სეჰუნი P.O.V
ტაქსი უკვე სახლთან დგას. გვერდით მისკენ ვიხედები.თავი საზურგეზე აქვს მიყრდნობილი და ჩემსკენ გადმოხრილი.ისე მშვიდად სძინავს არ მინდა გავაღვიძო.თითქოს არაფერი,მაგრამ ძალიან დამღლელია გადაღებები.გადაღებების გაფიქრებაზე გონებაში სიბრაზე მივლის. თვალწინ მიდგება გადაღებების სცენა თუ როგორ უცინიან ერთმანეთს.ჩემთან ასეთი არასდროს არის. მეგონა წასვლით ჩემს აბურდულ გონებას დავალაგებდი და მასაც მშვიდად ყოფნის საშუალება მივცემდი. დიდად არც დავაკლდებოდი. მას ალბათ მართლაც მოვგვარე სიმშვიდე,მაგრამ ჩემი გონება უფრო აირია. ვერ ვხდები რა მემართება მასთან. გვერდით მძინარე სხეული შეიშმუშნა. მეც ფიქრს ვწყვეტ და მას ვუყურებ.
- უკვე მოვედით? -თვალებზე ხელი მოისვა და გარემო მოათვალიერა.-რატომ არ გამაღვიძე?
- ზუსტად ახლა ვაპირებდი მაგას.ახლახანს მოვედით - ვცრუობ.თითქმის ნახევარი საათია ასე ვართ.მძღოლს ვანიშნებ ხმა არ ამოიღოს.თანხმობის ნიშნად მხოლოდ ღიმილს მიბრუნებს.თაკო მანქანიდან გადადის.მძღოლს ფულს ვაწვდი ზედმეტსაც ვუმატებ მადლობის ნიშნად. მაქანიდან მეც გადავედი და სახლისკენ მიმავალს დავეწიე.სახლიდან მისი მენეჯერი,მეგობარი თუ ვინც არის გამოდის და თაკოს მიმართულებით მიემართება გაბადრული სახით.ეს ბიჭი თან მომწონს, თან არა.მომწონს იმიტომ, რომ არ ეტყობა მეგობრობის მეტს ითხოვდეს მისგან რამეს,ხოლო არ მომწონს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად მასთან ისაა რაც ნერვებს მიშლის.
-მშვიდობით მოვედი ნუ გეშინია- სიცილით ეუბნება თაკო ბიჭს.ისიც უცინის და მე მიყურებს.
- მე დაგტოვებთ- ვამბობ და ვეცლები.სახლისკენ მივდივარ, თუმცა მისი ხმა მაინც მესმის
- მასთან იყავი და სხვანაირად არც ველოდი- ძალაუნებურად მესმის რადგან ლამის ყვირის სიტყვებს.მეცინება და სახლში შესვლამდე კიდევ მისი ამოკნავლების ხმა მესმის,რომელიც დარტყმისგან არის გამოწვეული.მისაღებში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობაა.ჩემი სიყვარულით გადაბრუებული დეიდაშვილი თავის მომავალ მეუღლეს გვერდით უზის,მისი ხელი უჭირავს და ცერა თითით ეფერება.მანათობელი მზერით უყურებს.იგივე შემიძლია ვთქვა ნიაზეც.მიუხედავად იმისა,რომ ვიცი ჩემი სიტყვები მხოლოდ თაკომ გაიგო თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. დასკვნები არ უნდა გამომეტანა ნაადრევად.იქვე მოკალათებულ მათ ბებიას ვხედავ,რომელიც არანაკლები სილამაზით გამოირჩევა მათთგან.სიცოცხლით სავსე ქალია.დეიდა და ბიძიაც გვერდს უმშვენებენ მათ. ხვალინდელ ქორწილზე საუბრუბენ.დიდად არ მიყვარს ასეთ რაღაცეებზე საუბარი, მოსმენა მითუმეტეს. ოთახში შევდივარ
- საღამო მშვიდობისა - ვესალმები მათ და ყველას ყურადღებას ვიპყრობ.
- საღამო მშვიდობისა.-ყველა თითქმის ერთხმად მესალმება.
- რატომ დაგაგვიანდათ?-ჯეკი სერიოზული სახით მეკითხება.
- მანქანას რაღაც დაემართა.- მეც სერიოზული სახით ვუბრუნებ პასუხს.- ჩემს ოთახში ავალ დავიღალე დღეს.
