ნოემბრის დასაწყისში ჰოსოკი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა ჯონგუკთან. თან სომი ჰყავდა. შაბათ-კვირის გატარებას ორსულ ომოგასთან დიდი ბედნიერებით ელოდა ამდენ ხანს გოგონა და, როცა ბიძამ შესთავაზა წაყვანა, სომი სიხარულით დათანხმდა. ჰოსოკი დარწმუნებული იყო, რომ ჯონგუკსაც გააბედნიერებდა, მაგრამ საკუთარი ომეგის ნახვის სურვილს სხვა ვერაფერი სჯობნიდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა მას. მხოლოდ მიმოწერა და იშვიათად ვიდეოზარები სრულებით არ აკმაყოფილებდა იმ ალფას, რომელსაც ომეგა ახალი ნაპოვნი ჰყავდა და მასთან დროის გატარების მეტზე აღარაფერზე ფიქრობდა. როცა ჯეონთან ერთად იყვნენ, პაკი ყველა ძალას ხმარობდა, ჰოსოკის მზერას გაქცეოდა და თავადაც მისკენ არ ჰქონოდა ყურადღება იმაზე მეტად, ვიდრე ეს საეჭვო გახდებოდა მეგობრისთვის. შანსს არ უშვებდა ალფა, მარტო დარჩენილიყო ჯიმინისთან, მაგრამ ეგ ისეთი იშვიათად ხდებოდა ჯონგუკის მიზეზით, ხან ჰოსოკს სურვილი უჩნდებოდა, რომ დისშვილისთვის დაუფარავად, პირდაპირ ეთქვა, ვინ იყო მისთვის პაკი. შაბათ ნაშუადღევს მაღაზიაში გასულ უფროს ომეგას სწრაფად აეკიდა ჯონი. ჯონგუკის ყურადღება მთლიანად დაზე იყო გადართული, ჰოსოკს გაუმართლა, რომ სომის წამოყვანის იდეა გაუჩნდა თავში. ერთი-ორჯერ ისე დაიხელთა ომეგა, რომ მისგან წუწუნით, მაგრამ რამდენიმე წუთიანი ჩახუტება და კოცნაც კი მიიღო.
-ეჭვი მეპარება, რომ ჩემი დისშვილია._მთელი გზა ომეგის მტევანს არ უშვებდა ხელს და პარალელურად ჯონგუკის საქციელის გამო წუწუნს არ წყვეტდა.-განზრახ იქცევა. გეფიცები, შეიძლება ხვდება კიდეც და სპეციალურად მიკეთებს ამას._აღშფოთებულმა გადააქნია თავი.
-არაფერი იცის, ჰოსოკ.
-გველია, ნამდვილი გველი. ყველაფერი იცის მაგან._ჯიმინის ტუჩებს შორის მოთავსებული სიგარეტი გამოართვა, თავად მოქაჩა ღერს და კმაყოფილმა გაფანტა ჰაერში ნამწვავი.-აი, მე მითქვამს, ჯიმინ.

YOU ARE READING
TRIALISM - K.TH ☆ J.JK
Fiksi Penggemar-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...