-3-

627 51 6
                                    

ოთახში შესულს ნიას ხმა მომესმა.
- რა სჭირს ამას?-თან კარები შემოაღო.-შეიძლება?
-კი.- საწოლზე ხელით ვანიშნე ჩამომჯდარიყო.გვერდით მომიჯდა.- სანამ შემოხვიდოდი რაღაცას ამბობდი?
- აჰ კი.სეჰუნი დავინახე სრულიად სველი მიაბიჯებდა დერეფანში თან ილანძღებოდა.ვკითხე რა მოხდამეთქი და აუზში ჩავვარდიო-ორივეს გაგვეცინა.
- ეტყობა ყურადღებით არ იყო- კიდევ უფრო გამეცინა.თვალწინ ჩემი ნამოქმედარი დამიდგა.
-გთხოვ როგორც იცი ისე ნუ მოექცევი ცოტა ზრდილობიანი იყავი.თან ადრე შენ ხომ...-სახით ვანიშნებ,რომ უკვე საკმარისია და ისიც ჩუმდება.-კარგი ჩუმად ვარ. მიხარია,რომ ჩამოხვედი - მთელი სხეულით შემომეკრა ტანზე.მეც იგივე გავაკეთე.
- შენთვის საჩუქარი მაქვს- მახსენდება უცებ.
- მართლა? რა არის?-ინტერესიანი სახით შემომყურებს.კარადიდან მისთვის განკუთვნილ შეფუთულ ყუთს ვიღებ და ვაწვდი.მოუთმენლად ხსნის.თვალები გაუფართოვდა.
-მიხარია,რომ მოგეწონა.
- ვფიქრობ ჯეკსაც მოეწონება - ფართოდ მიღიმის.მეც ასევე ვპასუხობ.- კარგი ახლა წავალ დაისვენე.ხვალ საღამოს წვეულებაა მინდა ულამაზესი იყო.- ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და კარებს მიადგა.
- ვეცდები -მივაძახე გასვლისას.
***
ნახევრად მძინარი, როგორც ყოველ დილით სააბაზანოში შედივარ.თავს ვიწესრიგებ. სარკიდან თვალს მეორე კარებისკენ ვაპარებ. კიდევ ვერ ვხდები რათ უნდა აბაზანას ორი კარი.მინდოდა მენახა გუშინ თუმცა დაკეტილი იყო.თმას ბოლოჯერ ვისწორებ სარკეში და გასვლას ვაპირებ,რომ იდუმალი კარი იქეთა მხრიდან იღება.კარებში ნახევრად მძინარი,თმა გაჩეჩილი მხოლოდ ქვედა საღამურში სილუეტი შემოდის.ორივე გაუცნობიერებლად ყვირილს ვიწყებთ. უცებ მიახლოვდება და ტუჩებზე ხელს მაფარებს.მეორე ხელს კი თვითონ იდებს ჩუმად ყოფნის ნიშნად.მის ხელს ვიცილებ.
- ნუ ყვირი სირცხვილია.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?  და მგონი მარტო მე არ ვყვიროდი- ცალი წარბი ავუწიე.
- იმიტომ ვიყვირეე შენ რო ყვიროდი- მანაც იგივე ჟესტით შემომხედა.- შენ თვითონ რა გინდა აქ? ეს ჩემი ოთახის აბაზანა.
- ესღა მაკლდა.ახლა აბაზანის გაყოფა მომიწევს შენთან. - ამ აზრით შეწუხებული თავს ვიქექავ.
- ეს აზრი არც მე მხიბლავს.ახლა კი დამტოვე თუ შეიძლება წყალი უნდა გადავივლო.- ხელით მიბიძგა გავსულიყავი და კარები ცხვირ წინ მომიჯახუნა.
- უზრდელი...საზიზღარი...- ვლანძღავდი.ტელეფონი ჯიბეში ჩავიცურე და დაბლა ჩავედი.ეტყობა სახეზე მეტყობა ყველაფერი.  ვისაც არ ეზარება ყველა მეკითხება თუ რა მოხდა.
- რატომ არ მითხარი საერთო აბაზანაზე? - ნიას გაბრაზებული შევყურებ.
- ბოდიში დამავიწყდა.მესამე სართულზე ასეა. დამავიწყდა მეთქვა.ბოდიში.- დამნაშავე სახით შემომყურებს.
- შეიძლება ოთახი მაინც შევიცვალო? -თვალებს ვატრიალებ.
- სამწუხაროდ ვერა.
- კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი.- ვხვნეში გაბრაზებული.
- ერთი კვირა არ შეგიძლია გაუძლო ჩემი ხათრით? - მავედრებელი თვალებით შემომყურებს.- თან ხომ გთხოვე ასე ნუ მოიქცევითქო.
- კარგი რამენაირად გავძლებ.- საუზმის მაგიდას მივუჯექით მხოლოდ ბატონი აკლია სუფრას.თუმცა დალოდებას არავინ აპირებს. სწრაფად ვისაუზმე და უკანა ბაღში გავედი.