-არ ივახშმებ?-მოწყენილი შემომყურებს ნია.
- არა რძალო არ მშია.თვითმფრინავში ვჭამე და აღარ მინდა თან დაღლილი ვარ -რაც შეიძლება გულით ვუღიმი. ვტრიალდები და კიბეებზე ავდივარ.ზურგს უკან მხიარულად შემოსულების ხმა მესმის.მე და ჯეკი ჯერ კიდევ გაბრაზებული ვართ ერთმანეთზე.იმ საღამოს მერე რაც ჩემი საქციელის გამო თაკოს დაემართა.ახლაც და იმ საღამოსაც მთელ სხეულში სიცივემ დამიარა.ჯანდაბა.ვეღარ მოვითმინე და ვაკოცე.მისი რეაქცია ყველაზე მოულოდნელი იყო ჩემთვის.ველოდი,რომ გამარტყავდა და ასეც მოხდა,თუმცა მისი გონების დაკარგავს არ მოველოდი.შემეშინდა ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ასე.
პირველივე დღიდან მიმეორებდა ჯეკი არ შევხებოდი და ჩემებურად არ დამეწყო,თუმცა ამავდროულად არც ის უნდოდა მარტო დამეტოვებინა. ამას ვერ ვხვდებოდი რატომ მეუბნებოდა,ახლაც ვერ ვხვდები ყველაფერს,თუმცა ერთი ვიცი არ უნდა მივეკარო.
ჩემს ოთახში შევდივარ.პიჯაკს საწოლზე ვისვრი.აბაზანაში შევდივარ,მისი მხრიდან კარებს ვკეტავ.თან მეცინება. ყველა აბაზანის მომენტი წამის მეასედში თვალწინ მივლის.შხაპს ვიღებ. თავს ვიწესრიგებ. მისი მხრიდან კარებში გასაღებს ვატრიალებ და გაღებულ მდგომარეობაში ვტოვებ.
საწოლზე ვწევარ ჭერს გავცქერი და უაზროდ ვიცინი. თვალწინ მიდგას ბეისბოლის ჯოხ მომარჯვებული,როგორ ამაყად შესქეროდა იმ ბანდიტებს.შემდეგ როგორ იხდის ფეხზე,ხელს ხელზე მაგრად მიჭერს და იქედან ერთად გამოვრბივართ. მარცხენა ხელს მაღლა ვწევ და ვატრიალებ.თითქოს ახლაც ვგძნობ მისი ხელის სითბოს.
ჩემი არ ყოფნის დროს რაღაც შეიცვალა მასში.უფრო მეტად გახსნილი გახდა. აბაზანის კარების გადაკეტვის ხმა მომესმა,შემდეგ წყლის შხრიალი.ჩემთვის მეღიმება ისევ.საწოლში უფრო კომფორტულად მოვეწყვე და თვალები დავხუჭე.
***
საწოლში გვერდი ვიცვალე.ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი და საათს შევხედე. რვა ხდებოდა.ამ ბოლო დროს ადრე ვიღვიძებ.ვდგები და ტანზე ვიცვამ სპორტულ შარვალს.ასე ვაპირებდი აბაზანაში შესვლას თუმცა გაუცნობიერებლად ვბრუნდები და მაისურსაც ვიცმევ.
სარკის წინ მონდომებით ვიხეხავ კბილებს. სარკეში ჩემს აჩეჩილ თმას ვუყურებ და არც ვცდილობ დავარცხნას.მზერა ისევ მარცხენა ხელისკენ მეპარება და მეღიმება.
- დილა მშვიდობისა -მისი ნახევრად მძინარი ხმა მესმის.მიახლოვდება და გვერდით დგება.სარკეში ჩემს გაკვირვებულ სახეს მოვკარი თვალი და მაშინვე შევეცადე დამელაგებინა სახე.
- აბაზანაში შემოჭრა ჩემი წესი იყო-ვბურდღუნებ ქაფიანი პირით.
