22.

336 48 156
                                        

ამდენი ერთმანეთის მსგავსი და არცერთი დადებითი აზრი ზედმეტი იყო ომეგის გონებისთვის. ხანდახან უბრალოდ აღარ ეგონა, რომ ცოცხალი იყო. თუ კი აქამდე თვლიდა, რომ სირთულე ორსულობაში გახლდათ, ახლა ამ მდგომარეობასთან გამკლავება წარმოუდგენლად მიაჩნდა. თავს კონტროლს ვერ უწევდა, ვერ ფიქრობდა ისე, როგორც უკეთესი უნდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა და ამასთან გამკლავების ძალა აღარ ჰქონდა. ეგონა, რომ ყველაზე საშინელი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე ზუსტად იმ აზრების გამო, რომლებიც თავს ატყდებოდა ისე, როგორც კლდეს ბობოქარი ტალღები. საკუთარი შვილის ტირილზე მომენტალურად იწყებდა კანკალს, თვლიდა, რომ თუ რამე უჭირდა ბავშვს, მისი მიზეზით, იმასაც თვლიდა, რომ თუ შეეხებოდა, რაღაცას დაუშავებდა. ჭკუიდან იყო გადასული, ამაზე უარესი აღარაფერი იქნებოდა, არც სიკვდილი. მაგაზეც ეფიქრა.

გონებაში ყველაფერი ერთნაირად ბრუნავდა მაშინ, როცა სახლიდან გამოვიდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიდიოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ადგილზე გაჩერებით გაიგუდებოდა. საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა იმ მომენტში, როცა შუა ზამთარში თხელი მაისურითა და შარვლით გამოსული სანაპიროს შიშველი ფეხებით მიუყვებოდა. წყალი უსველებდა ტერფებს, სიცივის შეგრძნება აღარ ჰქონდა, თითქოს რკინის იყო და ადამიანურის აღარაფერი შერჩენოდა. ერთდროულად ყველაფერზე ფიქეობდა და თან არაფერზე. რა იქნებოდა, მისი ცხოვრება ასე რომ არ წარმართულიყო?! წლების მანძილზე ნაგროვები ძალა, დამოუკიდებლობის შეგრძნება, თავდაჯერებულობა, სიმამაცე ერთ წელზე ნაკლებ დროში ისე შემოეძარცვა, როგორც შემოდგომის სეზონზე ქარიან ამინდებში ხეებს გამხდარი, დასუსტებული ფოთლები. ჯონგუკი არასდროს ყოფილა მზად მშობლობისთვის, ეს ორსულობისასვე იცოდა. ნებისმიერ სხვა რამეს მოაბამდა თავს, შავს თეთრად აქცევდა, არაფრისგან ყველაფერს შექმნიდა, მაგრამ ამ მდგომარეობას ვერაფერი მოუხერხა. მატერიალური, ფიზიკურად შესახები არ იყო ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ჯონგუკი მიხვდა, რომ მშობელი მაშინ კი არ ხდება ადამიანი, როცა შვილს გააჩენს და ხელში აიყვანს, არამედ იმ წუთიდან, როცა მის არსებობაზე იგებს. ომეგას თითქმის არასდროს ჰქონია მშობლად ყოფნის შეგრძნება, არც შვილის გაჩენის შემდეგ და მეტიც, ისე მოხდა, რომ საკუთარმა საქციელმა თავის მიმართ უსაზღვროდ დიდი ზიზღი გამოიწვია. თესუზე უარესი გამოდგა.

TRIALISM - K.TH ☆ J.JKWhere stories live. Discover now