იქაურობას საღამოსთვის აწყობდნენ.უამრავი მოსამსახურე ირეოდა ირგვლივ.იმდენი ხალხი იყო მე თავს ზედმეტადაც კი ვგრძნობდი.იქვე შორი ახლოს დავსეირნობდი.ხმაურიანი ადგილისგან შორს.გონებაში ისევ დილანდელი მომენტი გამომესახა.პირზე აფარებული ხელი.თითქოს ახლაც იგივეს განვიცდი წამში სუნთქვა შემეკრა.ცივმა ოფლმა დამასხა.იმ წამსვე ამაზე არ მიფიქრია ისე სწრაფად მოვაშორებინე ხელი.თუმცა ახლაა თავისდაუნებურად დავიწყე ამაზე ფიქრი. გონებაში კადრები მირბენს თუ როგორ მოვრბივარ ბნელ ქუჩაში.სუნთქვა მიჭირს უკან კი ვიღაცის მძიმე ნაბიჯები მომყვება თითქოს იცი რომ ვერ გავექცევი და აუღელვებლად ჩემსკენ მოიწევს.მაშინდელივით სუნთქვა მეკვრის ცოტაც და ალბათ შეტევა დამეწყება.მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ. გველნაკბენივით გვერდზე ვხდები.
- არ შემეხო!-ვცრი კბილებიდან და თან ვცდილობ სუნთქვა აღვიდგინო.
- ჰეი დაწყნარდი - ხელებს მაღლა სწევს  სეჰუნი.- ცუდად გამოიყურები.ამიტომ...გინდა ვინმეს დავუძახო?-უკან შებრუნდა თითქოს ნაცნობს ეძებდა სათქმელად. თანაგრძნობით შემომყურებდა.რასაც ვერ ვიტან
- არა იყოს მე თვითონ.- ვაჩერებ და იქვე მინდორზე ვჯდები.რატომღაც არც ის მტოვებს და გვერდით მიჯდება.ღრმად ჩავისუნთქ ამოვისუნთქე რამდენჯერმე.
-ნამდვილად არ გინდა ნიას ვუთხრა?-არ ვუყურებ, თუმცა ვხვდები თვითონ გვერდიდან მიყურებს.
- არა. უკვე ცოტა უკეთ ვარ.- ღრმად ამოვისუნთქე და ხელები სახეზე გადავისვი.- ეგრე ნუ მიყურებ.- ვეუბნები და ისევ არ ვუყურებ.
- როგორ?-ახლა გავხედე და ცდილობს თავისი თანაგრძნობა სახე როგორმე დამალოს
-თანაგრძნობით.ეს არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება- მეღიმება ჩემთვის.
- სულაც არ გითანაგრძნობ.უბრალოდ არ მიყვარს ხალხის გასაჭირში მიტოვება.მადლობა არაა საჭირო- ახლა თვითონ შემომცინა. პირველად ჩვენი შეხვედრიდან ერთმანეთს ვუღიმით.- გასაგებია.
- რა არის გასაგები?-ვერ ვხვდები და შეჭმუხნული წარბებით შევყურებ.
- უხეში ხარ.ვერ იტან როცა გეხებიან,უცხოების მიმართაც არ ხარ კარგად განწყობილი და მგონი მამაკაცთა სქესზეც ალერგია გაქვს- ისევ იღიმის.მაგრამ მალევე უშეშდება ღიმილი-თუ მხოლოდ ჩემზე?-თვალებში შემომყურებს პასუხის მისაღებად.მე კი ვცდილობ თავი დავიხსნა.
- სახლში უნდა შევიდე.- ფეხზე წამოვდექი და ისიც ამყვა.ალბათ პასუხის მოსასმენად უკანაც გამომეკიდებოდა,რომ არა მისი ტელეფონის ზარი.გამეღიმა და ზურგს უკან მოვიტოვე.
***
აივნიდან ეზოს გადავყურებ უკვე ნელ-ნელა ივსება.მეც თითქმის მზად ვარ. ჩემი მოკლედ შეჭრილი თმა ოდნავ დავახვიე და ცალ მხარეს ყურზე გადავიწიე.მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე.საწოლზე დადებულ კაბას დავწვდი და ტანზე მოვირგე.შავი ტანზე მომდგარი მუხლზე ოდნავ ზევით,მხრებზე ოდნავ გადასული.მოკლე კაბის ზემოდან კი შავი გრძელი შიფონი დაფარული კოჭებამდე.ყურზე უბრალო საყურეებს ვიკეთებ ფეხზე ამავე ფერის ფეხსაცმელებს ვიცმევ ღია და დაწნული თასმებით. გავდივარ წამით გვერდით ოთახისკენ ვიხედები. აღარ შემინიშნავს შუადღის შემდეგ.კიბეებზე ნელა ჩავდივარ შიფონის ძირი ხელს მიშლის ცალი ხელით მას ვიწევ ცალით კი მოაჯირს ვეკიდები.პირველი ბებიასთან შევდივარ ოთახში დილის მერე აღარ მინახავს.სულ ნიას დასდევს და ეხმარება თავისი ჭკუით.მეცინება ამის გაფიქრებისას. ოთახში შევდივარ და ვხედავ სარკის წინ მოტრიალე ლიკას.ბევრს შეშურდება ამ ქალის სილამაზე. წითელი ტანზე მომდგარი კაბა აცვია.თავისი ბრილიანტის სამკაულები  ამშვენებენ.თავისი ქერა თმა ლამაზად აქვს აწეული მაღლა.
