადღებით შეარჩევდა

ვიფიქრე რომ შემეძლო ჩემივე მიყენებული ჭრილობების განკურნება მაგრამ აღმოჩნდა რომ ეკლების ამოღება შეხორცებული იარებიდან ორმაგად მტკივნეულია
ძველი ჭრილობების გაცოცხლება კი საშინელი სიბოროტე

თავზე ისე დამათენდა გააზრებაც ვერ მოვასწარი დილი სიგარეტით დავიწყე და აივანზე ღერს ღეზე ვეწეოდი
უეცრად ეზოში მანქანა გამოჩნდა მანქანიდან კი გაღიმებული გაბრიელი გადმოვიდა სადარბაზოში მშვიდი ნაბიჯებით შემოვიდა და ბედნიერებას სახიდან ვერ იშორებდა

იმედით ავივსე რომ ამჯერად მაინც მოიკრებდა გამბედაობას და გააკეთებდა იმას რისი გაკეთებაც ვიცოდი რომ
მთელი გულით  სურდა თუმცა თავს იკავებდა იმედი მქონდა ამჯერად მაინც არ გავუშვებდი ხელიდან მისი ცემის შანსს

სახლში შემოვედი მაისური გავიხადე
მდივანზე მივაგდე და საძინებელში ბეატრისთან შევედი ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა ისევ ისე როგორც იმ დილით როდესაც ჩემს საძინებელში დავტოვე და წამოვედი
კარებთან ნაბიჯების ხმა გაისმა
ჯერ ფრთხილად დააკაკუნის შემდეგ კი
კარების საკეტის ხმამ ჩემამდეც მოაღწია
როდესაც მივხვდი რომ უკვე სახლში იყო საწოლიდან ნელა წამოვდექი

-ბეატრის გღვიძავს? რაღაც დამრჩა _მის სიტყვებს მე გამოვეხმაურე საძინებლიდან როდესაც საძინებლის კარი ფრთხილად გამოვაღე
-ბეატრისს ძინავს _ვუთხარი და მის წინ კმაყოფილი მზერით წარვსდექი თვალებიდან არ ამომივა მისი გამომეტყველება როდესაც ბეატრის სახლში დამინახა

Elite/ელიტაWhere stories live. Discover now