- პოზიცია წაგართვი- მეუბნება და მიღიმის.მთელი სახე უცინის. კბილის ჯოხს პირში იჩრის და კბილების ხეხვას იწყებს.სარკეში იყურება დროდადრო მიყურებს და მიცინის. ეტყობა დღეს ცუდი დღე მაქვს. ვგრძნობ,რომ გულში სისხლი მძიმედ და აჩქარებულად მოძრაობს. ველოდები როდის დაამთავრებს. წყალს პირში ივლებს,შემდეგ სახეზეც ისხავს და მხარზე გადაკიდებული პირსახოცით იმშრალებს. გვერდზე იწევა და მე ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები ონკანთან ვიხრები და პირში დაგროვის ქაფს ვაპურჭყებ.გასვლამდე მხარზე ხელს მირტყავს.- საუზმეზე გნახავ- თავს ოდნავ ვწევ და სარკიდან ვუყურებ.ისევ ღიმილით ხელს მიქნევს და მხიარულად გადის აბაზანიდან.
- ჯანდაბა.რა ემართება?-წარბი ავწიე და გასულის მიმართულებით ვიყურები.-აჰ გული მაქვს ცუდად.- ხელს გულზე ვიდებ და პატარა ბავშვივით ადგილზე ვხტუნავ.პირზე წყალს ვისხვავ და კბილების გახეხვასაც ვამთავრებ.ქვევით ამ ფორმით ჩავდივარ მხოლოდ თმას ვილაგებ ოდნავ.
სამზარეულოში შესულს უკვე მაგიდაზე მოკალათებული მხვდება.გემრიელად მიირთმევს ხილს და ყავას.ცალი ხელი ჯიბეში მაქვს,ცალით ჩვეულ მოძრაობას ვაკეთებ და თმა უკან გადამაქვს.მის წინ ვჯდები.
- სი ყავა მეც მინდა- ვეუბნები და ისიც სავსე ჭიქით გვერდით მიდგამს.რამდენიმე ხილის ნაჭერს დავწვდი.- სად არიან სხვები?-ვეუბნები ცარიელი მაგიდის დანახვისას.
- რომ მოვედი მხოლოდ უფროსები დამხვდნენ და ისინიც მალე ადგნენ.სიძე - პატარძალი ჯერ არ მინახავს.- თან გემრიელად ილუკმება,თან მპასუხობს. დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზეა.მეცინება. ყავას ვწვდები და ვსვავ.
- დილა მშვიდობისა - ოთახში მისი მეგობარის ხმა არღვევს სიმშვიდეს.ისიც მისკენ მხიარულად ტრიალდება.უღიმის და მის გვერდით დაჯდომას თხოვს.
- სიუ ყავა მოუტანე.ნახევარი კოვზი შაქრით - ეუბნება მსახურს ისიც შესასრულებლად მიემართება.
- ოჰომ ქალბატონს ჩემი გემოვნება ახსოვს- უღიმის და ლოყისკენ მიაქვს ხელი,რომ მოჩმიტოს,მაგრამ უკანვე წევს. კმაყოფილმა ჩავიღიმე.ე.ი არ შეხების წესი მხოლოდ ჩემზე არ ვრცელდება.
- რათქმა უნდა მახსოვს. კარგი წავალ ჩავიცმევ- ხელზე გაკეთებულ საათს დაჰყურებს.-თერთმეტამდე უნდა მოვბრუნდეთ- ფეხზე დგება და მაგიდას ტოვებს.
- აქ გელოდები- მიაძახა და ახლა მე მიყურებს დაჟინებით.
- რა იყო?-წარბ აწეული ვპასუხობ.
- არაფერი. - თავხედი მიცინის. მე კიდევ მინდება ჭიქა სახეზე დავაფშვნა.
- აბა რატომ მიყურებ ისე თითქოს რენდგენზე მაშუქებდე- ჭიქას ხმაურით ვდგავ მაგიდაზე.
- ასეც არის გაკვირდები- გულწრფელად მეუბნება ყველანაირი მოვლის გარეშე.თან თავის ყავას წრუპავს.
- რა დასკვნა გამოგაქვს მერე?-ისევ ცალი წარბი მეწევა მაღლა.ჩემი ჭიქა პირთან მიმაქვს და უნდა მოვსვა,რომ უცებ მესმის.
- მოგწონს- ამის მოსმენისას ყელში მცდება სითხე და ხველება მიტყდება.-ნამდვილად ასეა- იმეორებს და თითებს კმაყოფილი ხლართავს ერთმანეთში.მე ჩემს თავს ამაში არ ვუტყდები და მან პირდაპირ მომახარა.სიცილი უტყდება.მე დამცინის.სიბრაზისგან ანთებულ თვალებს ვანათებ.
- ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვს დამღუპველია-ვცრი კბილებიდან.
