მეშინოდა იმის თუ რა მოხდებოდა,როცა ჩემი შიშის საწინააღმდეგოდ ნაბიჯს გადავდგავდი.მეშინოდა უკუ რეაქციის.თუმცა ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ველოდი. გუშინდელი ღამის გახსენებისას სახეზე აშკარა ბედნიერება და ღიმილი მესახება.წვეულების ბოლომდე მეფე- დედოფალს გაქრობაში დავეხმარეთ.ჯეკის ვერტმფრენით თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრნენ.ვერტმფრენამდე მე და სეჰუნმა მივაცილეთ. სახლში დაბრუნებამდე ერთ ლამაზ ადგილას წავედით,საიდანაც ქალაქის სილამაზე უფრო მკვეთრად ჩანდა.თავიდან თითქოს ჩემგან თავს შორს და ამავედროს ახლოს იჭერდა.ვფიქრობ ჩემი რეაქციის მას ჩემზე მეტად ეშინოდა.
-რაზე გეღიმება?-ღიმილითვე მეკითხება ჩემს წინ მჯდომი ახალგაზრდა ფსიქოლოგი.
- გუშინდელი საღამო გამახსენდა.- ისევ მეღიმება.
- რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. - ფეხს ფეხზე იდებს და ყურადღებით მიყურებს.მისი ეს მზერა მაიძულებს გავაგრძელო.
- პირველ რიგში მინდა წინა შეხვედრიდან დავიწყო- მთლიანად ვიხსენები მასთან.- როგორც მითხარი მაშინებდა ყველა და ყველაფერი რაც მამაკაცთან სიახლოვეს შეეხება. მე კიდევ იმ დღეს ჩემდა უნებურად ამის საწინააღმდეგოდ ნაბიჯი გადავდგი მას ხელზე შევეხე.
- მშვენიერია- თვალები უბრწყინდება ჩემს ამ წინსვლაზე.
- ეგ კიდევ არაფერი თითქოს სრულიად შევიცვალე რაც მაშფოთებს.გუშინ მე თავად ვთხოვე ჩემთან ეცეკვაა.და ჩვენ... ის ისე ახლოს იყო. მე მის სუნთქვაას და გულის ცემას ვგრძნობდი.ის ისე ახლოს იყო.მთელი სხეულით ვეკვროდი.
- და შემდეგ? - ინტერესით შემომყურებდა - პანიკური შეტევა?
- არაფერი მაგდაგვარი. წამით ისიც ვიფიქრე,რომ მასაც ჩემსავით ეშინოდა და ელოდა ჩემს შეტევას,მაგრამ არ გამოსულა ბნელი კუნჭულიდან.
- ეს მცირედი წინ გადადგმული ნაბიჯი კი არადა უდიდესი ნახტომია- მიღიმის და თავის ჩანაწერებში რაღაცას ინიშნავს.- და მხოლოდ ცეკვა? -მის თვალებში ეშმაკურ ციმციმს ვამჩნევ და მეცინება.
- კიდევ იყო რაღაც.- თავს დაბლა ვხრი,ვიცინი მომენტი კი თვალ წინ კადრებივით მივლის.- ღამის წყვდიადში ამაღლებული ადგილიდან ქალაქს დავყურებდით.ჩვენ მანქანის ფარების შუქის გარდა მთვარეც გვანათებდა. წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა. სიცივემ მოიცვა იქაურობა მან კი უბრალოდ პიჯაკი გაიხადა და მომაცვა. ისე ახლოს იყო ჩემს სახესთან მისი სახე.უცებ სახეზე მისი ხელები ვიგრძენი. თვალები დავხუჭე უცებ და ველოდი,რომ მაკოცებდა ისევ თუმცა ჩემს სმენას ჩაცინების ხმა მოესმა.შინაგანად მთლიანად სიბრაზემ დამიარა და მზად ვიყავი მაგრად დამერტყა ამ დაცინვისთვის მისთვის,მაგრამ როცა თვალები გავახილე მისი ტუჩები ჩემს შუბლს ეხებოდნენ.სხეულში შიშის,პანიკისა და სიბრაზის ნაცვლად სითბომ დაისადგურა. ვგრძნობდი გული როგორ სწრაფად ცემდა ოღონდ ამ ჯერად არა შიშისგან არამედ აღმაფრენისგან.მუცელში კი პეპლებმა დაიწყეს ფარფატი.- ხელი მუცელთან მიმაქცს და იმიტაციას ვაკეთებ როგორ დაფრინავენ პეპლები ჩემს მუცელში. ორივეს სიცილი გვიტყდება.
