მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ჟურნალისტი გვახვევია თითქოს იქ მხოლოდ მე და ის დავრჩით. იმის მაგივრად ისევ გამერტყა ან ხელის კვრით უკან გამეწია,უბრალოდ ხელებს მის მაისურს ვუჭერ წელზე.ჩემს ტუჩებს ნელა შორდება,თუმცა მაინც ახლოს დგას.თვალებს ვახელ და მის გაბრწყინებულ მზერას ვაწყდები.ლაპარაკის უნარი დავკარგე თუ რა მემართება? ხელი თავისი წელისკენ მიაქვს ჩემს ხელს ეხება.წინ სააშკარაოზე გამოაქვს და თითებს ერთმანეთში ხლართავს.შემდეგ ისევ ჟურნალისტებს უბრუნდება
-შეგიძლიათ ეს დაწეროთ და არა უაზრო ჭორები.ის ჩემია-ამ სიტყვებზე მას ვუყურებ თვალებ დაჭყეტილი. ჩვენი ხელები წინ გააქვს უფრო მკაფიოთ,რომ გამოჩნდეს.მათ ყველა კითხვას უპასუხოს ტოვებს.ჩემთან ერთად ბრუნდება და შენობაში შევდივართ.
დერეფანში ჯერ კიდევ დაბნეული მივყვები. ახლა რა იქნება? ჩემთვის ვფიქრობ და რაც უფრო ვუღრმავდები ჩემს ფიქრებს მასზე ნერვები უფრო მეშლება.დერეფანში გვერდით მივყვები ჟურნალისტების თვალს მოვეფარეთ. უცებ ვჩერდები,ისიც ჩერდება კმაყოფილი მომღიმარი მიყურებს.
- ახლა უნდა გამარტყა?- მეუბნება და სახე ახლოს მოაქვს.თვალებს ხუჭავს და დარტყმისთვის ემზადება.უბრალოდ ვუყურებ ახლა მართლა მინდა ერთი კარგად გავარტა ისე,რომ ჭკუაზე მოვიყვანო.
- იდიოტი ხარ-მშვიდ ტონს ვინარჩუნებ. სახე მთლიანად ეცვლება. ხელს ვხსნი მისი ხელიდან.
- იმიტომ, რომ ის გავაკეთე რაც მინდოდა?-სიბრაზის ელფერი ესახება სახეზე.- გერჩივნა მასზე დაეწერათ?-ბოლოს უკვე აშკარად ხმას უწევს.თუმცა არა იმდენად მთელ კომპანიაში ისმოდეს.
- კი. მერჩივნა დაეწერათ ჩემზე და ფენგზე,ვიდრე ჩვენზე.- სახეზე კიდევ უფრო ეტყობა ჩემი სიტყვებისგან გამოწვეული სიბრაზე.ხმას მეც ავუწიე ცოტა. იქნებ შევიდეს მის ტვინამდე.-რადგან ის სრული ფარსი იყო და თავს იმაზე ადვილად დავაღწევდით ვიდრე შენ ფიქრობ.არც ერთს პრობლემები არ შეგვექმნებოდა.ახლა კი...- მღლის დაძაბული ლაპარაკი და ხმას დაბლა ვუწევ.- იდიოტი ხარ რადგან ყველაზე დიდ შარში შენ ჩაიგდე თავი.- ხელი შუბლისკენ მიმაქვს და ვისრეს.
- ანუ ჩემზე ღელავ?-თვალებში შევცქერი.სახე ისევ გაბადრული აქვს.მართლა იდიოტია. ახლა იმაზე ფიქრობს რამდენად მადარდებს მე და არა იმაზე თუ რა მოუვა თვითონ.
-არ ვღელავ- ცივად ვახლი,თუმცა მაინც ხვდება,რომ ტყუილია და მომღიმარი შემომყურებს.