- კარგი როგორც გინდა- მხრებს მხიარულად სწევს და დარჩენილ სითხეს სვავს.- ერთს გეტყვი მისი სიუხეშე და მაგარ გოგოდ ყოფნა უბრალოდ იმიჯია.ასე იცავს თავს. დრო სჭირდება,რომ დაივიწყოს ის რაც ტკივილს აყენებს.- მაგიდიდან დგება.მე კი უამრავი კითხვა მიჩნდება.შუბლ შეკრული ვუყურებ.- ვფიქრობ უკვე იხსნება.დაელოდე.- ბრუნდება ისე არაფრის კითხვის საშუალებას არ მაძლევს.გასვლამდე კიდევ მომიბრუნდა- ხო კიდევ არ მითქვამს,რომ ნახევარი საათი ტაქსში მის გაღვიძებას ელოდი - მხიარულად გადის სამზარეულოდან.იქიდან ხმა მესმის კიბეებზე მორბენალი გოგოსი,რომელიც მასთან ერთად ტოვებს სახლს.
-ამის დედაც!- ჭიქას ვაბრუნებ მაგიდაზე.- ასე არ შეიძლება თუ დაიწყე ყველაფერი უნდა თქვა- მივყვირი იქეთ საიდანაც გაუჩინარდა.
- იქნებ ქალბატონს კითხოთ- ჩუმი ბურდღუნი მესმის სიუს,რომელიც უკვე ცარიელ ჭიქებს იღებდა მაგიდიდან და შეფარვით მიცინოდა.
- ნია,რა თქმა უნდა. - თვალებ გაბრწყინებული ვუყურებ სიუს და მინდა ახლა მოვეხვიო ამ იდეისთვის თუმცა რაღათქმა უნდა თავს ვიკავებ და მხოლოდ მადლობას ვჯერდები.სამზარეულს მეც ვტოვებ და ნიას ძებნას ვიწყებ,რომელსაც პატარძლის მოსამზადებელ ოთახში ვპოულობ. ყველა თავზე დატრიალებს. ამდენი ხალხით შეწუხებულს ჩემი დანახვა უხარია თითქოს ხსნას ხედავს ჩემში.
- რძალო შეიძლება - მორცხვად ვეუბნები და ისიც სწარაფად მთანხმდება ოთახში შესვლაზე.
- შეგიძლიათ ცოტახნით გახვიდეთ- ეუბნება მოსამსახურე პერსონალს და ისინიც გვტოვებენ.მარტონი ვრჩებით.მის წინ სავარძელში ვთავსდები.- გისმენ- ფართო თბილად მიღიმის. თავს კიდევ უფრო დამნაშავედ ვგრძნობ.როგორ შეიძლებოდა ასე მეფიქრა მასზე.არ ვიცი როგორ დავიწყო.არადა როგორი შემართებით შემოვედი.- ჩემს დაზე გინდა მკითხო ხომ?-სიცილო უტყდება ნიას.
- საიდან მიხვდი?-მიკვირს მისი მიხვედრილობა.აქამდე სიტყვაც არ დამცდენია მასთან.
- ვიცოდი,რომ კითხვები შეგაწუხებდა იმ ღამის შემდეგ.თან ისიც ვიცი ჯეკი ყოველთვის გეუბნებოდა,რომ არ გაკარებოდი თაკოს.- თვალები ალბათ გაკვირვებისგან მიდიდდება ნიას ისევ ეცინება.- როგორც უკვე იცი ნერვიული შეტევები აქვს,როცა ვინმე ეხება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ .კონკრეტულად კი მამაკაცის სქესის წარმომადგენელი. იმ შემთხვევის მერე ასე ემართება.- თავს დაბლა სწევს.შემთხვევა? რა შემთხვევა?გონებაში ვიმეორებ და სულ განაბული ველოდები, როდის გააგრძელებს.თუმცა თავ ჩაღუნული ზის და ხმას არ იღებს.
- რა მოხდა?-მცდება უცებ პირიდან.
- მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იყვნენ. იქ მისმა მეგობრები დალიეს.თაკოს როგორც უკვე მიხვდი ასეთი რაღაცეები არ უყვარს.წვეულებაზე ვიღაც გადაეკიდა. თაკო კი უბრალოდ ადგა და წამოვიდა,ისიც გამოკიდებია- ხელებს ვმუშტავ და მაგრად ვუჭერ ერთმანეთს.წარმოდგენაც კი არ მინდა შემდეგ რა მოხდა.ნიას თვალები ცრემლებით ევსება.- გვიან მიხვდა, რომ მოსდევდა.ახლოს მანქანებიც არ იყვნენ. სირბილით შეეცადა თავი დაეღწია. სიჩქარეში ჩანთა დაკარგა. იმ ნაბიჭვარმა კუთხეში მოიმწყვდია. სწორედ მაშინ დაეწყო პირველად ნერვიული შეტევა.სანამ ბოლომდე გონებას დაკარგავდა ყვიროდა და შველას ითხოვდა. ლექსოსი მადლობელი ვარ,რომ სწორედ იმ წუთებში იქ აღმოჩნდა. თაკო იხსნა იმ ნაბიჭვრისგან.ლექსომ,რომ ნახა თითქმის აღარ სუნთქავდა.- ნიას სიტყვები ეყლაპებოდა. ვგრძნობ თვალებში როგორ მაწვება მეც ემოციები.ისევ აგრძელებს -საავადმყოფოში წაიყვანა და შეძლეს მისი მობრუნება. შემდეგ თაკომ თავის მოკვლა სცადა. მაშინაც ლექსომ უშველა. ჩვენ ეს ყველაფერი გვიან გავიგეთ,როცა მან უკვე მეორედ მიიყვანა საავადმყოფოში. ეს ყველაფერი კი დაწვრილებით მე და ლექსომ ვიცით და ასევე ჯეკმაც.
- ამიტომ მაფრთხილებდა,რომ არ მივკარებოდი-ვდუდღუნებ ჩემთვის.მოყოლილი თითეული დეტალი თვალწინ დამიდგა და საკუთარმა უსუსურობამ ბოლო მომიღო.ან რა უნდა მექნა მე ხომ მაშინ არც ვიცნობდი.- და ამიტომ ქონდა მას ასეთი რეაქცია,როცა ვაკოცე.- საკუთარი თავის ცემა მინდა.ხელის გულებში ფრჩხილებს ვისობ.
- მივხვდი, რომ ასე მოიქეცი თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი - ნიას ოდნავ ეღიმება.
- ჯანდაბა -ფეხზე ვდგები და თმაზე ნერვიულად ხელს ვისმევ.- იმ ნაბიჭვარს რა დაემართა?- ვტრიალდები ისევ ნიასკენ.
- ციხეში ზის.გაუპატიურების და მკვლელობის მცდელობისთვის.- ცხოვრებაში ასეთი გაბრაზებული პირველად ვარ.მინდა საკუთარი ხელებით მივახრჩო ის ნაბიჭვარი.
- თავის მოკვლა რატომ სცადა?- სასოწარკვეთილი გავყურებ ნიას,როცა მახსენდება ეს.
- ეგონა,რომ გააუპატიურეს.მთელი ორი წელი ასე ეგონა. საშუალებას არ გვაძლევდა არც მე და არც ლექსოს ამაზე გველაპარაკა და აგვეხსნა.სწორედ ამის შემდეგ ეწყება პანიკა შეხებისას.მთელი ორი წელი შიშში და ტყუილში იცხოვრა.რამდენიმე დღის წინ კი ლექსომ როგორც იქნა უთხრა და დაითანხმა ფსიქოლოგთან მისულიყო.ჯეკის დახმარებით ლექსომ კარგი ფსიქოლოგი იშოვა და უკვე ორჯერ იყო მასთან.- ისევ მის წინ ვჯდები.- სეჰუნ...- მეუბნება და ნელა მისკენ მზერას ვაპარებ.- არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება,მაგრამ ერთი ვიცი ცოტა დრო სჭირდება,რომ ახლანდელ რეალობას შეეგუოს. უბრალოდ მასთან იყავი და შეეცადე,რომ დაეხმარო.
- მადლობა,რომ ეს ყველაფერი მითხარი. - ვდგები და მხარზე ხელს ვადებ.ოთახიდან გამოვდივარ. თავში ყველაფერი ერთმანეთში ირევა. თუმცა ერთი ვიცი არ მინდა მისგან შორს ყოფნა.
***
თაკო P.O.V
YOU ARE READING
"Philophobia" (სრულად)
Fanfiction"შიში სიყვარულისა" გაუცნობიერებლად იდებს შენს სულში ადგილს და მთელ გონებას იცავს. უმიზეზოდ არაფერი ხდება.