- მიხარია ამის მოსმენა. ჩემი დახმარება მხოლოდ მცირედი დაგჭირდა,რადგან შენს თავში იპოვე ძალა გადაგელახა ყველაფერი, უბრალოდ ბიძგი გჭირდებოდა და ვინმე ვისაც ამაზე თავისუფალად დაელაპარაკებოდი.
- ასე ფიქრობთ? ფიქრობთ,რომ მზად ვარ ამ ურთიერთობისთვის? ან იქნებ მას უბრალოდ ვეცოდები და სულაც არ სურს ჩემთან სხვანაირი ურთიერთობა.- წამში მიქრება ღიმილი სახიდან.
- დარწმუნებით მე ვერ გეტყვი რას გრძნობს ის თუმცა ვფიქრობ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ეცოდები.ამას დრო გიჩვენებთ. ხოლო რაც შეგეხება შენ ნამდვილად ხარ მზად ახალი ურთიერთობისთვის... - ჩვენი საუბარი ისე გაგრძელდება დრო სულ გამოგვეპარა. ვსაუბრობდით როგორ მეგობრები და არა როგორც ექიმი და პაციენტი.
***
სახლიდან ისე წამოვედი ერთმანეთს არ შევყრილვართ. ალბათ იმიტომ რო სახლიდან ადრე გამოვედი.ჯერ ჩემს ექიმს ვესტუმრე ახლა კი კომპანიაში ლამის შევრბივარ.
- მაპატიეთ დამაგვიანდა- გადასაღებ მოადანზე შევდივარ. ლი ნინგი კი მომღიმარი შემომყურებს ისევე როგორც ფენგი.
- არაუშავს ძვირფასო. დღეს ამით მოვრჩებით და თავისუფალი იქნები ჩემგან.
- რას ბრძანებთ- თავაზიანობას ვიშველიებ. მინდა ავღნიშო,რომ ყველაზე თბილი დირექტორია ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
- საღამოს საქმის შემდეგ ვახშამზე გვეპატიჟებით- ორივეს გვიღიმის და ჩვენც ვეთანხმებით თავის დაქნევით.
***
სეჰუნი P.O.V
ჩემზე მოცლილი ამ სახლში არავინ არის. მეგონა დღეს მასთან ერთად გავატარებდი. საქმე არაფერი მაქვს. დღე უაზროდ გადის.არც თაკოა სახლში,რომ ცოტა გამეწვალებინა.მე ხომ ასე მომწონს,როცა ბრაზდება ჩემს საქციელებზე.თუმცა დილიდან გაქრა. ალბათ გუშინ ზედმეტი მომივიდა.მაგრამ მე ხომ ძალიან ვფრთხილობდი.
- აააჰ- ვხვნეში. სახეზე ხელს ვისვავ და მისაღებ ოთახში სავარძელში ვეშვები.
- რას აკეთებ საყვარელო? -სახლში დარჩენილი ქალბატონი დაუშრეტელი ენერგია ჩემს წინ სავარძელში ჯდება.ვსწორდები და ნორმალურად ვჯდები.
- დროს ვკლავ.- ვუღიმი. - თქვენ რას აკეთებთ?
