ვაღიარებ,რომ დილას შევხვედრილვარ გოგოსთან, რომელსაც დაუკმაყოფილებია ჩემი მოთხოვნები.თუმცა განსხვავებულად არანაირი სიყვარული და სხვა გრძნობები გარდა ჟინისა.მასთან კი ყველაფერი სხვანაირად არის.მეც მიკვირს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩახუტებულებს გვეძინა. მის თბილ თხელ სხეულს ისევ ჩემს მკლავებში ვგრძნობ.მისი სურნელით ფილტვებს ვავსებ.არ ვინძრევი არ მინდა გავაღვიძო.მინდა კიდევ გაგრძელდეს ეს წამები.თმას ფრთხილად უკან ვუწევ ყურისკენ. ტუმბოდან ფრთხილად ვაცურებ ჩემს ტელეფონს და რამდენიმე ფოტოს ვუღებ.ტელეფონს თავის ადგილას ვაბრუნებ ისევ ფრთხილად.იშმუშნება ჩემს მკლავებში გაღვიძებას ცდილობს. მე კიდევ უცებ თავს ვიმძინარებ. ვგრძნობ როგორ მიყურებს. შემდეგ სახეზე შეხებას ვგრძნობ.ნელა და ნაზად ეფერება სახის თითოეულ ნაწილს.აჰ ჯანდაბა ჩემს შინაგან სამყაროს სრულიად ანგრევს. მთლიანად მინდა მოვიცვა,მაგრამ ისევ თავს ძალას ვატან და ისევ თავს ვიმძინარებ. თითებს ახლა შუბლზე თმაში აცურებს. ჩემს თმას ეთამაშება ხან ერთ მხარეს გადაწევს ხან მეორეს. მისი ჩუმი ჩაცინება მესმის. შემდეგ ჩერდება. ველოდები როდის გააკეთებს შემდეგ მოქმედებას. ლოდინის შემდეგ მის სუნთქვაას უფრო ახლოს ვგრძნობ ჩემს ტუჩებს ელამუნება. მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის. რამხელა მსხვერპლია ჩემი მხრიდან. სუნთქვა მწყდება ტუჩებიდან. ის კი ცბება და უკან იხევს თუმცა ამის საშუალებას არ ვაძლევ.ისევ ახლოს ვიზიდან მკერდზე თავს მადებს მე კი მის შუბლს ტუჩებით ვეხები.ამ კოცნაში მთელს ჩემს ანთებულ გრძნობებს ვაქსოვ.
- იხალისე ჩემს თმებთან?-ვეუბნები და მეცინება.
- შენ რა არ გეძინა? -იოცებს თავს უკან წევს და მიყურებს.
- არა. ახლა კი არა მთელი ღამე არ მძინებია.საშინელი წოლა იცი. ღამე წიხლებს ისვრი.ყვირიხარ და ხვრინავ კიდევაც.- მთელ სერიოზულობას ვაქსოვ ჩემს სიტყვებში და მგონი მართლა იჯერებს.სახე ეცვლება და მე ლამის ავხარხარდე.
- ტყუილია. - გაოცებული მპასუხობს.
- აბა რატომ მყავდი მთელი ღამე ჩახუტებული?- წარბს მაღლა ვწევ.მას კი ეცინება.
- ანუ შეგაწუხეთ ბატონო სეჰუნ - ცდილობს ადგეს,მაგრამ უკან მკლავებში ვაბრუნებ.
- არანაირად - სწრაფად ვკოცნი რამდენჯერმე - ცოტახანი კიდევ ვიყოთ ასე- თანხმობის ნიშნად თავის დაქნევას ვგრძნობ. ცხვირს ისევ მის თმაში ვმალავ და ცოტახნით ისევ ვწყდებით სამყაროს
***
მის გარეშე უკვე მესამე დღე დაიწყო. კორეაში ჩამოსვლის დღიდან ყველა ცეცხლის პარში მატარებს. ჟურნალისტები, მენეჯერები და თვით ლი სუმანიც კი მიუხედავად იმისა, რომ არ ყვირის მთელი ბრაზი და მრისხანება მის მზერაში ჩანს. ჩემი განცხადების გამო პირდაპირ ეთერში ვერ უარყოფენ ჩვენს ურთიერთობას. მხოლოდ ისღა დარჩენიათ დაადასტირონ თუმცა ამასაც არ აკეთებენ უბრალოდ დუმილს იყენებენ. ახალი ქამბექისთვის ვემზადებით და სრულიად ვიფიტები. მენატრეება ჩინეთში გატარებული დღეები მასთან ერთად. დღეს ბოლო დღეა მისი იქ ყოფნის და ვხვდები კიდევ უფრო როგორ მშორდება. დარბაზში ცეკვის ილეთებს ვამუშავებ.დაქანცული იატაკზე ვეშვები.თავს უკან კედელს ვაყრდნობ და წინ დიდ სარკეში შევყურებ ჩემს თავს.უცებ თავს ვხრი და ვხვნეში.
- ჰეი- მესმის უცებ გვერდით მისი ხმა.თავს ვწევ და ხმის მიმართულებით ვტრიალდები. თვალები დავისით მინათდება და მეღიმება.- რატომ ხარ მოწყენილი?- თავს გვერდით ხრის და საყვარელად მიყურებს. ვაცნობიერებ,რომ ჩემი წარმოსახვის ნაწილია, თუმცა მისი სახისკენ მაინც ვწევ ხელს,რომ შევეხო.
- იმიტომ, რომ მენატრები -ლოყაზე ვეხები ის კი ისევე ქრება,როგორც მოვიდა.ტელეფონს ვიღებ და ვურეკავ,მაგრამ გამორთულია.შეტყობინების ფანჯარას ვხსნი "უკვე ძალიან მენატრები." სანამ გაგზავნას გადავიფიქრებ მანამდე ვაგზავნი.ტელეფონის დადებას ვაპირებდი, მაგრამ რატომღაც სიახლეებს ვათვალიერებ. და აი ისიც ჩემს გამო ისევ განხილვის საგანია. უახლოეს პოსტს ვაწყდები. აეროპორტში მისი და ლექსოს სურათებია.ე.ი უკვე გაფრინდა. ღმად ამოვისუნთქე.თვალებში დიდი წარწერაა მეჩხირება "სეჰუნის და უცხოელი მოდელის რომანი ისევე სწრაფად დამთავრდა როგორც დაიწყო."
- ვინ თქვა,რომ დამთავრდა?! -ჩავყვირი ტელეფონს.ნერვები მეშლება შიდა ტექსტის წაკითხვით თავს აღარ ვიწუხებ.გვერდით ვაგდებ და ისევ ჩემს საქმეს ვუბრუნდები. ვცდილობ უფრო მეტი მონდომებით ვიცეკვო და თან ყველა ჩემი გრძნობა სადღაც გავაგზავნო ცოტახნით.
***
თაკო
YOU ARE READING
"Philophobia" (სრულად)
Fanfiction"შიში სიყვარულისა" გაუცნობიერებლად იდებს შენს სულში ადგილს და მთელ გონებას იცავს. უმიზეზოდ არაფერი ხდება.