- ვაუ ლიკა რა ლამაზი ხარ- ვუახლოვდები და ხელით ვატრიალებ.ის ბედნიერი მკოცნის.
- შენ უფრო ჩემო ლამაზო.- მკოცნის ლოყაზე და ისევ მშორდება.
- თუ მზად ხარ ჩავიდეთ- თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
კიბეებზე ჩასასვლელად ვემზადებით.
- შეიძლება ამ ლამაზი ქალბატონების კავალერი ვიყო?- ზევიდან ისმის  მომღიმარი სეჰუნის ხმა.შარვალ კოსტუმში ლამაზად გამოწყობილი.წინ ჩამოშლილი თმა გვერდზე აქვს ლამაზად გადაწეული."გუშინ სულ სხვას ამბობდა ტელეფონში"-გავიფიქრე და წარბაწულმა გავხედე.
- რა თქმა უნდა საყვარელო- ბებიამ პასუხი გასცა.გვერდით გაიწია რათა ჩვენს შორის ჩამდგარიყო.ისიც მოგვიახლოვდა.კაბის ბოლოს ისევ ხელი მოვკიდე  და წინ წავედი.
- თაკო-უკმაყოფილოდ მომაძახა ბებიამ.მეც მომღიმარი სახით გავხედე.
- კავალერი მე არ მჭირდება - რაც შეიძლება ფართოდ ვუღიმი და ძირს მივიწევ.
- გთხოვ აპატიო.ასეთი უტაქტოა.- მესმის უკნიდან და თვალებს ვატრიალებ.
- არაუშავს - მესმის მისი ჩახითხითების ხმაც.ნაბიჯებს კიდევ უფრო ვუმატებ და უკან ეზოში მათზე ადრე გავდივარ.წინ უამრავი ხალხი მხვდება სადღესასწაულოდ გამოწყობილი და ყველა რატომღაც მიყურებს.ახლა ვნანობ მათზე ადრე გამოსვლას.თავისუფალ მაგიდასთან მივდივარ სავარაუდოდ ჩვენთვისაა. მისული ვხედავ ზედ ჩვენს სახელებს.-მთელი საღამო მასთან ერთად ჯდომა მომიწევს-ვდუდღუნებ ჩემთვის.მაგიდასთან კიდევ ორი სახელი წერია.ალბათ ჯეკის დედ-მამის,რომელიც უნდა ჩამოსულიყვნენ დღეს.ბებია და მისი კავალერიც უახლოვდება მაგიდას.მოსვლამდე რამდენიმეს მიესალმა.რა გასაკვირია,რომ აქ შეკრებილ ხალხს იცნობდეს.დაჯდომამდე ბებიას სკამს უწევს და სვავს."ჯენტლმენი" მივლის მაშინვე გონებაში და მეღიმება.თავის ადგილს ჩემს გვერდით იკავებს.
- იმედი მაქვს ერთ ცეკვას მაჩუქებ- მესმის გვერდით ჩურჩულით ნათქვამი ხმა.თავს ვატრიალებ გაოცებული ვუყურებ.
-  შენვე აღნიშნე, რომ ვერ ვიტან, როცა მეხებიან.შესაბამისად არც ვცეკვავ.- ვუღიმი და თავს ისევ სხვა მხარეს ვატრიალებ.
- არადა სულ არ ჩანდი უჟმური მაღაზიის ვიტრინასთან.- ისევ მას ვუყურებ ის კი სხვა მხარეს იხედება.
- ანუ შენ იყავი ის ვინც... - ვეღარ ვამთავრებ სათქმელს.
- კი მე ვიყავი და რომ მცოდნოდა ასეთი იყავი არ დაგეხმარებოდი - შემომხედა და ცინიკურად გამიღიმა.
- რომ მცოდნოდა შენ იყავი არც მე ვიყიდიდი იმას- იგივეთი ვუპასუხე გავუღიმე და თავი მოვატრიალე.ჯანდაბა. გავბრაზდი,მაგრამ რა მაბრაზებს მეც არ ვიცი.შამპანურით ტუჩებს ვისველებ და ველოდები როდის შემოუერთდებიან ჩვენები წვეულებას.რაც მალე მით უკეთესი ჩემთვის.

"Philophobia" (სრულად)Where stories live. Discover now