- მეც ასევე. ჩემი გასაკეთებელი აქ არაფერია. ნია და ჯეკიც აქ არ არიან. თაკოც გადაღებაზეა. ვფიქრობ უკვე ჩემი წასვლის დრო დადგა.ბილეთი ხვალისთვის დავჯავშნე.
- თაკოც თქვენთან ერთად მოდის?-მცდება უცებ პირიდან. ბებია სიცილს ვეღარ იკავებს.
- არა საყვარელო.ცოტახნით კიდევ რჩება. რამდენიმე დღით.
- და თქვენ რატომ მიდიხართ ასე მალე.
- ჩემი საქმეები მოითხოვს უფროსის ადგილზე ყოფნას- თბილად მიღიმის ისევ.ლაპარაკს მისი ტელეფონის ხმა გვაწყვეტინებს.- თაკოა- მატყობინებს რატომღაც და სახეზე იდუმალი ღიმილი აქვს. ჯანდაბა ყველა ხვდება თუ რა მემართება მის მიმართ.- კარგი საყვარელო არ დაგელოდები.- რას ნიშნავს არ დაელოდება? სად მიდის? სმენად ვიქეცი მან კი ტელეფონი გათიშა.- ვახშამზე არ მელოდოთო.
- რა ვახშამი?-წინ ვიწევი და პასუხს ველი.
- როგორც მითხრა იმ მოდელთან ერთად ვახშმობს.- ქალი წარბ აწევით მიყურებს. მე კიდევ ნერვები მეშლება.რა საჭიროა ეს ვახშამი მასთან ერთად. თუმცა თავს ვიმშვიდებ რადგან მახსენდება,რომ ლექსო მასთან იქნება.
- საღამო მშვიდობისა - ოთახში ხსენებაზე ლექსო შემოდის.- როგორ ხართ? თაკო უკვე მოვიდა? -მხიარულად გვერდით გვიჯდება.სანამ ვინმე რამეს იტყვის მე ვასწრებ.
- შენ რატომ არ ხარ მასთან? - სიბრაზისგან წარბი მეძგიბება.
- საქმიანი შეხვედრა მქონდა.- სავარძლიდან სწრაფად ვდგები და იქვე დაგდებულ მანქანის გასაღებს ხელს ვავლებ და გასასვლელისკენ მივდივარ. სანამ გავალ ლექსოს გაოცებული ხმა მწვდება. - რა მოხდა?- ამ კითხვას კი ქალის გულიანი სიცილი ანაცვლებს. დანარჩენი აღარ მესმის. მანქანა ფარეხიდან გამომყავს და ქალაქისკენ მივდივარ.თუმცა ხომ არ ვიცი სად არიან.
- ჯანდაბა- საჭეს ხელს ვურტყავ და მანქანას გვერდით ვაჩერებ. - რა გემართება უბრალოდ ვახშამია.- თმას უკან ნერვიულად ვიწევ. ტელეფონს ვეძებ და იმის მაგივრად დავურეკო ტექსტურ შეტყობინებას ვუგზავნი.
"სად ხარ?"-ყოველ წამს ტელეფონს დავყურებ პასუხის მოლოდინში.
"ბატონ ლინგთან და ფენგთან ერთად რესტორანში ვვახშმობ"-მიხარია, რომ მარტო არ არის.ამას ბებიამისსაც ეტყოდა,მაგრამ რატომ არ მითხრა?საპასუხო ტექსტს ვწერ მაინც.
"რომელ რესტორანში?"