- არა ჩემზე ღელავ- მიბრუნებს პასუხს.უნდა ხელით ცხვირზე მომკიდოს,მაგრამ ხელს ვაწევინებ და სწრაფად ვეცლები გვერდიდან. დირექტორის კაბინეტისკენ მივდივარ. - მითხარი, რომ ჩემზე ღელავ- მომყვება უკან ძახილით.ორივე კარებთან ვჩერდებით. უკან სწრაფად ვბრუნდები.ისე ახლოს იდგა წონასწორობა დავკარგე.ხელები მაგრად ჩამჭიდა და მკერდზე მიმიკრა.- მითხარი - ჩურჩულებს ჩემს ტუჩებთან ახლოს.
- ჯანდაბა. ვღელავ! ვღელავ! კმაყოფილი ხარ?-ვუცრი კბილებიდან.
- ძალიან- სწაფად მკოცნის და მცილდება.გვერდით დგება,კარების სახელურს ხელს კიდებს. - არ შემოდიხარ?-ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ მის ხმაში როგორ იღიმის. მე კიდევ ახლა მინდა საკუთარი მომუშტული ხელი სახეში მივირტყა.ვბრუნდები და სანამ ის გააღებს კარებს მე ვაღებ. ორივე ერთდროულად შევდივართ ლინგის კაბინეტში,სადაც ლინგი,ფენგი და ლექსო არიან. ყველა ჩვენ შემოგვყურებს.
- სეჰუნ შენ არ გელოდით,თუმცა მოდი დაჯექი- ლინგი უცინის და სავარძლისკენ ხელს უშვერს.
-მაინც არ ვაპირებდი გასვლას- ჩუმად ბურდღუნებს.იქ მყოფებიდან მხოლოდ მე მესმის და ვცდილობ თვალები შეუმჩნევლად ავატრიალო.- შენც დაჯექი ძვირფასო - ახლა მე შემომყურებს. - როგორც ჩანს ჯერ არ გაუგიათ წუთის წინანდელი შოკი ამბავი. სავარძლებისკენ მივდივარ.- არ ვიცი ეს როგორ გაიგეს,მაგრამ ყველაფერს მოვაგვარებთ. - ასეც ვიცოდი არ გაუგიათ ჯერ.ლექსოს გვერდით დაჯდომას ვაპირებ, თუმცა ხელზე შეხებას ვგრძნობ და ინერციით სეჰუნის გვერდით ვჯდები. გაფართოებული თვალებით შევცქერი და არა მარტო მე. თვითონ კი იღიმება ისევ.ხელს არ მიშვებს,მიუხედავად იმისა ვცდილობ გამოვწიო.მზერა ჩემიდან ლინგზე გადააქვს.
- ნუ ნერვიულობთ უკვე მოვაგვარე. თქვენ კომპანიას და ბატონ შუ ფენგს პრობლემები არ გექნებათ.- კმაყოფილი და სიამაყით ამბობს.სწრაფად ვავლებ ყველაას მზერას.ლექსო შეფარვით მიღიმის და გაბრაზებულზე მინდა ჩანთა ვესროლო,თუმცა თავს ვიკავებ.- შეგიძლიათ ტელევიზორი ჩართოთ.- ანიშნებს სეჰუნი კედელზე ჩამოკიდებულ პლაზმურზე.გაოცებული ლინგი პულტს ხელს კიდებს და პირველივე არხზე აჩერებს.სადაც გაფუჭებული კადრივით მხოლოდ ჩვენი კოცნის სცენას ატრიალებენ.ისღა დამრჩენია სახეზე ხელი ავიფარო ჩემი ლოყების სიწითლის დასაფარად. მაგრამ ამას არ ვაკეთებ თვალს მათკენ ვაპარებ. ტელევიზორიდან მზერა ყველას ჩემზე გადმოაქვს.ააჰ ჯანდაბა. "ლექსო იცოდე მაგ სიცილს განანებ"მხოლოდ მასზე თუ ვიყრი ჯავრს.სხვა დაბალი ღობე არ მყავს. ყველა მე მიყურებს. ახლაღა ვამჩნევ,რომ ლინგიც უცნაურად მომღიმარი გვიყურებს.
