ზამთრის ცივ დღეს შესაფერისი ფერები დაედო მოღუშულ ცაზე. თოვდა გვიანი ღამიდან მოყოლებული, მაგრამ იმდენად ძლიერ ნამდვილად არა, ფიფქებს ერთმანეთთან შეხვედრისას დადნობა ვერ მოესწროთ. ის სივრცე, რომელსაც რამდენიმე საათის მანძილზე სარწეველა სავარძელში ჩვილით მჯდომი თეჰიონი ხედავდა ფანჯრიდან, ნაცრიაფერს მოეცვა. შენელებულად ცვიოდა ციდან უმსუბუქესი, ცივი, ნაზი ფიფქები. მკერდზე მიწვენილ ყველაზა პატარა არსებას ეძინა მამის ძლიერ მკლავებში, მაგრამ ისინი საკმარისი არ გახლდათ იმ სიმშვიდის შეგრძნებისთვის, რომელიც ომეგას უნდა მოეტანა ჩვილისთვის. თეჰიონს მთელი ღამე არ სძინებია ნორმალურად, უკვე მესამე კვირა სრულდებოდა ამ რიტმით და მნიშვნელოვნად არაფერი იცვლებოდა იმ ახალ ცხოვრებაში, რომელიც პატარის დაბადებამ მოუტანა ალფას. ჩვილი ბუმბულივით მსუბუქი იყო, მის სიმძიმეს ვერც კი გრძნობდა, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ შვილის სიახლოვე, მისი ტირილი, მისი სუნი ასეთი მძიმე იქნებოდა ჯონგუკის გარეშე. არადა თავიდან დარდი არ ჰქონდა, ისე სჯეროდა, რომ თავს გაართმევდა მარტოც კი.
-შეიძლება?_ჩუმი ხმით იკითხა ქალმა მანამ, სანამ კარს ბოლომდე შეხსნიდა და თეჰიონის საძინებელში შევიდოდა. ერთ წერტილზე გაყინული, უძილო მზერა დედაზე გადმოიტანა ალფამ.-ჩაეძინა?_მკრთალი ღიმილით დახედა შვილის მკლავებში ციდა შვილიშვილს.
-როგორც იქნა._ხმადაბლა ამოიჩურჩულა და კეფა სარწეველა სკამის საზურგეს მიაყრდნო.
-იქნებ დაგეწვინა, შენ კი ცოტა გეჭამა და მერე დაგეძინა?
-არ მინდა.
-სანამ ცუდად არ გახდები, მანამ არ გამიგებ?_საყვედურით შემოირტყა დოინჯი ქალმა.
-არ მინდა, რომ მეც მარტო დავტოვო და მეორე მშობლის გამოც დაკარგოს მოსვენება. რაც დაიბადა, ისედაც სულ ტირის.
-მარტო არ დატოვებ._ფრთხილად დაიხარა შვილიშვილისკენ.-მომიყვანე, დავაწვენ და მასთან ვიქნები, სანამ არ გაიღვიძებ. გპირდები, თვალს არ მოვაშორებ.

YOU ARE READING
TRIALISM - K.TH ☆ J.JK
Fiksi Penggemar-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...