" კომპანიასთან ახლოს ფრანგული რესტორანი, რომ არის. რამე მოხდა?"- პასუხს აღარ ვწერ უბრალოდ იმ რესტორნისკენ მივდივარ.მანქანას შორი ახლოს ვაჩერებ. ფანჯარასთან ახლოს სხედან. უბრალოდ თვალს ვადევნებ არ გადავდივარ. გვიან მომივიდა თავში აზრად,რომ უხერხული იქნებოდა მათ თავზე დავდგომოდი. მითუმეტეს ლინგიც მათთან ერთადაა.მიუხედავად მისი ღიმილისა ვამჩნევ ნერვიულად დაჰყურებს ტელეფონს.უცებ ჩემი უპასუხო ესემესი მახსენდება.მეცინება და ტელეფონს ისევ ხელში ვიღებ.
" არაფერი. გემრიელად მიირთვი. "- ვხედავ ტექსტის კითხვისას როგორ იღიმის.იქ მყოფნი ამჩნევენ და ტელეფონს უხერხულად დებს დაბლა.
მათი შემხედვარე ჩემი მუცელი ხმას გამოსცემს.ლინგი ცოტახნით ტოვებს მათ. მე კი მზერა უფრო მეძაბება. ერთმანეთს ისე უცინიან გეგონება ბავშვობის მეგობრები იყვნენ.ლინგი მალევე ბრუნდება, თუმცა ამჯერად თაკო დგება სუფრიდან.ორივეს თავს უხრის და თავის ნივთებს კრიბავს. კარებთან ტაქსი ჩერდება,სანამ გამოვა ტაქსს ვუახლოვდები თანხას ვაწვდი და ვუშვებ.გამოსულს თვალებში მე ვხვდები და გაოცებული მიყურებს.
- აქ რა გინდა?-უკან იყურება თითქოს ამოწმებს,ხომ არავინ გვხედავს.
- შენს წასაყვანად მოვედი.ღამე ტაქსის მძღოლებს არ ვენდობი- ვთხრი უცებ საიდანღაც,არადა სიგიჟემდე მინდოდა დღეს მისი ნახვა.მითუმეტეს,რომ გავიგე მასთან ვახშმობდა თავი ვეღარ შევიკავე. რადგან ამას ვერ ვეუბნები უბრალოდ ვატყუებ და ჩემი მანქანისკენ ვუთითებ. ისიც მიღიმის და მანქანაში ჯდება.
სახლის გზას ვადგავრთ და სიმართლე ვთქვა უხერხული სიჩუმეა ჩამოწოლილი. ასე ჩუმად ვმგზავრობთ. ვერც ვერაფერს ვიფიქრებ ამ სიჩუმის დასარღვევად.სახლში შესულებს წინ არავინ გვხდება.მუცელი ისევ ღმუის ამჯერად ისე ხმამაღლა გვერდით მასაც ესმის და ეცინება.
- ჩემთან ისე წამოხვედი არც გივახშმია? - იცინის და სამზარეულოსკენ მიდის. მეც უკან მივყვები.სიუ იქ არ არის. მაგიდაც ალაგებულია. მაცივარში ძვრება. საჭმელს მაგიდაზე აწყობს.- ივახშმე- თბილად მიღიმის.მე კი მინდა ახლა ჩემს მკლავებში მოვიგდო და მის ტუჩებს დავეწაფო. შიმშილიც გაივლის. მაგრამ მხოლოდ ხელს ვკიდებ ხელზე და ვაჩერებ მანამდე სანამ გავა.
- არ მიყვარს მარტო ჭამა-ვეუბნები და თან ვცდილობ ისეთი სახე დავიჭირო,რომ დარჩეს.რჩება. კმაყოფილი ვჯდები ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე და ამავდროულად მის წინ. საჭმელს გემრიელად მივირთმევ,თან მის სახეს უფრო ვაკვირდები. მასთან ერთად კიდევ უფრო გემრიელია საჭმელი.
- რატომ მოხვედი? -მეკითხება უცებ.
- უკვე მოხვედით?-სანამ ხმას ვიღებ სამზარეულოში ლექსო შემოდის. მეგონა უკვე წასული იყო.თაკოს მთელი ყურადღება ახლა მასზე გადააქვს.