- კარგია,რომ ეს პრობლემა მოგვარდა. - ხელებს ერთმანეთს ახებს.ტუჩის კუთხეზე ღიმილი ეპარება. - თქვენ ამბავს რაც შეეხება ვიცოდი- სახე ებადრება ლინგს. -თავიდანვე ხომ ვამბობდი ამაზე. - სიხარულისგან ხელებს ერთმანეთს ურტყავს.ღმერთო ასე რამ გაახარა. ლამის პირი ჩამომივარდეს შოკისგან. - შემდეგი კოლექცია თქვენია.- თითს ჩვენსკენ იშვერს. სეჰუნიც უღიმის და თავს უქნევს.
- უარს აღარ ვიტყვი - პასუხობს,თან ხელზე ხელს კიდევ უფრო მიჭერს.არც ფენგი და არც ლექსო ხმას არ იღებენ. ლექსოს სახეზე ვატყობ ყველაფერს აი მას კი ვერ გავიგე რატომ აქვს მოწყენილი სახე.
დირექტორის ოთახიდან გამოვდივართ როგორც იქნება. ყველაფერი დამთავრდა. ვცდილობ სახე გავიგრილო ხელის ქნევით. გვერდით ლექსო მიდგას და დამცინის. სეჰუნი ლინგთან დარჩა. ფენგი მოგვიახლოვდა
- სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა - ხელს მიწვდის და მეც თამამად ვართმევ.ლექსო გაოცებული მიყურებს. უკვე მეც მიკვირს ჩემი თავის.
- ჩემთვისაც - ვპასუხობ და ხელს ვუშვებ.
- გამიხარდება მართლა რაღაც, რომ ხდებოდეს ჩვენს შორის. ცუდია,რომ მხოლოდ ჭორი იყო - მიღიმის მორცხვად."მოიცა რა?!"უცებ მიელავს თავში.სანამ რამეს ვიტყვი ზურგს უკან ხმა მესმის.
- მაგრამ არ ხდება და არც მოხდება. - სეჰუნი გვიახლოვდება და ჩვენს შორის დგება.- დაგემშვიდობებით.ჩვენ წავალთ.- ხელს მკიდებს და მივყავარ.დამშვიდობებას ძლივს ვასწრებ.
- სულ გაგიჟდი?-ვექაჩები ხელზე.-ნუ მიმათრევ.- ჩერდება და ჩემსკენ ბრუნდება.
- მართლა ვგიჟდები, როცა სხვასთან გხედავ. - გვერდით ლექსო ჩერდება და გვიყურებს.
- არ მითხრა,რომ მეც თავი შორს უნდა დავიჭირო - იოცებს ლექსო და მკერდზე ხელს თეატრალურად იდებს.
- არა შენ მისი მეგობარი ხარ.-ლბება მის მიმართ.
- ეს რა შარში ვარ?!-ვბუტბუტებ ჩემთვის და ვტრიალდები გასასვლელისკენ მივდივარ. ორივე უკან მომყვება. მგონი ის დრო მენატრება როცა ყინულის დედოფალი ვიყავი.
***
მთელი დღე ვგრძნობ როგორ მიყურებს, მიცინის და თითქოს მზერით მეფერება. მე კიდევ იმის მაგივრად მიხაროდეს ვბრაზობ.მისი საქციელის გამოა მთელი დღე ტელეფონი, რომ ურეკავს და არ პასუხობს.ბებიას გასაცილებლად ისიც გამოგვყვა.დილანდელი ამბის მერე ლამის კბილებამდე შენიღბული ვარ.წასვლამდე ბებიას მკლავებში ვექცევი და ვნებივრობ.ვცდილობ ოთხი თვის მარაგი სითბო წამოვიღო მისგან.
- თავს გაუფრთხილდი და ბევრი ჭამე იცოდე- მაფრთხილებს და სხეულიდან მიცილებს.- ლექსო შვილო გაბარებ ჩემ გოგოს. -ისიც თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. ამ სიტყვებზე უკმაყოფილოდ მოფრუტუნე სეჰუნს ვუყურებ და მეცინება.როგორც ჩანს ბებიაც ამჩნევს.- ყმაწვილო-მიმართავს მას და ისიც სმენად იქცა -გირჩევნია ჩემ გოგოს კარგად მიმიხედო თორე საქმე ჩემთან გექნება-თითქოს მუქარის ხმით ეუბნება,თუმცა სითბო ჟღერს. თბილად ეხვევა ორივე ერთმანეთს.