-არ მეგონა აქ თუ იყავი?-მის გვერდით ჯდება ეს ბიჭი.
- გელოდებოდი.თან ცოტახანი ბებიაშენთან ვიჭორავე- თაკოს მის ნათქვამზე ეცინება.- ხვალ მიდის.
-ხო ვიცი - სახე სევდიანი უხდება.-რამდენიმე თვე ვეღარ ვნახავ.
- რატომ?-ახლა მე ვერთვები ლაპარაკში.დღეს ლექსო საქმიან შეხვედრაზე ლაპარაკობდა ნუთუ აქ რჩება?შინაგანად მიხარია ეს ამბავი,თუმცა არ ვიმჩნევ.
-რადგან აქედან პირდაპირ მილანში მივდივართ - მის მაგივრად ლექსო მპასუხობს. ის კი თვალებში მიყურებს.
- როდის? - ჩემი ნაადრევი სიხარული სადღაც გაქრა.თეფზე ხელში შეყინული დანა-ჩანგალი დავდე.
- კვირის ბოლოს- ამას თვითონ მეუბნება.ისევ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს.
- მადლობა ვახშმისთვის. მე დაგტოვებთ.- თითქოს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ხმას არ იღებს. მეც ჩუმად გავდივარ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ.
***
თაკო P.O.V
მეჩვენება თუ არ უნდა ჩემი წასვლა??? მიმავალს თვალს ვაყოლებ. თითქოს შიგნით რაღაც მწყდება.გონს ლექსოს თითების ტკაცუნს მოვყავარ.
- ჰეი. დედამიწა იძახებს თაკოს-მის ნათქვამზე მეცინება და მსუბუქად ხელს ვურტყავ მხარზე.- ამ ბოლო დროს ბევრს მირტყავ.როგორც ჩანს იმ ექიმმა გიშველა.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ.ხვალ ბებია ერთად გავაცილოთ. შემდეგ ახალი შემოთავაზება განვიხილოთ. შაბათისთვის ბილეთების დაჯავშნა არ დაგავიწყდეს.ხოდა და რაზე იჭორავე ბებიასთან მაინტერესებს.- მივაყარე ერთმანეთს სათქმელი და ამოვისუნთქე.
-ჰოი დამშვიდდი.პირველი აუცილებლად ერთად გავაცილებთ.მეორე ბილეთები კარგა ხნის წინ დავჯავშნე და მესამე ჩემი და ლიკას საუბარი ჩვენს შორის დარჩება- კმაყოფილი მიღიმის. მე კი მინდა ერთი ჩავარტყაა,მაგრამ იმდენად საყვარლად იყურება მხოლოდ მეცინება.
- კარგი წავედი უკვეე გვიანია-მაგიდიდან დგება და წასასვლელად კარებისკენ მიდის.
- არ გინდა აქ გადმოხვიდე სანამ წავალთ? ჯეკმაც ხომ გითხრა- უარყოფის ნიშნად თავს სწრაფად აქნევს.
- გმადლობთ მშვენივრად ვარ სასტუმროში - ხელს მიქნევს. და კარებში უჩინარდება.ჩემს თავში უამრავი ფიქრი იჭრება. ჩაფიქრებული და აფორიაქებული საძინებლისკენ მივდივარ. საწოლზე ზურგით ვეცემი. გვერდით ოთახიდან მხოლოდ სიჩუმეა. აბაზანაში შესვლისასაც აღარ შემომგებებია მისი გაბურძგნული თავი,რომელიც ყოველთვის ჩემს გაბრაზებას ცდილობს.
***
ტუმბოზე დადებული ტელეფონის ხმა მაღვიძებს.
YOU ARE READING
"Philophobia" (სრულად)
Fanfiction"შიში სიყვარულისა" გაუცნობიერებლად იდებს შენს სულში ადგილს და მთელ გონებას იცავს. უმიზეზოდ არაფერი ხდება.