ყველას გვემშვიდობება და გასასვლელში უჩინარდება.
***
ლექსო ჩემი ხვეწნის მიუხედავად სასტუმროში დაბრუნდა.დილის შეხვედრა მოიმიზეზა. სახლში მისული სანამ რამეს მეტყვის უკან მომავალი მანამდე ოთახში შესვლას ვასწრებ.დღეისთვის ნამეტანი ბევრი ემოცია იყო.სურვილიც კი არ მაქვს ტელეფონში ახალი ამბები გადავამოწმო.შხაპს მანამ ვიღებ,სანამ ოთახში ამოვა და ვიცი ეს ისევ ჩემი გრძნობების არევით დამთავრდება.
მშია.საშინლად მიბუყბუყებს მუცელი.დაბლა ფრთხილად ჩავდივარ და ლამის ყველა მხარეს ერთდროულად ვიყურები. სამზარეულოში ვიპარები ბუტერტბროდს ვაკეთებ და წვენის ჭიქასთან ერთად უკან ეზოში აუზთან მივდივარ. იქვე შორი ახლოს მდელოზე ვჯდები. მომწონს აქაურობა. ცა და მისი სილამაზე კარგად ჩანს.მითუმეტეს დღეს სასწაულად კაშკაშებენ ვარსკვლავები.ფიქრებში ჩემდა უნებურად მეპარება ისევ. დღევანდელი ყოველი მისი ნამოქმედარი. გაბრაზების მიუხედავად სახე მებადრება. იდიოტია,მაგრამ საყვარელი იდიოტი. ტუჩებთან მოტანილი ჭიქა მიშეშდება და უაზროდ ვიცინი.
- ჩემზე ფიქრობდი ხომ?-მესმის მისი ხმა და თან მოწყვეტით გვერდით მიჯდება.
- კი-მცდება უცებ პირიდან.- ჯანდაბა- ვბურდღუნებ.ის კი სიცილით იგუდება.- ელაპარაკე?
- ვის?-გაოცებული მიყურებს.
- იმას ვინც დღეს განუწყვეტლივ გირეკავს.
- ბიჭები, მენეჯერი და რამდენიმე ჟურნალისტი იყო,თუმცა არც ერთისთვის არ მიპასუხია- კმაყოფილი შემომყურებს ისევ.
- მერე ეგ კარგია? ბიჭები ინერვიულობენ შენს გამო.
- შეტყობინება გავუგზავნე.როგორი მზრუნველი ხარ- ჩემსკენ მთელი ძალით ბრუნდება და ახლოს იწევა. გული ლამის ყელში ამოვარდეს. ამჯერად ველი,რომ იმას იზავს რასაც ყოველთვის. კიდევ უფრო ახლოს იწევს და თვალებში მიყურებს.უცებ დაბლა იხრება და ჩემს ნახევრად შეჭმულ ჰამბურგერს წვდება.
-ჰეი ეგ ჩემია- მსუბუქად ვურტყავ ხელს მხარზე.
- ახლა ჩემია- მეკრიჭება და მეც ძალაუნებურად მეცინება. მზერა წინ გადააქვს და ჰამბურგერს შეექცევა.მე კი მისი პროფილის შეთვალიერების უფლებას ვაძლევ თავს.ვერც კი ვიაზრებ იმდენად სწრაფად ვეხები მის ლოყას ჩემი ტუჩებით. მალევე ვიწევი უკან.მისი გაოცებული თვალები შემომყურებს.
- მადლობა,რომ ჩემს გვერდით ხარ- ვეუბნები და მორცხვად ვიღიმი.ორივე ხელებს შლის ახლოს მაჩოჩებს და მიხუტებს. მე კი უბრალოდ ვინაბები მის მკლავებში.
YOU ARE READING
"Philophobia" (სრულად)
Fanfiction"შიში სიყვარულისა" გაუცნობიერებლად იდებს შენს სულში ადგილს და მთელ გონებას იცავს. უმიზეზოდ არაფერი ხდება.